x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
12 კოლორიტული ფოტო ისტორიიდან, რომელიც უნდა ნახოთ!

image


პირველი ფოტო 200 წლის წინ იქნა გადაღებული, კერძოდ კი, 1822 წელს, სწორედ მაშინ გადაიღო ფრანგმა გამომგონებელმა მსოფლიოში პირველი ფოტოსურათი, რომელიც სამწუხაროდ არ შემორჩენილა, მაგრამ ათასობით სხვა ფოტოსურათმა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული იქნა გადაღებული ჩვენამდე საბედნიეროდ მოაღწია. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ უნიკალური კადრებიდან შერჩეულ 12 რარიტეტულ ფოტოს წარმოგიდგენთ.


image


კანადელი და ამერიკელი მსახიობი ლესლი ნილსენი ცნობილია 1980-2000 წლებში შესრულებული გამორჩეული კომიკური როლებით. მაგალითად, მან ითამაშა ფილმებში "შიშველი პისტოლეტი" და "თვითმფრინავი". ის თავისი საოცარი იუმორის გრძნობას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ავლენდა, მაგალითად, ლესლი სულ არ იყო წინააღდეგი ეთამაშა გოლფი მაშინაც კი, როდესაც მისი მეუღლე საუზმობდა, ფოტოზე სწორედ ამ სცენას ხედავთ, რომელიც 1992 წლის 16 იანვრით თარიღდება


image


უნიკალურმა ამერიკელმა კინომსახიობმა - ჯეინ მენსფილდმა, წარმატებას მიაღწია როგორც ბროდვეიზე, ასევე ჰოლივუდშიც. გოგონა მერლინ მონროსთან ერთად, 50-იანი წლების სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა და ხშირად ჟურნალ "Playboy"-სთვისაც პოზირებდა, ფოტოს ზუსტი თარიღი სამწუხაროდ უცნობია - სავარაუდოდ, ჯეინი ნაძვის ხეს 1960 წელს რთავს.



image


მეოცე საუკუნის შუა წლებში სილამაზის სხვადასხვა კონკურსის ბუმი იყო. მის "ავტომობილის აქსესუარი", მის "ბენზინგასამართი სადგური", ფოტოზე კი 1951 წლის მის "საკონტროლო კოშკს" ხედავთ.



image


სსრკ, 1970-იანი წლები. სამუშაო დილა, ყველა გარბის ზოგი სამსახურში, ზოგიც უნივერსიტეტში, ვიღაც კი სკოლაში თხილამურებს მიათრევს. იმედი ვიქონიოთ რომ ამ მეორეკლასელმა ხელთათმანები ჯიბეში შეინახა და ისინი არ დაკარგა, თორემ სრილიას დროს ის ნამდვილად გაიყინებოდა.



image


აი, ამას ჰქვია გრაცია! დელფინების მწვრთნელი, რომელიც ერთი შეხედვით თოლიას ჰგავდა თითქოს ფრენისას გაიყინა. ფოტო ფლორიდაში 1950-იან წლებშია გადაღებული.


image



როულანდ ჰასი მეისი 1858 წელს ნიუ-იორკში გადავიდა და სუპერმარკეტების უზარმაზარი ქსელი დაარსა. ის ფლობდა 700-ზე მეტ მაღაზიას მთელს ამერიკაში და იყო აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი რეტეილერი. ის ასევე გახდა პოპ-კულტურის ხატი თავისი ცნობილი ხსოვნის დღის აღლუმით, რომელიც საშობაო და მადლიერების დღის თემების უჩვეულო ნაზავი იყო. აღლუმის პირველ წლებში ორგანიზატორები ეკოლოგიაზე არ ფიქრობდნენ - ისინი უზარმაზარ ბუშტებს გახეთქვის ნაცვლად ცაში უშვებდნენ. ზოგი ზღვაში ვარდებოდა, ზოგიც ხმელეთზე, თუმცა ერთხელ ასე ცაში აშვებული ბუშტი თვითმფრინავის ფრთაში გაიჩხირა, თუმცა კარგია, რომ არავინ დაშავებულა. 1937 წლის ფოტოზე ტყუილების მოყვარული - უზარმაზარი პინოქიოს გამოსახულებიანი ბუშტია აღბეჭდილი.


image


აი, გამბედაობაც ამას ჰქვია! როდესაც მე-20 საუკუნეში ნიუ-იორკში ცათამბჯენების აშენება დაიწყო, მათი ფანჯრებიც გარედან გაწმენდას მოითხოვდა. მათ საშველად კი ფანჯრების მწმენდავები მიდიოდნენ.


image


მისი მზერა განმგირავი იყო. იტალიელმა მომღერალმა და მსახიობმა სოფი ლორენმა უკვე გასულ საუკუნეში იცოდა თუ როგორი წარბები იქნებოდა მომავალში მოდაში.


image


1991 წლის 25 მარტს მადონას "ოსკარის" ყოველწლიურ ცერემონიაზე სიმღერა უნდა შეესრულებინა. მომღერალს პრობლემა შეექმნა - ვისთან ერთად წასულიყო პრემიაზე რომ მისი ამ ადამიანთან გამოჩენა ნამდვილ სენსაციად ქცეულიყო.მან ათობით ცნობილი პარტნიორი დააიგნორა, სანამ არჩევანი საბოლოოდ მაიკლ ჯექსონზე არ შეაჩერა. მადონასა და მაიკლის წყვილი საკმაოდ კოლორიტული გამოვიდა, რომელთა ერთად დანახვისას თაყვანისმცემლები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მარჩიელობდნენ იყო თუ არა მათ შორის რომანი.


image


ამერიკელი ბოდიბილდერი, მეწარმე, მსახიობი და პროდიუსერი - არნოლდ შვარცენეგერი კიდევ უფრო შორს წავიდა და ბედი პოლიტიკაშიც სცადა, მსახიობი კალიფორნიის რიგით 38-ე გუბერნატორი გახდა, თუმცა ყველასთვის ის ცნობილია უფრო როგორც "ტერმინატორი". ახლა არნი 75 წლისაა, და ის მართლაც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება.

image


და მაინც ადრე როგორი გაბედულები იყვნენ ადამიანები! კაცი კაიმანებთან და ალიგატორებით სავსე ტერარიუმში შევიდა და მათთან ერთად დაწვა, 1900 წელი, იტალია



image


მონიკა ბელუჩი ვენსან კასელის მკლავებში








0
650
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
650