საზოგადოება მუხრან მაჭავარიანის 2 გენიალური ლექსი 2023, 18 მაისი, 18:14 1.''სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება''სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება, – საყიალოა თავისობას ის რადგან სხვების. მას დღემდე ბევრი სისაძაგლე შესძინეს სხვებმა; – იგია, მოკლედ, საკუთარი სიკარგის მსხვერპლი. … სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, – ვინც საქართველოს ესწრაფვის ქართულს! არა ცრუქართულს! – ნამდვილად ქართულს! სიტყვითურთ ქართულს! – საქმითურთ ქართულს! სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, – რომელსაც ვატყობ! – კოჭებში ვატყობ! – არის ყველაფრით აყოველმხრივ სანდო და საქართველოს იმნაირს ნატრობს, ნატრობს როგორსაც ქართველი მარტო! სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, – ვინც უწყის: ტატომ ღაღადყო რატომ: სახელმწიფოთა შორის ერთობას (ესეც ღვთის ნება არის, ეტყობა!) სარწმუნოება არ ყოფნის მარტო! სულს მივცემ ჩემსას, – ერთი სიტყვით, – მე იმას მარტო, ვინც იცის: გაჩნდა ქართველად რატომ! 2.იქ დაბრუნდები ციდანა ..იქ დაბრუნდები ციდანა – ცაში ასულხარ სიდანაც; მიწა რომ არა – წვიმაც კი ვერ მოვიდოდა ციდანა… არის კარგი, თუ ავია, თუ რაიმეა – მიწაა… ვიტყვი – ცოცხალი რომ იყოს – შოთა იტყოდა ვითარცა: – მიწა არ ყველა მიწაა, მიწაც არის და მიწაცა. მეც მეხარბება, ვითარცა შეხარბებია ბარეორს: დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო. 232 1-ს მოსწონს
|