x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 შოკისმომგვრელი ფაქტი კოლუმბიელი ,,რობინ ჰუდის"- პაბლო ესკობარის შესახებ

პაბლო ესკობარს ეძახიან კოკაინის მეფეს და ნათლიას, რომელიც უკიდურესად საკამათო პიროვნება იყო. ერთის მხრივ, ის უყვარდა (და ეშინოდა) ბევრი კოლუმბიელს, რადგან პაბლო თანაუგრძნობდა და ხშირად ეხმარებოდა მათ, ვისაც, მისი აზრით, მთავრობა ჩაგრავდა. თუმცა არის სხვა ფაქტებიც, რომლებიც სრულიად განსხვავებულ ამბავს მოგვითხრობს – ის იყო ცივსისხლიანი მკვლელი, რომელიც არაფერზე იხევდა უკან თავისი მილიარდების მოსაპოვებლად.image

1. პირველი ფული და მოპარული საფლავის ქვები

ესკობარისთვის ბიზნესი ყოველთვის მორალზე მაღლა იდგა და ის თავიდანვე იცავდა ამ წესს. ის დაიბადა 1949 წლის 1 დეკემბერს რიონეგროში, (კოლუმბია) და გაიზარდა მედელინში. პაბლო იყო "La Violencia"-ს სახელით ცნობილი ეპოქის ბავშვი, რაც მოიცავდა 10 წლიან შეიარაღებულ კონფლიქტს, პოლიტიკურ არეულობას და სიღარიბეს. გასაკვირი არ არის, რომ ესკობარს სხვა ცხოვრება სურდა, ამიტომ იგი მზად იყო ყველაფრისთვის სიღარიბისგან თავის დასაღწევად, ყოველგვარი მორალური პრინციპების მიუხედავად. მისი ერთ-ერთი პირველი უკანონო საქმიანობა იყო ის, რომ ახალგაზრდა “ბიზნესმენმა" მოიპარა საფლავის ქვები ადგილობრივი სასაფლაოებიდან, წაშალა მათი სახელები და მიჰყიდა უკვე „სუფთა“ საფლავის ქვები პანამელ კონტრაბანდისტებს. თავად ესკობარმა ერთხელ თქვა, რომ 22 წლის ასაკში მილიონერი გახდებოდა და ამაში ეჭვიც კი არ ეპარებოდა. 1970-იანი წლების დასაწყისში ესკობარმა საკმაოდ მრავალმხრივი კრიმინალური კარიერა განავითარა. მაგრამ, ისევე როგორც ბევრ მსურველ ნარკობარონს, მას სურდა გამხდარიყო კარტელის ლიდერი და ამის მისაღწევად დიდი სისხლისღვრა დასჭირდა.

2. კარიერა და დაქირავებული მკვლელები

იმისათვის, რომ ესკობარი კოლუმბიის ნარკობიზნესის სათავეში ასულიყო, მას უამრავი "კოლეგის" მოკვლა მოუწია. მაგრამ პირადად მის ხელებზე სისხლი თითქმის არ იყო, სამაგიეროდ, პაბლო ესკობარი აკონტროლებდა მკვლელების ქსელს. მისი საუკეთესო მკვლელი იყო ჯონ ხაირო ველასკესი, ასევე ცნობილი როგორც "პოპაი". პოპაის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დავალება იყო 1989 წელს საპრეზიდენტო კანდიდატისა და ნარკომანიასთან მებრძოლის ლუის კარლოს გალანის მკვლელობა. მას შემდეგ რაც პოპაი ამისთვის გაასამართლეს, მან აღიარა 300 მკვლელობა და ის რომ მის ქვეშევრდომებს კიდევ 3000 ადამიანის მოკვლის ბრძანება ჰქონდათ გაცემული. პოპაიმ ჟურნალ Bocas-თან ინტერვიუში თქვა: „ავტობუსის მძღოლის მოკვლაც კი მომიწია. ამ ავტობუსში პაბლო ესკობარის მეგობრის დედა იჯდა, რომელიც გადმოვიდა, ბორბლების ქვეშ ჩავარდა და გარდაიცვალა. მისმა შვილმა პაბლო ესკობარს სთხოვა შურისძიებაში დახმარება. “მძღოლი ვიპოვე და მოვკალი., მე ვერაფერს ვგრძნობდი, ეს მხოლოდ შეკვეთა იყო." აღიარა პოპაიმ. 1992 წელს პოპაის მიესაჯა 52 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ მიუხედავად მისი განსაცვიფრებელი ჩანაწერისა, ის 2014 წელს გაათავისუფლეს.

3. რობინ ჰუდს იმიჯი

წარმოუდგენელია, რომ მიუხედავად მისი სისხლიანი ტერორისა, უბრალო ხალხი ესკობარს რობინ ჰუდად თვლიდა. მან ააშენა სკოლები და სპორტული მოედნები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დიდი თანხები შესწირა ქველმოქმედებას, დააფინანსა ხალხის მკურნალობა და ააშენა სახლები ღარიბებისთვის. მისი მეზობლები „ბარიო პაბლო ესკობარის“ სახელით გახდნენ ცნობილი, ეს კვარტალი არსებობს და ამ 2800 სახლში 12 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამ კვარტლების შესასვლელთან კი პლაკატებია გამოსახული ნარკობარონის გამოსახულებით და წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Barrio Pablo Escobar-ში. " ხავიერ პენამ, DEA-ს ყოფილმა აგენტმა, რომელიც თვალყურს ადევნებდა ესკობარს, თქვა: ”ხალხს ის უყვარდა და ეს ხშირად გვაბრკოლებდა გზაზე. კოლუმბიაში ბევრი მას თითქმის ღმერთად თვლიდა, მაგრამ ის მხოლოდ ოსტატი მანიპულატორი იყო.image

4. მედელინი - კოლუმბიის მკვლელობის დედაქალაქი

1989 წელს მედელინს ჰქონდა მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კოლუმბიაში. სულ რაღაც ერთ წელიწადში ორმილიონიან ქალაქში 2600-ზე მეტი ადამიანი სასტიკად მოკლეს. ჩარლზ ენტონი გილესპის თქმით, რომელიც იყო აშშ-ს ელჩი კოლუმბიაში 1985 წლიდან 1988 წლამდე, თქვა, რომ ქალაქი ნარკოიმპერიის სრული კონტროლის ქვეშ იყო და ყოველდღიურად ხდებოდა მკვლელობები. მან ასევე აღნიშნა, რომ კოლუმბიაში არსებობდა მკვლელების მთელი სოციალური კლასი, რომლებსაც სიკარიას უწოდებდნენ (ესპანურად „მკვლელები“). ესენი იყვნენ ბავშვები, ხშირად ქუჩაში გაზრდილი, რომლებიც ძირითადად პატარა ბანდებში იზრდებოდნენ, სადაც ადამიანების მოკვლას ასწავლიდნენ. შემდეგ თითოეულ ასეთ ბავშვს გამოცდა ჰქონდათ. მათ იარაღს აძლევდნენ, მოტოციკლის უკანა სავარძელზე სვამდნენ და ქალაქის ქუჩებში აგზავნიდნენ. გამოცდის არსი ის იყო, რომ მოტოციკლი მანქანის გვერდით უნდა გაჩერებულიყო და ახალგაზრდა მკვლელს ფანჯრიდან უნდა ესროლა მძღოლისთვის ან მგზავრისთვის.


5. თვითმფრინავის ბორტზე 107 ადამიანის სიკვდილი

1989 წელს 101 მგზავრი და ექვსკაციანი ეკიპაჟი დაიღუპა Avianca Flight 203-ზე ბოგოტადან კალიში მიმავალი აფეთქების შედეგად. Boeing 727 ჩამოვარდა ბოგოტას მახლობლად, რაც ყველაზე სასიკვდილო დანაშაული იყო კოლუმბიაში ათწლეულების განმავლობაში. ესკობარმა ეს თავდასხმა საპრეზიდენტო კანდიდატი სეზარ გავრია ტრუხილიოს მოსაკლავად განახორციელა. თუმცა ტრუხილიომ ფრენა ბოლო მომენტში გააუქმა და საბოლოოდ კოლუმბიის პრეზიდენტი გახდა. აფეთქებას ასევე მოჰყვა ორი ამერიკელის სიკვდილი, რის გამოც ბუშის ადმინისტრაციამ ესკობარზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო.


6. ბავშვების სიკვდილი

1993 წლის დასაწყისში პაბლო ესკობარის მეორე აფეთქებამ შეიწირა 20 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი და დაშავდა დაახლოებით 70 სხვა მსხვერპლი. პიკის საათში ჩრდილოეთ ბოგოტაში სავაჭრო ზონაში, წიგნის მაღაზიის მახლობლად, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები სასკოლო ნივთებს ყიდულობდნენ, 100 კგ დინამიტით სავსე მანქანა აფეთქდა. ესკობარმა, რომელიც იმ დროს გაქცეული იყო, გააფრთხილა კოლუმბიის მთავრობა, რომ გამოიწვევდა მასობრივ პანიკას, თუ მას არ მიანიჭებდნენ იმავე პოლიტიკურ უფლებებს, რაც ქვეყნის "მემარცხენე" პარტიზანებს. პრეზიდენტმა სეზარ გავრია ტრუხილიომ თავდასხმის შესახებ განაცხადა: „დაზვერვის ინფორმაცია მიუთითებს, რომ ნარკოტერორისტი პაბლო ესკობარი და მისი მკვლელების ორგანიზაციის წევრები პასუხისმგებელნი არიან ამ საშინელ აქტზე“.

7. ახალგაზრდა გოგონები

1976 წელს, სანამ კარტელში „კარიერას“ დაიწყებდა, 26 წლის პაბლო ესკობარმა ცოლად მოიყვანა 15 წლის მარია ვიქტორია ენეო. მიუხედავდ ოჯახსა, ესკობარს ახალგაზრდა გოგონებსადმი გატაცება არასოდეს დაუტოვებია. არასრულწლოვან გოგოებს ღარიბი უბნებიდან ქუჩებში აგროვებდა მისი ხალხის ჯგუფი, სახელად Los Senuelos, შემდეგ კი მიჰყავდათ წვეულებებზე. კოლუმბიურმა ჟურნალმა Semana-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ესკობარის ერთ-ერთი გარყვნილი ორგიის შემდეგ, პოლიციამ 24 ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვა, რომელთაგან ყველაზე უფროსი 19 წლის იყო. 1991 წელს მან ააშენა თავისი პირადი ძვირადღირებული ციხე, La Catedral, სადაც ხელისუფლებასთან შეთანხმებით შეეძლო სასჯელის მოხდა ჩაბარების შემდეგ. თუმცა, ის განაგრძობდა უკანონო საქმიანობას. კოლუმბიის პოლიციასაც კი არ უშვებდნენ La Catedral-თან 5 კილომეტრზე უფრო ახლოს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესკობარი აგრძელებდა ახალგაზრდა გოგონების შეყვანას თავის მდიდრულ ციხეში.

8. მისმა იჯახმა ჯოჯოხეთი გამოიარა

ესკობარის გარდაცვალების შემდეგაც კი, მისი ცოლი და ვაჟი არგენტინაში გადასახლდნენ, სადაც ისინი ემიგრაციაში ცხოვრობდნენ. მისმა მეუღლემ მარია გენაომ შეიცვალა სახელი და მარია სანტოს კაბალიერო დაირქვა ხოლო მისი ვაჟი ხუან პაბლო გახდა ხუან სებასტიან მაროკინ სანტოსი. 2000 წელს ისინი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა მტკიცებულებების არქონის გამო მალევე გაათავისუფლეს. ესკობარის მეუღლემ თქვა: „არგენტინაში პატიმარი ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ კოლუმბიელი ვარ. მათ სურთ პაბლო ესკობარის აჩრდილთან ბრძოლა, მხოლოდ იმის დასანახად, რომ არგენტინა ებრძვის ნარკოვაჭრობას.

9. მთავრობის მოსყიდვა

ესკობარის იმდენად ეშინოდათ, რომ ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსების, თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების მოსყიდვაც კი შეძლო. მისი დევიზი იყო ფრაზა "Plata o plomo", რაც ნიშნავს "ვერცხლს ან ტყვიას" - მინიშნება იმაზე, რომ ვისაც ფულით ვერ “იყიდდა" მოკლავდნენ. მარკ ბოუდენი, ავტორი წიგნის Killing Pablo: The Hunt for the World's Greatest Criminal, წერდა, რომ 1976-1980 წლებში საბანკო დეპოზიტები კოლუმბიის ოთხ დიდ ქალაქში გაორმაგდა. იმდენი არალეგალური ამერიკული დოლარი იღვრებოდა ქვეყანაში, რომ ქვეყნის ელიტამ დაიწყო გზების ძებნა, რათა კანონის დარღვევის გარეშე მიეღო მისი წილი. პრეზიდენტ ალფონსო ლოპეს მიკელსენის ადმინისტრაციამ დაუშვა პრაქტიკა, რომელსაც ცენტრალური ბანკი უწოდებდა "გვერდითი ფანჯრის გახსნას". იგი მოიცავდა შეუზღუდავი რაოდენობის დოლარის კოლუმბიურ პესოში გადაქცევას.

10. ძმის ღალატი

ესკობარის საკუთარი ძმა, ყოფილი ბუღალტერი რობერტო ესკობარი, ფაქტობრივად მონაწილეობდა ესკობარის მკვლელობაში. ხუან სებასტიან მაროკინ სანტოსი, პაბლოს ვაჟი, თავის წიგნში “პაბლო ესკობარი: მამაჩემი" წერდა: „ბიძაჩემი რობერტო ესკობარი იყო DEA-ს ოფიციალური ინფორმატორი და აქტიურად ეხმარებოდა პაბლოს მტრებს. და ეს გააკეთა არა მხოლოდ რობერტომ, არამედ მისმა ძმებმა, დებმა და საკუთარმა დედამ. არ ვამაყობ ამ ამბით, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ასე იყო. Los PEPES გასამხედროებულმა ჯგუფმა, კალი კარტელმა, აშშ-სა და კოლუმბიის მთავრობებმა და რობერტომ საბოლოოდ მოახერხეს მედელინის კარტელის გაყოფა და ესკობართან ყველაზე ახლოს მყოფები თავის მტრებად აქცია. 1993 წლის 2 დეკემბერს, ესკობარის 16 თვიანი თვალთვალის შემდეგ, მას სატელეფონო ზარით მიაკვლიეს (მან დაურეკა შვილს) და დახვრიტეს მედელინის სახლის სახურავზე. 25000-ზე მეტმა ადგილობრივმა პაბლოს დაკრძალვის მსვლელობა გამართა. მისი გარდაცვალების შემდეგ, New York Daily News იტყობინება, რომ "ადგილობრივი მოსახლეობა ტიროდა და გლოვობდა ნარკობარონის სიკვდილის გამო, რომელიც ღარიბების მხსნელად იყო მიჩნეული".

2
357
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
357
  
2023, 19 მაისი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 მაისი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2