x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რატომ უნდა ვერიდოთ ღია დახლებზე ყველის შეძენას
imageგა­და­ღე­ბუ­ლიადე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში


ყვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბის კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ქარ­თვე­ლებს მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ და ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რა­დაც მო­იხ­მა­რენ. ყვე­ლის მი­მართ გა­მორ­ჩე­ულ სიყ­ვა­რულს ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტიც, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლის სა­ხე­ო­ბა­თა დიდი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა. ქარ­თუ­ლი ყვე­ლის რუ­კა­ზე 60-მდე სა­ხე­ო­ბის ყვე­ლია.


ყვე­ლის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­ზარ­ზე მისი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია. თუმ­ცა წარ­მო­ე­ბის ხან­გრძლი­ვი ტრა­დი­ცი­ი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აქ­ტუ­ა­ლუ­რია ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა და მომ­ხმა­რე­ბელს ყვე­ლის შე­ძე­ნი­სას დიდი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს. ამ სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ ყვე­ლის წარ­მო­ე­ბის სტან­დარ­ტი დე­ტა­ლუ­რად შეგ­ვეს­წავ­ლა და მკი­თხვე­ლიც გაგ­ვერ­კვია ამ სა­კი­თხში.


21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თუ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა გან­ვი­თა­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ დო­ნე­ზეა, სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ იწარ­მო­ე­ბა არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას პრობ­ლე­მებს უქ­მნის. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, თუმ­ცა ის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რი და სრუ­ლი­ად მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი სა­კი­თხია. ზო­გა­დად, ოჯახ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი ბევრ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ტია, თუმ­ცა იქ ხა­რის­ხის სა­კი­თხი არ დგას. ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში წარ­მო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი მოქ­მე­დებს. მყიდ­ველს ეჭვი არ ეპა­რე­ბა, რომ ყვე­ლი შე­იძ­ლე­ბა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს. იგი ყვე­ლის შერ­ჩე­ვის დროს ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­კი­თხებს, თუ რო­მელ ბა­ლახს ჭამს პი­რუ­ტყვი ფერ­მა­ში, ეკო­ლო­გი­უ­რად რამ­დე­ნად სუფ­თა გა­რე­მო­ში მდე­ბა­რე­ობს ფერ­მა, დრო­ის რა პე­რი­ოდს ატა­რებს თა­ვი­სუ­ფალ ბა­ლა­ხო­ბა­ში, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თუ არა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი მათი მოვ­ლის პრო­ცეს­ში და ასე შემ­დეგ. სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბა­დი და ეკო­ნო­მი­კუ­რად და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ქვე­ყა­ნაა, მომ­ხმა­რებ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა არ არის იმ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ ასეთ სა­კი­თხებ­ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოს. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­ი­ღოს სუფ­თა პრო­დუქ­ტი, რომ­ლის წარ­მო­ე­ბის დრო­საც სტან­დარ­ტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლია.


imageგა­და­ღე­ბუ­ლია თბი­ლის­ში


სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ყვე­ლი იყი­დე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყველ­გან, მათ შო­რის, ბაზ­რებ­ში, ქუ­ჩებ­ში გარე მო­ვაჭ­რე­ებ­თან, უბ­ნის პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ებ­ში, სოფ­ლებ­ში პირ­და­პირ სახ­ლი­დან და ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში. გა­ყიდ­ვის ობი­ექ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლის ხა­რის­ხი და წარ­მო­ე­ბის სტან­დარ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს, თუ რო­გორ იწარ­მო­ე­ბა და რო­გორ ინა­ხე­ბა ყვე­ლი, რო­მე­ლიც ღია სივ­რცე­ებ­ში დახ­ლებ­ზე ან პირ­და­პირ სახ­ლე­ბი­დან იყი­დე­ბა, მას მა­ინც უამ­რა­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. ამ დროს მომ­ხმა­რებ­ლის არ­ჩე­ვანს რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი გა­ნა­პი­რო­ბებს. ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის ით­ვა­ლის­წი­ნებს ფასს და „თვალს ხუ­ჭავს“ წარ­მო­ე­ბის დროს არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე. ამ კა­ტე­გო­რი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჰყავს თა­ვი­სი „სან­დო“ ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­გა­ნაც რე­გუ­ლა­რუ­ლად ყი­დუ­ლობს ყველს მი­სა­ღებ ფა­სად, უმე­ტე­სად ბაზ­რებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტი არ არის ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი, არ იცის, რა პი­რო­ბებ­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი და რო­გო­რი რძით, შე­სა­ბა­მი­სად, ის გა­ურ­კვე­ვე­ლი ხა­რის­ხი­საა, მა­ინც ყი­დუ­ლობს, რად­გან ქარ­ხნულ, ხა­რის­ხი­ან ყველ­თან შე­და­რე­ბით ოჯახ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი უფრო ბი­უ­ჯე­ტუ­რი პრო­დუქ­ტია.


პრობ­ლე­მა უფრო დე­ტა­ლუ­რად რომ გან­ვი­ხი­ლოთ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, თუმ­ცა აღ­სრუ­ლე­ბი­სა და კონ­ტრო­ლის სა­კი­თხი ძა­ლი­ან და­ბალ დო­ნე­ზეა. ჯერ კი­დევ 2015 წლის 1-ელი აგ­ვის­ტო­დან ქვე­ყა­ნა­ში რძი­სა და რძის ნა­წარ­მის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი ამოქ­მედ­და. მის თა­ნახ­მად, ეტი­კეტ­ზე პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბას­თან ერ­თად მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს მწარ­მო­ებ­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბი (და­სა­ხე­ლე­ბა, მი­სა­მარ­თი, სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კოდი, სა­წარ­მოს აღი­ა­რე­ბის ნო­მე­რი), პრო­დუქ­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა, სტან­დარ­ტის ნო­მე­რი, დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა, შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100 გრ პრო­დუქ­ტში და მასა. თუმ­ცა რძის ნა­წარ­მის და გან­სა­კუთ­რე­ბით, ყვე­ლის ეტი­კე­ტი­რე­ბა აგ­რა­რულ ბაზ­რებ­ში მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა.


ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბის მიერ ოჯახ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი ყო­ველ­გვა­რი შე­ფუთ­ვის, ეტი­კე­ტის, პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე იყი­დე­ბა. არა­ვინ იცის, რამ­დენ დღეს ატა­რებს ის ბაზ­რის დახლზე, რა პი­რო­ბებ­ში და რა ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ინა­ხე­ბა... ისიც კი გა­უ­გე­ბა­რია, თუ რო­გო­რი რძით და რა პი­რო­ბებ­ში არის პრო­დუქ­ტი დამ­ზა­დე­ბუ­ლი. დიახ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გლეხ­სა თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მწარ­მო­ე­ბელს გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს მთა­ვა­რი - პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი, რო­მელ­მაც ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას.


ყვე­ლის ხა­რისხზე სა­უბ­რის დროს ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა გილ­დი­ის თავ­მჯდო­მა­რე ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლის ხა­რის­ხის ზრდა დიდ წი­ლად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ფერ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.


image


„ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ფერ­მა, რო­დე­საც აღ­რი­ცხუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი ცხო­ვე­ლი, ყვე­ლა მათ­განს თა­ვი­სი მი­საბ­მე­ლი, სათ­ლი, ტილო აქვს. ვე­ტე­რი­ნა­რია მა­ღალ დო­ნე­ზეა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ვე­ტე­რი­ნა­რი აკ­ვირ­დე­ბა თი­თო­ე­ულ ცხო­ველს, კვე­ბის რა­ცი­ონ­საც ის გან­სა­ზღვრავს, რო­დე­საც სა­ქო­ნე­ლი ნა­ხირ­ში არაა გაშ­ვე­ბუ­ლი. თუ ეს პრო­ცე­სი არ გან­ვი­თარ­და, ნედ­ლი რძე და ხა­რის­ხი­ა­ნი რძის ნა­წარ­მი, მათ შო­რის, ყვე­ლი არ გვექ­ნე­ბა. მე­ო­რე მხა­რეს კი გვყავს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე­ე­ბი. მე მათი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ მათს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა არ ხდე­ბა. რო­დე­საც გლე­ხის წარ­მო­ე­ბულ ყველს ვყი­დუ­ლობთ, არ ვი­ცით, წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში და­ცუ­ლი იყო თუ არა ჰი­გი­ე­ნის სტან­დარ­ტე­ბი. არ ვი­ცით, რამ­დენ ხან­ში ერთხელ ამოწ­მებს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გლე­ხი რძეს ან სა­ერ­თოდ, ამოწ­მებს თუ არა. რო­დე­საც არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს გლე­ხის დამ­ზა­დე­ბულ­სა და ინ­დუსტრი­ულ ყველს შო­რის, მე შე­იძ­ლე­ბა გლე­ხის ავირ­ჩიო, მაგ­რამ ამ დროს უნდა ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დე, რომ ამ ყველ­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე შე­იძ­ლე­ბა არ იყოს. ეს ხარ­ვე­ზე­ბი ინ­დუსტრი­ულ ყველ­ში არ გვხვდე­ბა, “ - აცხა­დებს ანა მი­ქა­ძე-ჩიკ­ვა­ი­ძე.


ეს არის პრობ­ლე­მა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლამ იცის, თუმ­ცა მას სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. რო­დე­საც სა­ქონ­ლის, რძი­სა და ყვე­ლის ხა­რისხზე გლე­ხებ­თან სა­უ­ბა­რი იწყე­ბა, ისი­ნი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ხდე­ბი­ან და ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ იჩაგ­რე­ბი­ან, თუმ­ცა ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა. ოჯახ­ში არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, რად­გან ის ბევრ ნაწ­ლა­ვურ ჩხირს შე­ი­ცავს. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი შე­ი­ძი­ნოთ. არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლი იმ და­ა­ვა­დე­ბას შე­ი­ცავს, რაც შე­საძ­ლოა სა­ქო­ნელს ჰქონ­დეს.


კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა აღ­დგე­ნი­ლი რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი „ყვე­ლია“, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ყვე­ლი არაა. ეს პრო­დუქ­ტი მშრა­ლი რძის აღ­დგე­ნი­თა და მას­ზე მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის და­მა­ტე­ბით მზად­დე­ბა. ნამ­დვი­ლი ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა კი მხო­ლოდ საღი რძით ხდე­ბა. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძა­ლუ­ლია აღ­დგე­ნი­ლი რძით დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქტზე „ყვე­ლის“ და­წე­რა. ამ მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა შე­ფუ­თულ პრო­დუქტზე მეტ-ნაკ­ლე­ბად კი ხდე­ბა, მაგ­რამ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლის დიდი ნა­წი­ლი შე­უ­ფუ­თა­ვი და არა­ე­ტი­კე­ტი­რე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, მას­ზე არ არ­სე­ბობს მი­თი­თე­ბა ნამ­დვი­ლი ყვე­ლია თუ აღ­დგე­ნი­ლი რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. ეს კი კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვაა და ამ შემ­თხვე­ვა­შიც აღ­სრუ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის სა­კი­თხის გაძ­ლი­ე­რე­ბაა სა­ჭი­რო.


რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლის უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბაა და მათი ნა­წი­ლი უშუ­ა­ლოდ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია. მა­გა­ლი­თად, ასე­თია სულ­გუ­ნი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტია. მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­ით შე­იძ­ლე­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­შიც დამ­ზად­დეს ყვე­ლი, მაგ­რამ აკ­რძა­ლუ­ლია მის ეტი­კეტ­ზე „სულ­გუ­ნის“ და­წე­რა. და­ცუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­ნიშ­ვნით „სულ­გუ­ნი“ იწარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მის და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რძის წარ­მო­შო­ბის ქვე­ყა­ნა უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლო. ეს სა­კი­თხი „გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის აღ­ნიშ­ვნა“ სტან­დარ­ტით რე­გუ­ლირ­დე­ბა. გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის აღ­ნიშ­ვნა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ პრო­დუქტს აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და ის ნიშ­ნავს, რომ ესა თუ ის პრო­დუქ­ტი კონ­კრე­ტულ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ზე უნდა იყოს წარ­მო­ე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, და­ცუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ყველ ფე­ტა­საც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ფეტა შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს მხო­ლოდ სა­ბერ­ძნეთ­ში ცხვრის ან თხის რძის­გან დამ­ზა­დე­ბულ ყველს.


ასეთ არას­ტა­ბი­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­ულ­მა მწარ­მო­ე­ბელ­მა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ის თუ ინ­დუსტრი­უ­ლი, ასე­ვე მომ­ხმა­რე­ბელ­მა სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს. მომ­ხმა­რებ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ კონ­ტრო­ლის კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს, აგ­რა­რულ ბაზ­რებ­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი ყვე­ლი არ შე­ი­ძი­ნოს, თუ ის შე­ფუ­თუ­ლი და ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი არ არის. არ­ჩე­ვა­ნის დროს კი უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭოს ინ­დუსტრი­ულ ყველს, რომ­ლის წარ­მო­ე­ბის დრო­საც სტან­დარ­ტებს იცა­ვენ. სტან­დარ­ტე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე დაც­ვა კი სა­ი­მე­დო და მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სა­წარ­მო­ებ­ში ხდე­ბა. სან­დო ბრენ­დი ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის გა­რან­ტი­აა.




0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0