x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
დაწყევლილი მაგიდის საიდუმლო, რომელმაც 17 ადამიანი შეიწირა
image

როდის შეიძლება ეწოდოს ნივთს დაწყევლილი? როგორც წესი, მას ასე ეძახიან, თუ მის გარშემო უცნაური რამეები ხდება, რომელიც ყოველგვარ ახსნას ეწინააღმდეგება. ან მის გარშემო ხდება იდუმალებით მოსილი ინციდენტები, რომლებიც სცილდება უბრალო დამთხვევებს.




მიუხედავად იმისა, ბევრს სჯერა, რომ წყევლას ძალა აქვს, რომელსაც შეუძლია უბედურება მოიტანოს.


ყოველივე ამის შემდეგ, მსოფლიოში ბევრი რამ არსებობს, რასაც ცრუმორწმუნეები დაწყევლილებად თვლიან.



ერთ-ერთი ასეთია "ბლექ ჯეკი", კაფე The Delta Saloon -ში ვირჯინია-სიტიში(ნევადას შტატი) უძველესი მაგიდა, რომელსაც ამჟამად მხოლოდ ექსპონატის როლი აქვს. იმისთვის, რომ მნახველები შემთხვევით არ შეეხონ მას და არ დაიწყევლონ, ირგვლივ ღობეა შემოვლებული, ხოლო მაგიდა მინის გუმბათითაა გადახურული.


ის დაახლოებით 1850 წელს გაკეთდა და თავდაპირველად კაზინო "Faro"-ში იდგა. იქ მაგიდამ მოიპოვა უიღბლობის რეპუტაცია. ფაქტია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაჯდებოდა მასზე, ის ნამდვილად დაკარგავდა მთელ ფულს, ამიტომ მოთამაშეები ეროდებოდნენ ამ მაგიდას და მფლობელს მოუწია მისი გაყიდვა.


1860 წელს, მყიდველმა, ცნობილმა "ბლექ ჯეკმა" იგი ვირჯინია-სიტიში წაიღო და თავის სახლში დადგა, ზოგჯერ იწვევდა მეგობრებს პოკერის სათამაშოდ. ერთი წლის შემდეგ მან წააგო ყველაფერი, რაც ჰქონდა, მეორე დღეს კი მკვდარი იპოვეს მაგიდასთან. მამაკაცმა თავი მოიკლა.


მორიგი მსხვერპლი გახდა დევიდ ლიბსი, ეს იყო კაცი, რომელმაც "ბლექ ჯეკს' მოუგო და გააკოტრა. მაგრამ როგორც კი კაცმა მაგიდა თავის სახლში გადაიტანა, უბედურება დაიწყო მის ოჯახშიც.


ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 1863 წელს ამ მაგიდასთან 5 კაციანი მთელი ოჯახი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც სასამართლო ექსპერტები დაადგენენ, მათი გარდაცვალების მიზეზი ციანიდი გახდა.



მაგიდის შემდეგი მფლობელი, რომლის სახელიც არ არის შემონახული, ასევე ძალიან იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა. ის, ისევე როგორც „ბლექ ჯეკი“, მას მეგობრებთან სათამაშოდ იყენებდა. და ყველაფერი დაახლოებით ასევე დასრულდა...


image


1871 წელს მაგიდა "The Delta Saloon"-ის მფლობელმა იყიდა. მან ის დაწესებულების კუთხეში დაამონტაჟა, რითაც ვიზიტორებს მასზე ბანქოს თამაშის საშუალება ეძლეოდათ. წყევლამაც არ დააყოვნა.


მაგიდის მორიგი მსხვერპლი ჩარლი სტოკტონი გახდა, რომელმაც ერთ საღამოში 70000 $ დაკარგა. ამის შემდეგ მან ბუდიდან პისტოლეტი ამოიღო და თავში ისროლა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამ სიკვდილს კიდევ რამდენიმე უბედური შემთხვევა მოჰყვა. ხალხს მაგიდის შეეშინდა და პატრონს მისი სარდაფში გადატანა მოუწია. ამის მერე მაგიდა კარგა 70 წლით მიივიწყეს.

image

ბოლო მსხვერპლი 1989 წელს The Delta Saloon-ის ახალი მფლობელი, ჯორჯ გრაისი გახდა რომელმაც შენიშნა ლამაზად მოჩუქურთმებული მაგიდა, რომელიც სარდაფში უმაქნისად იდო. მეპატრონემ მაგიდის წარსული არ იცოდა, ამიტომ ისევ სალონში დააბრუნა.


ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა კაცი, სახელად სკოტ ჯონსონი. მან დაწესებულების მეპატრონე სათამაშოდ, ისინი მთელი ღამე თამაშობდნენ. დილით აღმოჩნდა, რომ გრაისმა წააგო აბსოლუტურად ყველაფერი: სახლი, სალონი და რამდენიმე ცხენი. მას შემდეგ, რაც გახარებული ჯონსონი თავისი ახალი, მოგებული სალონის ზღურბლს გარეთ გავიდა, გასროლის ხმა გაიგონა. ყოფილმა მფლობელმა თავი მოიკლა.


როგორც ამბობენ, ამ მაგიდასთან ბევრი თამაშობდა. ვიღაცა იგებდა, ვიღაცა აგებდა, მაგრამ თითქმის ყველა ამბობდა, რომ ღაღაც უცნაური განცდა ჰქონდათ, რომ თითქოს მაგიდასთან ვიღაც სხვა იჯდა - უჩინარი მოთამაშე, რომელიც ერთს ეხმარებოდა, მეორეს ხელს უშლიდა.

image

ასეა თუ ისე, ახლა ეს მაგიდა ახლა ნამდვილი რელიქვიაა, რომლის სანახავად მთელი ამერიკიდან ჩამოდიან. და ვინ იცის, იქნებ მაგიდის ძველი პატრონების აჩრდილები ისევ იქ სხედან და ელიან გაბედულს, რომელიც სიცოცხლის რისკის ფასად გაბედავს მათთან თამაშს...

0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0