x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
12 საცურაო კოსტიუმი ცნობილი ფილმებიდან, რომლებიც მაყურებელს სიუჟეტზე მეტად დაამახსოვრდა

image

საკულტო კაბების გარდა მაყურებლის მახვილ თვალს არც სხვა სამოსი რჩება უყურადღებოდ. წარმოგიდგენთ საცურაო კოსტიუებს ცნობილი ფილმებიდან, რომლებმაც მაყურებლის გულები მოიგეს:

1. ალექსანდრა დადარიო- “მალიბუს მაშველები"

ფილმში, რომელიც დაფუძნებულია საკულტო მაშველების სერიალზე, მსახიობს აცვია საცურაო კოსტუმი, რომელიც ერთგვარ პატივს მიაგებს პამელა ანდერსონისა და კარმენ ელექტრას ორიგინალურ კოსტიუმებს. მისი მთავარი განსხვავება ისაა, რომ დადარიოს კოსტიუმს ელვა-შესაკრავი აქვს. გოგონამ აღნიშნა, რომ ჩაცმულობაში თავს შესანიშნავად გრძნობდა და საკუთარი თავის განსხვავებული ვერსია იყო.image

2. ქეით აპტონი- “სხვა ქალი"

სიუჟეტის მიხედვით, ცოლი და საყვარელი სხვა მეტოქის პოვნას ცდილობენ. სანაპიროზე მათ შენიშნეს ახალგაზრდა ქერა ქალი და ხუმრობენ, რომ მისი ბიკინი შეკვეთითაა შეკერილი, რადგან ძალიან იდეალურად ჯდება. თავად ქეითმა აღიარა, რომ საცურაო კოსტუმში თავს არაკომფორტულად გრძნობდა და კოლეგების მხარდაჭერა ძალიან დაეხმარა.image

3. სირშა რონანი- “ბრუკლინი"

მსახიობი ფილმში "ბრუკლინი" მწვანე რეტრო საცურაო კოსტუმში გამოჩნდა. 50-იან წლებში ასეთი მოდელი უკვე გამომწვევად ითვლებოდა, ყოველ შემთხვევაში, ბრუკლინში. იმდროინდელი ჟურნალების გარეკანებზე უფრო დახურული კოსტიუმები იბეჭდებოდა. ამერიკიდან ირლანდიაში დაბრუნებულმა გმირმა ასევე შთაბეჭდილება მოახდინა მეგობრებზე თავისი თამამი არჩევანით.image

4. დაკოტა ჯონსონი- “დიდი შხეფი"

ფილმში მსახიობს არაერთი ნათელი და საინტერესო საცურაო კოსტუმი აცვია. ერთ-ერთი მათგანია უბრალო ლურჯი ბიკინი ჟოლოსფერი ნიმუშით. Dior-ის კრეატიულმა დირექტორმა, რომელიც კოსტიუმებზე მუშაობდა, თქვა, რომ ფილმიდან თითოეული სურათი ყურადღებით იყო განხილული. ყველა მათგანს უნდა შეექმნა მაყურებლისთვის განცდა, რომ ისინი გმირებთან ერთად სადღაც სანაპიროზე არიან.image

5. ჯენიფერ ენისტონი- “თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ"

ფილმში ენისტონის გმირი 2 შვილის დედაა, იგი მიჩვეულია მოკრძალებულად ჩაცმას, ამიტომ ვარდისფერი ბიკინის გამოჩენა მისთვის სერიოზული ნაბიჯია. სცენაში სხვა გმირები აღფრთოვანებული არიან მისი ფიზიკური ფორმით. თავად მსახიობმა აღნიშნა, რომ 80 წლის ასაკში სიამოვნებით ჩაიცვამს ბიკინს.image

6. ტარა რიდი- “დიდი ლებოვსკი"

ბანიმ მაყურებელს ნეონის მწვანე საცურაო კოსტუმით დაამახსოვრა თავი. სხვათა შორის, ისეთმა კინოვარსკვლავებმა, როგორებიც არიან შარლიზ ტერონი და ლივ ტაილერი, ტროფეის ცოლის როლზე გაიარეს ქასთინგი. ამიტომ, მსახიობ ტარა რიდისთვის ფილმი "დიდი ლებოვსკი" მართლაც გარდამტეხი მომენტი იყო მის კარიერაში.image

7. მიშელ თრახენბერგი- “ევროტური"

მსახიობის თქმით, ეს მისი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ეკრანზე გამოჩენა საცურაო კოსტიუმით მოუწია და ამის გამო ძალიან ნერვიულობდა.image

8. ანა ფერისი- “ბიჭებს ეს მოსწონთ"

მსახიობმა აღნიშნა, რომ მის პერსონაჟს 72 “ლუქი" ჰქონდა. მას მუდმივად უწევდა მაღალი ქუსლებით სიარული. ფერისის თქმით ამ ფილმში მონაწილეობამ თავად უფრო თამამი გახადა და კომფორტის ზონიდან გამოიყვანა.image

9. ჯენიფერ კულიჯი- “თეთრი ლოტოსი"

მსახიობმა ჯენიფერ კულიჯმა აღიარა, რომ წონის მატების გამო როლზე უარის თქმა სურდა. ქალის თქმით, ის ტკბილეულზე იყო დამოკიდებული, ამიტომ სცენაზე თავს დაუცველად გრძნობდა. image

10. დაკოტა ჯონსონი- “უკანონო ქალიშვილი"

ფილმში ბევრი სცენაა სანაპიროზე. დაკოტას გმირი რეგულარულად იცვლის საცურაო კოსტუმებს, მაგრამ ოქროსფერი კოსტუმი ღია მუცლით აშკარად ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მათგან. კინორეჟისორები აღიარებენ, რომ გოგონა ოდნავ არაპრაქტიკულად იყოჩაცმული. მაგრამ ამას მიზეზი ჰქონდა: ნინას კაშკაშა საცურაო კოსტიუმები კონტრასტში უნდა ყოფილიყო ფილმის მთავარი გმირის, ლედას მშვიდ ჩაცმულობასთან.image

11. ჯენიფერ ლოურენსი- “მგზავრები"

ფილმში ლოურენსი გამოჩნდა ფუტურისტულ თეთრ საცურაო კოსტუმში, რომელიც შესანიშნავად უსვამს ხაზს ფილმის ატმოსფეროს. უფრო მეტიც, ამ მოდელის შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით.
image

12. სელმა ჰაიეკი- “მზის ჩასვლიდან განთიადამდე"

მსახიობმა ვამპირის როლი შეასრულა თრილერში “მზის ჩასვლიდან განთიადამდე". მისი ცეკვა გველებთან ავთენტურ ბიკინში საკულტო გახდა. ჰაიეკის კოსტუმი საკმაოდ გამომწვევი იყო -რაც არ არის იშვიათი მე-20 საუკუნის ფილმებისთვისაც კი.image








0
669
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
669
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0