x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ანდრეი ჩიკატილოზე
image

ანდრეი ჩიკატილოს სახელი რომ უკვე საყოველთაოდ ცნობილია, ეს უკვე სიახლეს არ წარმოადგენს, მეტიც, მისი სახელი, საზოგადოდ მანიაკი-მკვლელის და პედოფილის სინონიმადაც კი იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მის შემდეგ არანაკლებ "პროდუქტიული" მიმდევრები გამოჩდნენ.


ქვემოთ შემოგთავაზებთ საბჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი მანიაკის შესახებ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს



განათლება



ძალიან ხშირად მანიაკებს თვლიან გაუნათლებლებად;განუვითარებლებს, წამოსულებს დაბალი სოციალური ფენიდან, რადგან მიაჩნდათ, რომ განათლებულ ადამიანს არ შეუძლია ასეთი რამის გაკეთება. ეს მითი უკიდურესად მცდარია და რაც უფრო დახვეწილია დანაშაული, უფრო სავარაუდოა, რომ იგი ჩადენილია ძალზე ჭკვიანი ადამიანის მიერ.

image

ჩიკატილო დიდად ერუდირებული იყო, კარგად ერკვეოდა ისტორიასა და ლიტერატურაში. 1954 წელს სცადა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება, !955 დაამთავრა კავშირგაბმულობის სკოლა, შემდეგ მომავალი მანიაკი ჯარამდე ორი წლის განმავლობაში სწავლობდა მოსკოვის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტში. დაუსწრებლად დაამთავრა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, ხოლო 1970 წელს ასევე დაისწრებლად დაამთავრა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტი. როგორც ხედავთ, მას ტექნიკური და ჰუმანიტარული განათლება ერთდროულად ჰქონდა მიღებული.



სუსტი და ნაზი


ამ მითმა რატომღაც შორის გაიდგა ფესვები, მაგრამ სრულიად მცდარი იყო. მანიაკის მიერ ჩადენილი დანაშაულები საოცარი ძალისხმევით იყო ჩადენილი. ჩიკატილოს სიმაღლე 180 სმ-ი იყო, მას ძლიერი ტორივით ხელები ჰქონდა. შესაძლოა მითი გაჩნდა მოუხერხებელი სიარულის გამო - მას მუხლის სახსრები აწუხებდა. ამას ემატებოდა "ბეჩავი ინტელექტუალის" ზოგადი გარეგნობა -ბეჭებში მოხრილი, სათვალე, შლაპა და ტყავის საქაღალდე.

image

ასევე, ის არ იყო არაკომუნიკაბელური და მოკრძალებული, რადგან მომარაგებაში მუშაობის დროს მას შეეძლო ეშოვნა ყველა საჭირო ნაწილი ან მასალა თავისი საწარმოსთვის საკმაოდ მოკლე დროში. სწორედ მისი კომუნიკაბელურობის გამო იყო სამსახურში ძალიან დაფასებული. და სწორედ ეს თვისებები ეხმარებოდა მანიაკს მსხვერპლებთან კონტაქტის დამყარებაში.



შეჭმული ძმა



ცნობილი ფაქტი, რომელიც ჩიკატილომ სასამართლოზე თქვა: თითქოს მისი ძმა სტიოპა მეზობლებმა შეჭამეს 1930-იან წლებში შიმშილობის დროს. მაგრამ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები, რომ სტეფანი საერთოდ არსებობდა. მათ მოძებნას ცდილობდნენ როგორც საბჭოთა (შემდგომში რუსი), ისე ამერიკელი მკვლევარები და ჟურნალისტები. არსებობს ეჭვი, რომ პატარა ანდრეის დედა აშინებდა, რომ ეზოდან არ გაქცეულიყო. ბიჭი მართლაც ძალიან შეაშინა ამ ამბავმა.

image


ცოლი


გარკვეული მიზეზების გამო, მანიაკის ცოლი, სახელად ფაინა ჩვეულებრივად არის წარმოჩენილი როგორც მშვიდი და წყნარი ქალი, რომელმაც არ იცოდა რას აკეთებდა მისი ქმარი. შეიძლება მართლაც არ იცოდა, მაგრამ მშვიდ ქალს ვერ უწოდებდი. მეზობლები მასზე ლაპარაკობდნენ, როგორც ძალიან მკაცრ და ძალაუფლების მოყვარულ ქალზე, რომელსაც ადვილად შეეძლო ქმარს თსვ დასხმოდა. მაგალითად, როცა სახლში გვიან ბრუნდებოდა.

image



ცნობილი პერანგი


ცნობილი პერანგი წარწერებით "ოლიმპიადა-80" ჩიკატილოს წინასწარი დაკავების საკანში გადასცეს და მასშივე ჩაცმული გადაიღეს სასამართლო სხდომების ქრონიკებისთვის. ეს პერანგი თავისებურად იქცა როგორც ჩიკატოლოს საფირმო ნიშანი, ისევე როგორც ფრედი კრუგერის ზოლიანი სვიტერი. სხვათა შორის, მსგავსი ან იგივე პერანგი ახლა ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. მას ჩვეულებრივ იცვამენ ჰელოუინისა და სხვა თემატური წვეულებისთვის.

image



მოპარული აკუმულატორი


ჩიკატილომ შუა „კარიერის“ პერიოდში მოახერხა თავისთვის ციხის "გაჩალიჩება", მაგრამ არა მკვლელობისთვის. მან 1984 წელს სამსახურიდან აკუმულატორი 7 მეტრი ლინოლეუმი მოიპარა. მას უბრალოდ კომუნისტის უნაკლო რეპუტაცია ჰქონდა და რისთვის სჭირდებოდა ეს სულელური აკუმულატორი? მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს გააკეთდა იმისათვის, რომ თავიდან აცილებინა ეჭვი უფრო საშინელ დანაშაულებზე. ციხემ მას საშუალება მისცა მიყუჩებულიყო და სხვათა შორის, გათავისუფლების შემდეგ მკვლელობები რომ არ გაეგრძელებინა, მას ვერასოდეს დაიჭერდნენ.

image


10 მილიონი მანეთი



ჩიკატილოს ხანგრძლივი ძებნა 1980-იანი წლებიდან მოყოლებული სახელმწიფოს მართლაც რომ ძალიან ძვირი დაუჯდა - 10 მილიონი მანეთი.სხვა ხარჯები რომ არ ჩავთვალოთ, ოპერაცია „ტყის ზოლის“ დროს მილიციელები თუ მორიგე მოხალისე გუშაგები რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა მოედანს, ტყესა და პარკს ჩხრეკდნენ.

image

განსაკუთრებული ცინიზმი იყო ის, რომ ჩიკატილო მოხალისე მორიგე გუშაგების რიგებში გაერთიანდა. მიიღო შესაბამისი საბუთიც, იგი იღებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მიდიოდა გამოძიება.



იმედი ჰქონდა, რომ დახვრეტას სამუდამო პატიმრობით შეუცვლიდნენ



პარადოქსია, მაგრამ სიკვდილით დასჯის წინა დღესაც კი, ჩიკატილო დარწმუნებული იყო, რომ მას ცოცხალს დატოვებდნენ და სამუდამო პატიმრობით შეუცვლიდნენ, რის შემდეგაც შეიძლება შეხებოდა ამნისტია. მან რამდენჯერმე მიმართა პრეზიდენტ ელცინს და მოუთმენლად ელოდა სიკვდილით დასჯის მორატორიუმს, რომელიც უნდა შემოღებულიყო. 1994 წლის 14 თებერვალს ანდრეი ჩიკატილო სიკვდილით დასაჯეს თავში გასროლით. სიკვდილით დასჯის მორატორიუმი კი ძალაში შევიდა 1997 წლის 16 აპრილს.

image

6
509
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
509
  
2023, 25 მაისი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 0:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მაისი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 მაისი, 23:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 19 მაისი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მაისი, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6