x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
15 საიდუმლო აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტების შესახებ, რომლებიც არ გეცოდინებათ

image
დღეს, თანამედროვე სამყაროში რთულია რამის დამალვა, სურვილის შემთხვევაში, თითქმის ყველაფრის გაგებაა შესაძლებელი. თუმცა, იყო დრო, როდესაც გარკვეული პიკანტური დეტალები ყურადღების მიღმა რჩებოდა. წარმოგიდგენთ ფაქტებს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტების შესახებ, რომლებიც საზოგადოებისთვის შეიძლება უცნობი იყოს:

1. ლინდონ ბეინსი და მისი ჯონსონი

ლინდონ ბეინს ჯონსონი პრეზიდენტი გახდა პრეზიდენტ კენედის მკვლელობისთანავე და მსახურობდა 1963 წლიდან 1969 წლამდე. ჯონსონი თავისი მამაკაცური ღირსებით იყო „შეპყრობილი“: „ჯამბოს“ ეძახდა და ხანდახან ადმინისტრაციის წინაც კი იღებდა და ამბობდა „ასეთი დიდი გინახავთ? გარდა ამისა, მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შარდვის მავნე ჩვევა ჰქონდა.image

2. ჯეიმს ბიუქენენი: შესაძლო გეი

დღეს ჰომოსექსუალობა არც ისე დიდი საქმეა, მაგრამ 1800-იან წლებში. ყველაფერი სრულიად სხვანაირად იყო! ჯეიმს ბიუქენენი იყო დემოკრატი და პრეზიდენტის პოსტს 1857 წლიდან 1861 წლამდე იკავებდა. ის არასოდეს დაქორწინებულა, ახალგაზრდობაში მხოლოდ ერთ ქალს უყვარდა და მთელი ცხოვრება მარტომ გაატარა. ბევრი ფიქრობდა, რომ ის ასექსუალი იყო, მაგრამ დიდი ალბათობით ის იყო გეი: მის პარტნიორად ითვლება უილიამ რუფუს კინგი, რომელიც იყო სენატორი ალაბამადან. მათ სიცოცხლეშიც კი ზოგჯერ წყვილს ეძახდნენ!image

3. მილარდ ფილმორი: დაქორწინდა თავის მასწავლებელზე

ფილმორი პრეზიდენტი გახდა 1850-იან წლებში, როდესაც ზაქარი ტეილორი გარდაიცვალა. “ნიუ ჰოუპ აკადემიაში" მან გაიცნო ქალი, რომელიც მოგვიანებით მისი ცოლი გახდა - აბიგაილი. დღევანდელი სტანდარტებით ეს არც ისე სკანდალური მომენტია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მომავალმა პრეზიდენტმა ის 19 წლის ასაკში გაიცნო და შემდეგ ცოლადაც მოიყვანა, ნამდვილად ხიბლს ჰმატებს მას.image

4. ენდრიუ ჯექსონი: პრაქტიკულად დაუმარცხებელი

ენდრიუ ჯექსონის გატაცება დუელებით (მხოლოდ მეუღლის გამო 100-ზე მეტჯერ იბრძოლა!), იღბალი მათში, ტკივილის ატანისა და გამძლეობის წარმოუდგენელი უნარი გამოარჩევს ამ პრეზიდენტს. დამოუკიდებლობის ომის დროს ის ბრიტანელებმა შეიპყრეს და კინაღამ შიმშილით მოკლეს - ამან, ალბათ, დააზიანა მისი ხასიათი და ჯანმრთელობა: მოგვიანებით მას მალარია და ჩუტყვავილა დაემართა, მაგრამ დაავადებებმა ვერ დაამარცხეს. შესაძლოა, მისი პორტრეტის "საყვარელი დეტალი" არის ის, რომ ის პასუხისმგებელია ამერიკელი ინდიელების იძულებით გადაადგილებაზე.
image

5. უილიამ ჰოვარდ ტაფტი: გაიჭედა აბაზანაში

ამ დღეებში ამერიკის პრეზიდენტების უმეტესობა საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება: ადრე ეს პოსტი უფრო სრული მამაკაცებით იყო დაკავებული. მაგრამ არცერთი მათგანი არ შეედრება უილიამ ჰოვარდ ტაფტს! ის თითქმის 160 კილოგრამს იწონიდა და, როგორც ამბობენ, ერთხელ ... თეთრი სახლის აბაზანაში ჩაიჭედა. უმეტესი ჩვენგანი, ასეთი კონფუზის შემდეგ დონატების ჭამას შეამცირებდა, მაგრამ არა ტაფტი: მან უბრალოდ უფრო დიდი აბაზანა შეუკვეთა.
image

6. რამდენიმე პრეზიდენტი შეიძლება ყოფილიყო კუ კლუქს კლანის წევრი

აშშ-ს ბევრი პრეზიდენტი იყო ღია რასისტი, მაგრამ ხუთმა მათგანმა აჯობა ყველას: სავარაუდოდ ისინი იყვნენ კუ-კლუქს კლანის წევრები. ესენი არიან უილიამ მაკკინლი, ვუდრო უილსონი, კალვინ კულიჯი, უორენ ჰარდინგი და ჰარი ტრუმენი. ამ ბრალდებების უმეტესობა უსაფუძვლოა, მაგრამ ჰარდინგი და ტრუმენი თითქმის ორგანიზაციის წევრები იყვნენ.
image

7. თომას ჯეფერსონი და მისი შვილი მონასგან

ჯერ კიდევ შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ, რომ დამფუძნებელი მამები კანონიერად ფლობდნენ მონებს. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს მონებთანაც კი ეძინა! მაგალითად, თომას ჯეფერსონი. ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში იყო ჭორები, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მას 6 შვილი შეეძინა მონა სალი ჰემინგსისგან. მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობენ ზუსტ რიცხვზე, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჰემინსი მისი საყვარელი იყო, უდაოა.image

8. ჯორჯ ბუში: მარჯი შედინგერი

2002 წელს ის დაადანაშაულეს გოგონას გაუპატიურებაში, სახელად მარჯი შედინგერი. ის ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკებით გააბრუეს და შემდეგ მისით ისარგებლეს ბუშმა და FBI-ს რამდენიმე ოფიცერმა. ეს ამბავი თითქმის არ გაშუქებულა ახალ ამბებში, თუმცა, სარჩელის შეტანიდან წლების შემდეგ, შედინგერი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - ამტკიცებდნენ, რომ მან თავი მოიკლა.image

9. უორენ ჰარდინგი, ფრანკლინ რუზველტი, ვუდრო უილსონი, ლინდონ ჯონსონი, ჯორჯ ბუში: ცოლის ღალატი

ყველამ იცის ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის შესახებ, უმეტესობამ იცის კლინტონის სხვა „სიყვარულის“, ჯენიფერ ფლაუერსის შესახებ და თითქმის ყველამ იცის კენედის და მერულინ მონროს შესახებ. უკვე ვახსენეთ ჯეფერსონიც. მაგრამ ცოტამ თუ იცის სხვა პრეზიდენტების სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ. უორენ ჰარდინგი, მას სავარაუდოდ, ურთიერთობა ჰქონდა ორ ქალთან და ერთ-ერთი მათგანის შვილთან. ფრანკლინ რუზველტს რომანი ჰქონდა ცოლის მდივანთან. ჯონსონს წლების განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა ქალთან, სახელად ალის გლასთან და, როგორც ჩანს, მისმა მეუღლემ იცოდა ამის შესახებ. ჯორჯ ბუშს ბრალი დასდეს თანაშემწესთან ურთიერთობაში, ვუდრო ვილსონს კი ვარსკვლავ მერი პეკთან ურთიერთობაში.image

10. რონალდ რეიგანი: სელენა უოლტერსი

სანამ პოლიტიკაში გადავიდოდა, რონალდ რეიგანი მსახიობი იყო. ეს ბევრმა იცის, მაგრამ უმეტესობისთვის "ღამის საფარქვეშ" რჩება ის ფაქტი, რომ მსახიობი სელენა უოლტერსი ამტკიცებდა, რომ რეიგანმა გააუპატიურა იგი 1950-იან წლებში. როდესაც ეს ბრალდება 1991 წელს გახდა ცნობილი, რეიგანმა არც არაფერი აღიარა და არც უარყო.image

11. როვერ კლივლენდი: ყველაზე საშინელი სექსუალური სკანდალი აშშ-ს ისტორიაში

კლივლენდმა პაემანზე დაპატიჟა ქალი, სახელად მარია ჰალპინი, სადილის შემდეგ კი შეიჭრა მის სახლში და გააუპატიურა. ამის შემდეგ ის დაემუქრა მოკვლით თუ ვინმეს მომხდარის შესახებ მოუყვებოდა. ჰალპინი დაორსულდა; ბავშვის დაბადებიდან მალევე ქალი საგიჯეთში გადაიყვანეს, ბავშვი კი თავშესაფარში ჩააბარეს.image

12. ფრანკლინ დელანო რუზველტი: იაპონური ინტერნირება

პრეზიდენტი რუზველტი ყველაზე ხშირად აშშ-ს ისტორიაში არის წარმოდგენილი, როგორც ერთგვარი სუპერმენი, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომისგან. პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ იაპონია გახდა შეერთებული შტატების მტერი და შეერთებულმა შტატებმა უპასუხა არა მხოლოდ ჰიროშიმას დაბომბვით: რუზველტმა ბრძანა, რომ შეერთებულ შტატებში მცხოვრები 100000-ზე მეტი იაპონელი გაეგზავნათ საკონცენტრაციო ბანაკებში.image

13. ულის გრანტი: ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტი?

ულის გრანტის ადმინისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული იყო. მას ბრალი ედებოდა ნეპოტიზმში - პატრონაჟის ქვეშ მყოფი ადამიანების დაწინაურებაში - მისი მოღვაწეობის მთელი რვა წლის განმავლობაში. ხოლო 1869 წლის „შავი პარასკევი“, რომელმაც თითქმის გაანადგურა ამერიკის ეკონომიკა, დაკავშირებულია მის მფარველობაში მყოფი ინვესტორების საქმიანობასთან. გარდა ამისა, მისი ადმინისტრაცია ღიად იღებდა ქრთამს.image

14. აბრაამ ლინკოლნი: რასისტი

ამერიკელთა უმეტესობა ლინკოლნს აღიქვამს როგორც კეთილ ანგელოზს, რომელმაც გაათავისუფლა მონები და მოიგო სამოქალაქო ომი. ვაღიაროთ, რომ ლინკოლნს არ აინტერესებდა შავკანიანებს ტანჯვა. მან გაათავისუფლა მონები, არა იმიტომ, რომ მათ მიმართ სიმპათიები ჰქონდა, არამედ მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო, სამხრეთის გაღიზიანების მიზნით. მეტიც, ლინკოლნს სჯეროდა რასობრივი უპირატესობის, სეგრეგაციის აუცილებლობისა და შერეული ქორწინებების აკრძალვის!image

15. რიჩარდ ნიქსონი: მთავარი როლი ითამაშა კამბოჯის გენოციდში

ყველამ იცის უოტერგეიტის სკანდალის შესახებ, მაგრამ ამის გარეშეც კი არის რაღაც სათქმელი ნიქსონზე: მისმა ერთ-ერთმა გადაწყვეტილებამ ირიბად გამოიწვია ტრაგიკული შედეგები კამბოჯის ხალხისთვის, რის შედეგადაც წითელმა ქმერებმა 1970-იან წლებში მილიონობით ადამიანი დახოცეს. სამხრეთ ვიეტნამის მხარეზე ვიეტნამის კონფლიქტში ჩარევის შემდეგ, ნიქსონმა ბრძანა კამბოჯის დაბომბვა, სადაც ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალები ნაწილობრივ იმალებოდნენ. დაბომბვამ დესტაბილიზაცია მოახდინა კამბოჯაში; იმ დროს ბევრი სასოწარკვეთილი კამბოჯელი შეუერთდა წითელ ქმერებს. ამგვარად, პარტიამ მოიპოვა ძალა, რათა შემდგომში ჩაედინა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სისასტიკე.image












2
636
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
636
  
2023, 19 მაისი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მაისი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2