x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20 საინტერესო ფაქტი ხელოვნებაზე და ხელოვანებზე

ხელოვნებაზე საუბრისას, ჩვენ პირველ რიგში, გრძნობებს და ემოციებს ვეყრდნობით და არა მშრალ ფაქტებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ფაქტების ცოდნაც მნიშვნელოვანია... აქ 20 საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც ხელოვნების და ვიქტორინის მოყვარულებს დააინტერესებს.


1. ვან გოგმა «ვარსკვლავებიანი ღამის» სახელით, 2 სურათი დახატა.image


2. რომაული ქანდაკებებს მოსახსნელი თავებით ამზადებდნენ, რომ ერთი თავის, მეორით ჩანაცვლების საშუალება ჰქონოდათ.image


3. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გრაფიტის მხატვარი — ბენქსია (Banksy), მაგრამ მისი ნამდვილი სახელი უცნობია.image


4. ცოტა ხნის წინ ესპანეთში, მსოფლიოში ყველაზე ძველი ნახატი აღმოაჩინეს, რომლის ასაკი, 42 000 წელზე მეტია.image


5. დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ძველბერძნული თეთრი მარმარილოს ქანდაკებები, თავიდანვე უფერო იყო. თუმცა, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა დაადასტურეს ჰიპოთეზა, იმის შესახებ, რომ ქანდაკებებს ფერთა ფართო სპექტრის საღებავებით აფერადებდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, მზის სხივების და ჰაერის ზემოქმედებით, საღებავი გაუფერულდა.image


6. ხელოვნება, 1912-1948 წლებში, ოლიმპიურ თამაშებზე, ერთ-ერთი დისციპლინა იყო.image


7. «კივილი» – ედვარდ მუნკის ყველაზე ცნობილი ნახატის, 5 სხვადასხვა ვერსია არსებობს.image


8. ვიდრე 1890 წელს ვან გოგი თავს მოიკლავდა, მან მხოლოდ ერთი ნამუშევარი — «წითელი ვენახი არლთან ახლოს» გაყიდა. ხოლო, მისი გარდაცვალებიდან, საუკუნის შემდეგ, ამ მხატვრის ტილოები, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გახდა მსოფლიოში. დღეს ვან გოგის არაერთი ნახატის ღირებულება აღემატება 100 მლნ. დოლარს. მაგ., «ზამბახები», 2013 წელს 109, 4 მლნ. დოლარად შეაფასეს.imageimage


9. 3500 წლის ფრესკები კერალაში (შტატი სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში) შესრულებულია ნატურალური და მცენარეული საღებავებით და დღემდე შემონახულია.image


10. მონა ლიზა იმდენ სასიყვარულო შეტყობინებას იღებს, რომ მას საკუთარი საფოსტო ყუთიც კი აქვს ლუვრში.image


11. პაბლო პიკასოს ცხოველები უყვარდა და სახლში მაიმუნი, თხა, ბუ, კუ, ბევრი კატა და ძაღლი ჰყავდა.image


12. აღდგომის კუნძულზე, მოაის თავის ქანდაკებებს, სინამდვილეში, ტანიც აქვს. imageimage


13. მიქელანჯელომ და ლეონარდო და ვინჩმა სამუდამოდ შეცვალა, ადამიანის სხეულის ასახვის ხერხი ნახატზე.image


14. დალის საკუთარი თავს, გარდაცვლილი უფროსი ძმის რეინკარნაციად მიაჩნდა, რადგან ის ძმის გარდაცვალებიდან 9 თვეში დაიბადა და კიდევ იმიტომ, რომ ძმასაც მხატვარივით, სალვადორი ერქვა. image


15. ყველაზე ძვირად გაყიდული ტილო, ოდესმე გაყიდულ ნახატებს შორის — ლეონარდო და ვინჩი «სამყაროს მხსნელია». ის 450, 3 მლნ. დოლარად გაიყიდა.image


16. მიქელანჯელომ სიქსტეს კაპელის ჭერი, ფეხზე მდგომმა მოხატა.image


17. მას შემდეგ, რაც 1911 წ. «მონა ლიზა» მოიპარეს, ლუვრში იმაზე მეტი ადამიანი მივიდა, კედელზე ცარიელი ადგილი სანახავად, ვიდრე ოდესმე სურათის სანახავად მისულა.image


18. სალვადორ დალიმ აღიარა, რომ – «რბილი საათები», კამბერტის ყველის შთაგონებით დახატა.image


19. და ვინჩის სამეცნიერო ჩანაწერების რვეული – «ლესტერის კოდი», მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ წიგნად ითვლება. ის 1994 წელს, ბილ გეიტსმა 30, 8 მლნ. დოლარად იყიდა.image


20. «ვარსკვლავებიანი ღამეზე» ვან გოგმა, ხედი აღბეჭდა იმ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, რომელშიც იწვა.image


მსოფლიოში არ არსებობს მხატვარი, რომელსაც ვარსკვლავებიანი ცა არ იზიდავს... და ვინსენტ ვან გოგს არაერთხელ მიუპყრია მზერა, ამ მეტად რომანტიკულ და იდუმალებით სავსე ობიექტზე. ერთხელ კი, ქალაქ სენ-რემის საავადმყოფოში ყოფნისას, მან ტილო აიღო და მის ნამუშევრებს შორის, ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ნახატი — «ვარსკვლავებიანი ღამე» შექმნა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის წარმომავლობის ებრაული "ხაზი"

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (X ნაწილი)

* დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე


0
76
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0