x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ქეით უინსლეტის აღიარება, რომელმაც ყველა გააოცა: რატომ ნანობს ვარსკვლავი "ტიტანიკში" თამაშს?

image


"ოსკაროსანმა" მსახიობმა ქეით უინსლეტმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში სრულიად მოულოდნელი რამ განაცხადა, მსახიობის თქმით, ის "ტიტანიკში" მონაწილეობას ნანობს. რა გახდა ამის თქმის საფუძველი? სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ დღევანდელ სტატიაში.


image


რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული ყველასთვის კარგად ნაცნობი ფილმი "ტიტანიკი'' ბევრისთვის დღემდე ერთ - ერთ ყველაზე საყვარელ ფილმად რჩება. რამდენიმე დღის განმავლობაში გემზე განვითარებულმა სიყვარულის ისტორიამ გულგრილი ვერავინ დატოვა.


image


მიუხედავად იმისა, რომ ქეითი ამ როლისთვის ნომინირებული "ოსკარზეც" კი იყო და ევროპის კინოაკადემიისგან მაყურებლის ჯილდოც დაიმსახურა, მსახიობი ფილმში საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო იყო. ქეითის თქმით, მას საკუთარ თავში მიმიკებიდან დაწყებული აქცენტით დასრულებული ყველაფერი აღიზიანებდა.


image


რეჟისორ ჯეიმზ კამერონის ისტორიულ-რომანტიკული დრამა "ოსკარის" 14 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საიდანაც 11 ნომინაციაში გაიმარჯვა, თუმცა გამარჯვებულებს შორის ქეითი არ ყოფილა, შესაძლოა სწორედ ამ ფაქტმა იქონია მსახიობზე გავლენა.


image


ვარსკვლავის თქმით, უკან დაბრუნება და ყველაფრის ხელახლა გაკეთება რომ შეიძლებოდეს, ის ამას სიამოვნებით იზამდა, ისე თუ ქეით უინსლეტი საკუთარი თავით უკმაყოფილოა, მაშ, რა უნდა თქვან საერთოდ რიგითმა "სელებრითებმა"?









0
1444
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1444