x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
22 წლის ბიჭი თავის 48 წლის მასწავლებელზე დაქორწინდა

image

არ გეგონოთ.რომ მხოლოდ დასავლეთში ხდება მსგავსი შემთხვევები(მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტიც კმარა), 22 წლის მალაიზიელის ახალგაზრდას და მისი 48 წლის ყოფილი მასწავლებლის ქორწინება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პრესის მთავარი ნიუსი გახდა.



მუჰამედ დანიალ აჰმად ალი პირველად შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს ჯამილა მოჰდს 2016 წელს. ის სკოლის მოსწავლე იყო, ქალი კი მალაიური ენის მასწავლებელი. მუჰამედი ამტკიცებს, რომ მას დღემდე ახსოვს, რამდენად მზრუნველი და თბილი იყო ჯამილა თავისი, მოწაფეების მიმართ.

image


მოგვიანებით მათი გზები აღარ გადაკვეთილა, მაგრამ შემდეგ ერთხელაც შემთხვევით ისევ შეხვდნენ, დირექტორის კაბინეტში. თანდათან მუჰამედი ჯამილას უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა. იმავე წელს მან მისწერა მესიჯი, მიულოცა დაბადების დღე.



პერიოდულად ისინი ერთმანეთს წერილებს უგზავნიდნენ. ბოლოს ბიჭი მასწავლებელს გრძნობში გამოუტყდა, მაგრამ ქალმა იგი 26 წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო უარყო. თუმცა მუჰამედი არ ნებდებოდა და არ სურდა მისი სიყვარულისთვის "ასეთ წვრილმანს" ხელი შეეშალა.



" მისამართი არ ვიცოდი, მაგრამ მაინც წავედი მის მოსაძებნად. ბედი დამეხმარა მისი სახლის პოვნაში. სახლთან დაველოდე, გულწრფელი საუბარი გვქონდა."



მიუხედავად იმისა, რომ ქალი უარზე იყო, მუჰამედი დაჟინებით სთხოვდა მას ცოლობას და ბოლოს, მისი ყოფილი მასწავლებელი დათანხმდა



ოჯახების თანხმობით ისინი დაქორწინებას ჯერ კიდევ 2019 წელს აპირებდნენ, თუმცა პანდემიის გამო იძულებული გახდნენ დღესასწული 2021 წლისთვის გადაეტანათ. ცერემონია, ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში, ჯამეკ ბანდარ კოტა ტინგგის მეჩეთში გაიმართა.

image

"ასაკი მხოლოდ ციფრებია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგი ქმარი ვიყო."-ამბობს მუჰამედი.



რაც შეეხება ჯამილა მოჰდს, ის პირველ ქმარს 2007 წელს დაშორდა და მას შემდეგ აქცენტი მთლიანად სამსახურზე ჰქონდა გადატანილი და არა რომანზე.



მან თქვა, რომ იყვნენ მამაკაცები, რომლესაც მასთან ურთიერთობა სურდათ, მაგრამ ყველას უარი უთხრა. და მხოლოდ მუჰამედმა, თავისი გამძლეობითა და ახალგაზრდული ენთუზიაზმით, მოახერხა მისი დამორჩილება.



"ჩემი ქმარი აბსოლუტურად გულწრფელია. ის სერიოზულად უყურებს ჩვენს ურთიერთობას და არ უმალავს ჩემთან ურთიერთობას ნათესავებსა და მეგობრებს. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც დავთანხმდი მის შეთავაზებას."



მუჰამედი დარწმუნებულია, რომ მას ძალიან გაუმართლა, რადგან ოცნების ქალზე დაქორწინდა და მას ნამდვილად არ აინტერესებს 26 წლიანი სხვაობა.

3
514
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
514
  
2023, 19 მაისი, 23:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მაისი, 23:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 მაისი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3