x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
13 მაისის ფინალის უცნობი დეტალი
image


დღეს 13 მაისს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების დღეა, (იმედია ჯერჯერობით) ამ ოთხი ათეული წლის განმავლობაში ამ გამარჯვებაზე უამრავი დაწერილა და თქმულა, თუმცა არის არის ერთი დეტალი, რომელიც ალბათ ბევრ ფეხბურთის მოყვარულს გამორჩა, გუნდურ სურათში, რომელიც დიუსელდორფში თამაშის დასრულებისთამავე არის გადაღებული აკლია ორი ადამიანი, ეს არის გუნდის ექიმი ანზორ გაბიტაშვილი და "დინამოს" უფროსი (ახლა რომ პრეზიდენტს უწოდებენ) კახი ასათიანი, ანზორ გაბიტაშვილი გასაგებია რატომაც არ არის: მან თამაშის დასრულებისთანავე მსაჯს ბურთი წაგლიჯა, გაიქცა და დაიმალა(წესით ბურთი მსაჯს რჩება), აი თუ რატომ არ არის ფოტოებზე კახი ასათიანი, გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე განმარტავს:


"სხვათა შორის, სურათზე, რომელიც დიუსელდორფში გადავიღეთ, კახი ასათიანი და ანზორ გაბიტაშვილი არ დგანან. ანზორმა ფინალის ბურთი მოიპარა და გასაგებია, შეეშინდა და ამიტომ არ დადგა. კახი ასათიანის ისტორია კი არავინ იცის. კახის რომ დაუძახეს, მოდიო, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ტიროდა. ეს ისეთი დეტალია, ყველამ უნდა იცოდეს“ -აღნიშნა ჩივაძემ.


2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — კახი ასათიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.




შეგახსენებთ, კახი ასათიანი 2002 წლის 20 ნოემბერს დღემდე დაუდგენელმა პირებმა საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

4
445
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
445
  
2023, 23 მაისი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 19 მაისი, 23:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მაისი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 მაისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4