x
image
ინტერ-გოგონა
დაკარგული ცხოვრება 10
image
-მამა შენ მაინც წამოდი ჩემთან...


-ჩემო ერთადერთო, ბებოსთან წადი მე დედასთან უნდა დავრჩე, სულ მალე მოვალთ შენთან მე და დედა და სულ შენთან ვიქნებით...


-კარგი მამა, მიყვარხარ...მალე მოდი ლევანმა გეგა გულში ჩაიკრაა და დიდხანს ყავდა ასე შვილი...


-მიდი ბებო გელოდება, გაიქეცი...დამპირდი რომ ბებოს არ გააბრაზებ?




-გპირდები გეგა ბებოსკენ გაიქცა


-წამო დედა თაზოც მოვიდა უკვე სახლში მიგიყვანს..


ლევანი უხმოდ გაცქეროდა მიმავალთ სანამ თვალს არ მოეფარენ...


მერე გეგასკენ მობრუნდა


-შენ კიდევ აქ ხარ? შენი ბრალია, მოგკლავ...ჩემი შვილი შენს გამო მოკვდა


-მაშინ უნდა მოგეკალი ახლა კი ჩემი გეშინოდეს...


-გეყოფა ლევან....ანიკა გეგას გადაეფარა და ლევანს მიახლოვების უფლება არ მისცა მაგრამ ლევანი უკვე გიჟს გავდა..ანიკას ხელი ჰკრა და გვერდზე გასწია და გეგას მაისურში სწვდა, ამჯერად არც გეგა დარჩენია ვალში სავადმყოფოს მისაღები მალე ბრძოლის ველს დაემსგავსა...გულის სიღრმეში ორივე მართალი იყო, ორივეს ერთი ქალის სიყვარული აგიჟებდა..ორივე ცამდე მართალი იყო საკუთარ ტკივილთან..


-რა ჯანდას აკეთებთ იქ ჩემი და სიკვდილს ებრძვის თქვენ რა ვერ გაგიყვიათ იღრიალა ნიკამ...


გეგამ ლევანზე მომზადილი მუშტი ძირს დაუშვა სწორედ ამ დროს ლევანის მოქნეული მუჭი მოხვდა ტუჩის კუთხიდან სისხლმა იფეთქა...ტკივილისგან თვალს დაუბნელდა მაგრამ არ განძრეულა...ის იყო ლევანს მეორედ უნდა დაერტყა რომ ნიკამ ხელი დაუჭირა


-მე თქვენ რა გითხარით? როგორ ბედავთ


-მე როგორ ვბედავ?იქ ჩემი საყვარელი ქალი სიცოცხლისთვის იბრძვის, ჩემი შვილი მოკვდა, მოკვდა გესმის?შენ კი პასუხს მე მთხოვ?


-მოგთხოვ, რადგან ის ჩემი დაა, პასუხის მოთხოვნის დროც მოვა, ახლა კი არცერთი არ დამენახოთ თვალით, ჩემს დასთან მე დავრჩები...


-ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს ჩემი ცოლი აქ მარტო დავტოვო...შენ კიდევ ძმობის დამტკიცება თუ გინდა ვინც გასაგდებია აქედან ის გააგდე...გეგა ლევანს მიუახლოვდა...


-ლილე ფეხზე რომ დადგება, გეფიცები ყველაფრისთვის პასუხს გაგებინებ...


-გელოდები...


დათო და ლიკა გეგას მიუახლოვდა


-გეგა, პოლიცია მოვიდა ჩვენების აღება უნდათ ჩვენგან წავიდეთ გთხოვ, ნუ გავართულებთ...


-გაეთრიე და აქ მოსული არ დაგინახო თორემ რაც მაშინ არ გავაკეთე გეფიცები ამჯერად დაავსრულებ...გეგას აღარაფერი უთქვამს მისაღები მოათვალიერა არა მარტო პატრულის თანამშრომლები არამედ უკვე პრესაც აქ იყო..კიდევ ერთხელ იფიქრა ლილეზე კიდევ ერთხელ დახარა თავი ლევანის წინაშე...


ისევ უუფლებობა,


სხვისი ცოლის სიყვარული ტანჯავდა...


ცოტაც მოითმინე მალე ყველაფერი დასრულდება, ხელს ჩავჭიდებ და ამჯერად ძალიან შორს წავიყვან, ამხნევებდა საკუთარ თავს გეგა დათომ ბეჭზე ხელი დაკრა


-მაგრად იდექი ძმაო, მთავარია რომ გადარჩა აუცილებლად კარგად იქნება...


სამივენი პატრულის თანამშრომლებს ფეხდაფეხ გაყვნენ...


ანიკა და ნიკაც მათ გაყვა...


-დიდი მადლობა


-არაფერია სამადლობელი, შეაჩერა დათომ ნიკა


-თქვენ რომ არა...


-თავს ნუ იტანჯავ ნიკა მთავარია გეგამ და დათკამ მოახერხეს ლილეს ამოყვან, ყველაფერი კარგად იქნება ხვალ კიდევ მოვალთ და მინდა რომ კარგი ამბებით დაგვხვდეთ...


-მადლობა ლიკა, არა მარტო აქამდე მოიყვანეთ სისხლიც კი მიეცი შენი...


-ძალიან მიხარია რომ შევძელი მისი დახმარება, კარგი ამბებით დამხვდი მინდა გავიცნო ის გოგონა რომლის ძარღვებში ჩემი სისხლი დადის..


-გაიხარე ლიკა ნიკამ ხელზე აკოცა უზასზღვრო მადლიერების ნიშნად..


ანიკა მანქანასთან მდგარ გეგას მიუახლოვდა...


-როცა გონს მოვა დაგირეკავ...


-ვგიჯები, ისევ უუფლებობა მტანჯავს, მისი ცოლი... მისი ცოლია და ეს ყველა უფლებას მართმევს, როგორ იფიქრა იმ წყეულ ღამეს რომ მოვატყუებდი, რომ შემეშინდებოდა და გავიქცეოდი..როგორ შეეძლო ეფიქრა რომ არ მიყვარდა.შემომხედე, ჩემს საყვარელ ქალს ვჭირდები და მე არ შემიძლია მის გვერდით ვიყო...


-გეყოფა გეგა თავს ნუღარ იტანჯავ, წინ ბევრი ნათელი და ბედნიერი დღეები გელით...


- არ შემიძლია წასვლა.კიდევ ერთხელ ვერ დავკარგავ...


-წადი გეგა, აქ შენი ყოფნა არ შეიძლება, პირობას გაძლევ ამჯერად მე ვიდგები თქვენს გვერდით...


-თუ რამე მოხდება....


-გპირდები როგორც კი თვალს გაახელს პირველი შენ გაიგებ....


გეგას არაფერი უთქვამს უხმოდ ჩაჯდა მანქანაში...დათამ მანქანა დაძრა სიჩუმე ჩამოვარდა...


გეგა ხვდებოდა რომ დათა და ლიკა გაურკვევლობაში იყვნენ მაგრამ თავს არ აძლევდნენ უფლებას რომ გეგასთვის კითხვა დაესვათ...


ალბათ რამდენი კითხვა გიტრიალებთ თავში და მერიდებით,


ის გოგო იქ სავადმყოფოში რომ დავტოვე იმ კაცის ცოლია იძულებით, ჩემი ტკივილი და სიყვარული... ხუთი წელი ვეძებდი ვიპოვე და ისევ ვეღარ დავკარგავ...ახლა მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია რომ ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარული წმინდა და ცოდვა არავის წინაშე გვაქვს....



შეგეძლო მადლობა მაინც გეთქვა გეგასთვის უსაყვედურა ანიკამ ნიკას როცა მარტო დარჩნენ...


-რა უნდა ჩემი დისგან?


-უყვარს, უყვარს და შენ დასაც სიგიჟემდე უყვარს გეგა...დაინახე რამე შენი დაბრმავებული თვალებით...


-სიულელეა, ჩემ დას რომ ყვარებოდა მეტყოდა...ლევანი ვერ აიძულებდა მასზე დაქორწინებას...


-შენი დისთვის ქორწილის დღეს რომ ჩაგეხედა თვალებში აუცილებლად მიხვდებოდი რომ ბედნიერი არ იყო...


-ანიკა შენ იცი რომ მე ყოველთვის თვალებში ვუყურებდი ლილეს, ის ჩემი დაა ჩემი სულია..


-ანუ, ამბობ რომ ლილეს თვალებში ბედნიერება იკითხებოდა და რომ თუ შენს დას სული ეტკინებოდა ამ ყველაფერს შენ მიხვდებოდი? მაშინ მე შემომხედე, ხო კარგად შემომხედე მზერას ნუ მარიდებ რა იკითხება ჩემს თვალებში?


-ნუ სულელობ, ვგრძნობ რომ ძალიან ბრაზობ ჩემზე და ეხლა დროა გიფრთხილდე...


-კი ზუსტად ... შენ სიტყვებიც რომ გითხრა მაინც ვერაფერს გაიგებ თვალებში რა უნდა ამოიკითხო...


- ნუ მლანძღავ ხომ იცი როგორ მიყვარხარ...


-შენ თუ იცი მე როგორ მიყვარხარ?


-დღეს არ მომწონხარ უცნაურად მელაპარაკები...და მაინც როგორ გიყვარვარ?


-როგორც გოგოს უყვარს ბიჭი და არა ისე როგორც დას ძმა იდიოტო...


ანიკას აღარაფერი უთქვამს გიჟივით შევარდა სავადმყოფოს მისაღებში...


სულელო ეს რა გაკეთე, ყველაფერი დამთავრდა არასდროს შემოგხედავს როგორც ქალს და მეგობარიც დაკარგე.... მობუზული ფანჯრასთან მდგარ სავარძელში ჩაჯდა ცრემლებს გზა მისცა...


მოგვიანებით ნიკაც შემოვიდა მაგრამ მასთნ მისვლა ვერ გაბედა ოთახის მეორე კუთხეში დადგა რაც შეიძლებოდა შორს ანიკასგან, წამით მათი თვალები ერთმანეთს შეეფეთა, ნიკამ იგრძნო რომ ეს ცრემლები მისი ბრალი იყო, ანიკას მზერა ცივად მოაშორა...


მართლა ასეთი ბრმა ვარ ვერაფერს ვამჩნევდი? ალბათ რამდენჯერ გავხდი მისი ცრემლების მიზეზი?მასთან ვწუწუნებდი, სხვა ქალის სიყვარულზე ველაპარაკებოდი..ღმერთო დამეხმარე რომ არ გავგიჟდე...ოღონდ ლილე გამოჯავრთელდეს და ყვლაგერს მოვაგვარებ ნეტა რას მოაგვარებ იდიოტო? უბრაზდებოდა საკუთარ თავს ნიკა...



ამ დროს როცა ნიკა ღმერთს თხოვდა არ გაგიჟებულიყო ლევანი გაგიჟდა რეამინაციის კარებთან დაცვა დაყენა...არც ჟურნალისტებთან ყოფილა მშვიდი და წნარი.. ფაქტიურად გაყარა ისინი...


-რას აკეთებ ლევან დაცვა რასაჭიროა კარებთან? გამოდი ცოტახნით გარეთ ვილაპარაკოთ


-აჰა გამვედით გისმენ მაგრამ მანამდე მე გეტყვი...ნუ ჩაერევით ჩემს საქმეში ნურავინ, კიდევ ერთელ რომ დავინახო ჩემი ცოლშვილის გვერდით მკვლელი გავხვდები...


-ეგ დაცვა მოაშორე კარებს ლევან, ჩემი და ისეთს არაფერს გააკეთებს რაც მის ოჯახს შეურაწყოფს, ჩემი და აზრზე რომ მოვა თავად იტყვის ვისი ნახვა ენდომება და ვისი არა...თქვენი სულელური ჩხუბის გამო იწერება ეხლა ჩემს დაზე ათასი სისულელე...


-შენ არაფერი იცი ნიკა


-კი ნამდვილად ბევრი რამ არ ვიცი მაგრამ რაც ვიცი ისიც მაფიქრებს, როცა ყველაფერი ჩაივლის თავად ვკითხავ ყველაფერს ჩემს დას...


-მე ყველაფერი შენი დის გამო გავაკეთე...მისი სიყვარულისთვის და კიდევ იგივეს გავაკეთებ ჩემი ოჯახისთვის...


-მთელი ცხოვრება ერთი ქალი მიყვარს და თავი ვერ შევაყვარე მაგრამ არასდროს არაფერი დამიძალებია მისთვის..როცა ადამიანი გიყვარს მარტო მისი ბედნიერება გინდა...უკაცრავად მაგრამ ვერ დაუშვებ ჩემი და თქვენი სათამაშო იყოს ...ჩემი და თასი არააა თქვენში ძლიერს დარჩეს..


-შენ იცი რომ მე ლილეს არაფერს დაუშავებ...ჩემი ოჯახისთვის თავსაც მოვიკლავ და თუ საჭორო იქნება მკვლელიც გავხდები...


- მეც გავხდები ჩემი დისთვის მკვლელი თუ მის ღირსებას ვინმე შეეხება ან თუ ვინმე რამეს დააძალებს...არ აქვს მნიშვნელობა ეს შენ იქნები თუ ის


-შენი და ლოგინში რომ ჩაიწვინა მაშინ სად იყავი? გაცნობის პირველივე დღეს..მაშინ რატო არ დაიცავი შენი დის ღირსება, არ მითხრა რომ ლილემ ეს ყველაფერი მისი ნებით და დიდი სიყვარულით გააკეთა..


- რას ამბობ შენ ხვდები?


-სამაგიოროდ მე ვიყავი და ჩემი საცოლისთვის ჩემი ღირსების დასაცავად გავაკეთე რაც გავაკეთე და კიდევ იგივეს გავაკეთებდი თუმცა არც შენს დაზე მითქვამს უარი რადგანაც მიყვარდა და მიყვარს...


-ამას ჩემი და არ გაკეთებდა..


-შეგიძლია მათ კითხო...ახლა შენ გადაწყვიტე ვის გვერდით უნდა იდგე და ვისი სიყვარულია ნამდვილი....


არც ლექსოს და იას საუბარი ყოფილა მშვიდი..


-ის არის? თავი არ აუწევია იას


-კი


-რატომ არაფერი მითხარი?


-სამი დღის წინ გავიგე მეც ჩვენთან რომ მუშაობს...


-რა ესაქმება ჩემ შვილს სხვის ცოლთან? მე ასე არ გამიზრდია ჩემი შვილი...


-ია დამშვიდდი, ისინი ცუდს და სამარცხვინოს არაფერს სჩადიან, მართლა შემთხვევით წააწყდა ავარიას, ლილე სავადმყოფოში მოდიოდა წასვლის განცხადება უნდა დაეწერა“სამი დღის წინ ნახეს პირველად ერთმანეთი როცა სალომე მოაკითხა გეგამ, წარსულში რაც მოხდა იმაში დამნაშავე არც ლილეა და არც გეგა, მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ...ისინი მანამდე შეხვდნენ ერთმანეთს სანამ ლილე ლევანს გაყვებოდა ცოლად...


- ჩემი შვილი ხუთი წლის მერეც თვალებში მიყურებს და მეუბნება თუ ვერ გადავარჩენ მეცმოვკვდებიო და მან როგორ შეძლო ჩემს შვილს ასე მოქცეოდა?


-გთხოვ წინასწარ ნუ გამოიტან დასკვნებს ნურც შეიძულბ ლილეს გეგა ცოტა აზრზე მოვა და თავად გეტყვით ყველაფერს...


-რა გავაკეთო რით ვუშველო ჩემს შვილს, მისი გადარჩენა სასწაულია, წინ რთული დღეებია.. შეიძლება რომ ვერც გაიღვიძოს, ყველაზე კარგ შემთხვევაში თვეები დაჭირდება მის რეალიბიტაცია.როგორ უთხრა ჩემ შვილს რომ ვერ შევძელი, მე ვიცნობ ჩემ შვილს ამ გოგოს ხელს არ გაუშვებ და კარგი არაფერი მოხდება..ტელეფონი არ ჩერდება ჟურნალისტები ერთმანეთს ასწრებენ...მითხარი როგორ გავაშორო აქაურობას გეგა...


-რამეს მოვახერხებ..


-გემუდარები ლექსო წაიყვანე აქედან ...


-ვცდი, თუმცა არამგონია გეგა მაგ წინადადებას დათანხმდეს...


-კარგი გთხოვ იქნება დღეს მაინც გაიყვანო აქედან, მამამის უნდა დაველაპარაკო.. რაღაც უნდა გავაკეთო...


-ნუ გეშინია არ დავტოვებ მარტო..


ია კარებთან მისული გაჩერდა სავარძლში მისვენებულ ლექსოს მიუახლოვდა...


-ლექსო... მისი ხმა ისეთი უცხო და არაამქვეყნიური იყო ლექსოს შეეშინდა კიდეც..


-ბავშვი..ლექსო მიხვდა რომ იაც მასავით ეჭვებში იყო...


-რა?


-შეიძლება გეგას შვილი იყოს?


ლექსომ თავი დახარა..


რათქმაუნდა თვალს ვერ მისწორებ ტყუილი არ შეგიძლია..იას აღარაფერი უთქვამს კარი გაიჯახუნა დიდხანს ესმოდა ლექსოს იას ქუსლების კაკუნის ხმა...


დაკითხვიდან გამოსული გეგა სავადმყოფოში წავიდა მაგრამ ლექსომ ლილესთან მისვლის უფლება არ მისცა...


-რახდება სად მიმათრევ? კითხა სავადმყოფოს შესასვლელში დახვედრილ მეგობარს გეგამ...


-გამოადგი ფეხი, სანამ ვინმემ დაგინახა...


-დამინახონ მერე...


-მართლა, ლილეზე რას დაწერენ და რას იჭორავებენ სულერთია ხო შენთვის?


-ნერვებს ნუ მიშლი...


-ჯერ არ მოგშლია ნერვები, ეს ნახე და მერე ვილაპარაკოთ


ლექსომ ტელეფონი ცხვირწინ აუფრიალა გეგას...


იმტერნეტი აჭრელებული იყო ლილეს სურათებით და გეგას და ლევანის ჩხუბის ამსახველი ფოტოებით...


სათაურები არც თუ ისე კორექტული და სასიამოვნო იყო...


-მე ამათი დედა... ღრიალებდა გეგა და სათითაოდ აფშვნიდა კედელს მაგიდაზე დალაგებულ ნივთებს.


-გეყოფა გაჩერდი უყვიროდა ლექსო მაგრამ გეგას აღარ მესმოდა


ლექსო იძულებული იყო გამოსავხიზლებლად გეგასთვის გაერტყა...


გეგა წამში მოფხიზლდა ორი წამის წინ აყირავებული სავარძელი წამოაყენა შიგ ჩაჯდა და სახე ელებში ჩამალა...


ოთახში დაცვა შემოვარდა, ლექსომ ანიშნა ყველაფერი წესრიგშიაო და ისინიც უსიტყვოდ გავიდნენ...


-დამშვიდდი, შენ იცი რომ ლილე ცნობილი ადამიანია, რათქმაუნდა მისი ცხოვრება აინტერესებს ხალხს და ჟურნალისტების ჩასაფრებულები არიან...ჩვენც უფრო ყურადღებით ვიქნებით...გესმის რასაც ვსაუბრობთ გეგა, შენ თვალში არავის მოხვდები ლევანის გამო კი არა, შენთვის და ლილესთვის გეუბნები ამ ყველაფერს....


-მე მას ვჭირდები...


-გეგა ლილე რეამინაციაშია, შენი იქ ყოფნა მარტო პრობლემას შეუქმნის მას...


-რამე რომ მოხდეს? ნეტა ახლა როგორაა, ვინმეს დაურეკე გაიგე დღეს ვინ არის რეამინაციის მორიგეები, ვინმეს რამე კითხე...


-მისმინე, თუ პირობას მომცემ რომ აქ ჩუმად იჯდები მე წავალ და ვიკითხავ ამბავს...


-კარგი...


ლექსომ ფოიეში ყავები აიღო და მათთან წავიდა, ლევანს დიდად არ მოეწონა ლექსოს დანახვა მაგრამ ვერაფერი თქვა რადგან მშობლების ახლობლების და მეგობრების გარემოცვაში იყო...


ყავისჭიქები ანიკას მიაწოდა...


-სიახლე ხომ არაფერია...


-დრო სჭირდება, ძალიან მალე კარგად იქნება...


-მადლობა ყავისთვის, ერთი თავად აიღო ერთი კი ნიკას გაუწოდა ...


-მისმინე თუ რამ გჭირდება არ მოგერიდოს კარგი, წამო საჭმელზე დაგპატიჟებ ან აქ მოგიტანთ...


-არა ლექსო ჭამის თავი ნამდვილად არ მაქვს, ნიკას ხომ მითუმეტეს ანიკამ ნიკას გახედა რომელიც საცოდავად მობუზული იკდა რიამინაცის კარებთან და შიგადაშიგ თავს რკინის კარებს გაუაზებლად ურტყამდა...


-მიისმინე თქვენ ლილეს ჭირდებით ასე არაფერი გამოვა...


-როცა მეტყვიან რომ თვალი გაახილაო მაშინ შევჭამ...


-კარგი, არ მინდა დიდხანს ვიყო, ლევანის გაღიზიანება არ მინდა გეგასაც არ მივეცი გამოჩენის უფლება...


-აქ არის?ნახეთ რასაც წერენ...


-კი...და ამიტომაც...მისმინე აქ ვართ ჩემს კაბინეტში თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს...


-ბოდიში ლექსო...


-რისთვის?


-ხუთი თვის წინ რომ არ მოგისმინე..


-უფლის ნება იყო, ლილე გამოჯამრთელდება და წინ კიდევ ბევრი ლამაზი დღეები ექნებათ...


-რათქმაუნდა...


რთული ღამე იყო ყველასთვის, წვეთი არ უძინია არცერთს მთელი რამე ლილეზე საუბრობდა გეგა ბევრჯერ დააპირა ლექსომ გეგასთვის შვილზე ეთქვა მაგრამ ვერ გაბედა გეგას რიაქციის შეეშინდა...


-არის მოვიფიქრე...


- რააა? ანანო სადაა უთხარი იქნებ მორიგეა მიდი მოიძიე...


-რა გინდა ანანოსთან


-დაურეკე და ნახავ...


ლექსომ მიმღებში დარეკა და ბავშვობის მეგობარი მოიკითხა გეგას ბედად ნამდვილად მორიგე იყოო..


- შენ ხარ ჩემი მშველელი გადაეხვია გეგა კაბინეტში შემოსულ ბავშვობის მეგობარს...


-ამას რა უნდა აქ?მჯერად რა დააშავა და რატო ვჭირდები...


-მე ხელები ამიწევია მეგობაროო...


-ისეთი არაფერი, ექიმის ფორმა, ქუდი პირბადე და შენ მჭირდები


-დაგვიანებული ხომ არა შენთვის ექიმობა


-რიამინაციაში ისე უნდა შემიყვანო გეგას ხმა ისეთი კატეგორული იყო ანანომ შეშინებულმა იკითხა და პასუხის მოლოდინში ლექსოსთვის თვალი არ მოუშორებია...


-იქ ვინც წევს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა ვნახო...


-კონკრეტულად?


-გუშინ შემოსული ნავარიები...


-ჩვენი სავადმყოფოს ექიმი?რააა?ლილე? არ მითხრა რომ ის არის?კარგი კარგი, ყველფერი გასაგებია...ცოტახანს დამელოდე...


-მადლობა მეგობარო...


ზუსტად ათ წუთში ანანო ისევ კაბინეტში დაბრუნდა...


გეგამ ფორმა მოირგო


ექიმობა მოგიხდებოდა გაუღიმა ანანომ და ქუდი შეუსწორა...


მაგიდიდან ლექსოს სამუშაო სათვალე აიღო და ისიც გაუკეთა...


ახლა კი ვერავინ გიცნობს...


-იცოდე იქედან რომ გამოვალთ იცოდე ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები...


-კარგი ხო ისევ ისეთივე საზიზღარი და აუტანელი ხარ არაფერი შეცვლილა ბავშვობის შემდეგ...


-ვერც მე გიტან მერხის მეგობარო...


- დიახ ბატონო დიმიტრი ოპერაცია გუშინ თავად ქალბატონმა იამ ჩაატარა და საჭიროდ ჩათვალა თქვენი ჩარევა, დაიბარა რომ დასკვნა მივაწოდოთ რაც შეიძლება მალე...


-გეგა თავდახრილი მიყვებოდა მეგობარს რომელიც ხმამაღლა საუბრობდა მოსაცდელში მყოფთა გასაგონად...


ეჭვი არავის შეპარვია ისე შევიდენ


-გეგა იცოდე ხუთი წუთი გაქვს ...


გეგა ფეხაკრებით მიუახლოვდა ლილეს, მისი ლამაზი გოგო სადღაც წასულიყო


შენს წარბს კიდევ შემატე ერთი შრამი? გაუღიმა ლილეს და გეგას ცრემლი ლილე ლოყაზე დაეცა...


მერე ლილეს უსიცოცხლოდ დაშვებული ხელი დაიჭირა და გულში ჩაიკრა...


ნახე ისევ მიჭირავს შენი ხელი, ოღონდ შენ არ შეგეშინდეს, არ დანებდე იბრძოლე...მიყვარხარ და გელოდები... ასე, ხელჩაკიდებული გაგიყვან აქედან....


-გეგა გავიდეთ...


გეგაამ ცრემლები მოიწმინდა სათვალე გაიკეთა და გარეთ გიჟივით გავარდა კარებთან ანიკას შეეფეთა, ანიკამ მაშინვე იცნო გაუღიმა და გზა დაუთმო..


მესამე ჯოჯოხეთური დღე დაიწყო გეგა აჩრდილს დაემსგავსე სავადმყოფოდან არ გადიოდა ლექსოს კაბინეტში ათეებდა ღამეს დღეში სამჯერ იცმვდა ექიმის ხალათს და ამხნებებდა ლილეს..


იას შვილისთვის სუფთა ტანსაცმელი მიქონდა, უყურებდა როგორ იტანჯებოდა მისი შვილი და ხმას ვერ იღებდა ...


ყველაფერს აკეთებდა ლილეს დასახმარებლად..


ლილეს სახლის მისამართი გაიგო ყოველ დილით იმ იმედით მიდიოდა ლილეს მშობლების სახლთან რომ დილით ბაღში მიმავალი შვილიშვილისთვის მოეკრა თვალი..


-ია იქნებ ვცდებით, ასე ნუ იქნევი მერე ძალიან გეტკინება


-ვგრძნობ, ვერ ხედავ როგორ გავს?


-მე შენს გამო ვნერვიულობ ძვირფასო არ მინდა გული გეტკინოს..ამშიდებდა იას ქმარი...


ამ განცდებით და ფიქრებით მიდიოდა დრო...


ჩვეულებივ გეგა და ლექსო კაბინეტში იჯდნენ და ლექსო ეხვერწებოდა რომ რამე ეჭამა რომ კაბინეტში ანიკა შემოვარდა....


ორივე ფეხზე წამოდგნენ მშვიდობა ძლივს შეძლო და იკითა ლექსომ...


გეგა ლილემ თვალი გაახილა....


გეგამ სიხარულით ატირებული გოგო გულში ჩაიკრა...


-როგორ არის? რამე გითხრა...


-არ მინახია, როგორც კი ექიმმა ეს ამბავი გვითხრა მე შენთან გამოვიქეცი, მასთან ნიკა და ლევანი შევიდნენ..


-მადლობა, ცოტახნით უნდა გავიდე..


-გეგა...


-მანქანის გასაღები მომეცი.ნუ გეშინია ...არაფერს დავაშავებ...


ლექსომ გასაღები გაუწოდა გეგას და ისიც გავიდა...პირველივე ეკლესიაში ევიდა გეგა მადლობა უფალო რომ არ წამართვი..


ხატის წინ დაიჩოქა გეგა ...


პალატასთან დაბრუნებულ ანიკას მხოლოდ ნიკა დახვდა...


-ნახე? რამე გითხრააა


-ვნახე, ლაპარაკი ვუჭირს, არაფერი მახსოვს მთავარია მისი ხმა გავიგონე რა თქვა რა მახსოვს...


ანიკა გულში ჩაიკრა რა თბილი და მისია ამ გოგოს ჩახუტება, მერე ორი დღის წინანდელი საუბარი გაახსენდა და ანიკაც ცივად ჩემოხსნა მოხვეული ხელები...


ანიკამაც დაირცხვინა ნაბიჯი უკან გადადგა და თავი დახარა...


-მისი ნახვა მინდა..


-ვისი


-იცი შენც...


-არ ვიცი სად არის..


-მატყუებ, დარწმუნებული ვარ მისგან მოდიხარ, სხვა ვერანაირი ძალა გაიძულებდა აქედან წასვლას როცა შენმა ლილემ ვალი გაახილა..მასთან გაიქეცი რომ გეხარები მისთვის..


-არ ვიცი სადა...


-ანიკა, ბრმა ვარ მაგრამ ვიცი რომ ფეხი არ გაუდგია სავადმყოფოს შენობიდან და ისიც ვიცი რომ დღეში სამჯერ ნახულობს ჩემს დას ..


-სისულელეს ამბობ..


-კარგი მაშინ დაველოდები და აქ დაველაპარაკები ლევანთან ერთად...


-მიხვდი და არაფერი თქვი?


-მივხვდი, როცა პირველად დაინახე ჯერ შეგეშინდა მერე სახე ბედნიერებისგან გაგინათდა... და დღეში მინიმუმ სამჯერ ხდებოდა ეს ყველაფერი


-ანუ მეუბნები რომ ჩემი მიმიკების და ემოციების წაკითხვა შეგიძლია?მეტი საქმე არ გქონდა ჩემი ცქერის გარდაა?


-ნუ ცდილობ შენი ეშმაკური ხრიკებით გამართო და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანო მახინჯო..


-მახინჯო, ანუ ყველაფერი ძველებურად არის..ამოისუნთქა ანიკამ....


-ყველაფერი დამთავრდება და ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, არვიცი რას და როგორ გავაკეთებ მაგრამ ერთი კი ვიცი ჩემ ცხოვრებიდან ვერსად ვერ გაგიშვებ...


-მართლა არ ვიცი სად არის როცა ლილეს ამბავი გაიგო გახარებული გავარდა მაგრამ არაფერი მითხრა..


-კარგი ესეიგი დაბუნდება...


-მოხდა რამე?


-დავიწყე..


-ლევანმა გითხრა რაღაც..


-ამ თემაზე შენთან ლაპარაკი არ შემიძლია...


-როგორც იტყვი, მაგრამ ერთი თხოვნა მაქ გეგას მოუსმინე ბოლომდე, მერე ლილეს ლილეს აქვს რაღაც სათქმელი რაც ყველაფერს შეცვლის...


-კიდევ რა არ ვიცი...


-არა ნიკა ეგ ყველაფერი ლილედან უნდა გაიგოთ ყველამ...მაგრამ ერთს გთხოვ, შენ იცი რას ნიშნავს გიყვარდეს და მასთან ვერ იყო, მეც ვიცი...


უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა ანიკამ ტუჩზე იკმინა ეს რა თქვი იდიოტო რა საჭიროა შეახსენო ყოველ სიტყვაში შენი გრძნობები..ნიკა თვალს არ აშორებდა ანიკას ტუჩის მძრაობებს და ეს იმდენად მიმზიდველაც მოეჩვენა ცხოვრებაში პრველად თავადაც ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა..არც ანიკას გამოპარვია ნიკას მზერა დააიმორცხვა და სახე მოარიდა...


სულელი, ადრე როგორ ახერხებდა როცა თვალებში მიყურებდა და სიტყვას არ მარჩენდა..ნიკას წამში გაურბინა ანიკასთან გატარებულმა დღეებმა ვალწინ...ფაქტიურად მთელმა ცხოვრებამ..


და ამიტომ გაგრძელა ანიკამ მათ გვერდით ყოფნას ვაპირებ და შენც ასე მინდა რომ მოიქცე..გეგას შენი და სიგიჟემდე უყვარს, მიუხედავად იმისა რომ იცოდა გათხოვდა მაინც უყვარდა.. თუმცა ნიკა მას არარ უსმენდა...




"-შენი და ლოგინში რომ ჩაიწვინა მაშინ სად იყავი?"



"შენ თუ იცი მე როგორ მიყვარხარ?


როგორც გოგოს უყვარს ბიჭი და არა ისე როგორც დას ძმა იდიოტო..."


ამ ორმა წინადადებამ ნიკას სამყარო არია და ყველაფერი თავდაყირა დააყენა არცერთ შემთხვევაში არ იცოდა როგორ მოქცეულიყო სწორად...


-მისმენ?


-ბოდიში ჩავფიქრდი, რა მითხარი...


-არაფერი დაივიწყე ლექსო მოდის...


-კარგი ამბავი გავიგე გილოცავთ, ძალიან მიხარიაა..


-მადლობა, ყველაფრისთვის


-მეორედ ეს მადლობა აღარ გავიგონო...გილოცავ ანიკა, იცი მეუცნაურებოდი რომ არ ლაპარაკობდი... ლექსო ანიკას გადაეხვია.. ვითომ ანიკას არ ეთქვა მისთვის ეს ამბავი 20 წუთის წინ...


-რავი სულ წუწუნებდი ბევრს ლაპარაკობო, ეხლა ჩემს სიჩუმეს ვერ შეეგუე..შენც კაი მასხარა ხარ, ჩუმად უჩურჩულა ანიკამ..


ნიკას თავადაც ვერ აეხსნა რატომ მაგრამ ლექსოს და ანიკას ჩახუტების სცენა არ მოეწონა...


ანიკას ზედაში მოქაჩა..


და ძლივს გასაგონად ჩაიბუტბუტა რა უბედურება ამდენი ჩახუტება


-რა ნიკა?ანიკა ნიკასკენ მობრუნდა...


-არაფერი...დათო და ლიკა მოდიან...


ანიკა მისკენ გაექანა და სასიხარულო ამბავი ამცნო...


-აი, ამ ანიკას ვიცნობ უკვე ... გაიღიმა ლექსომ ძალიან მიხარია თქვენი ამბავი


-რა ამბავი?


-ლილეს გამოჯამრთელებას ვგულისხმობ...


- გამოჯამრთელებამდე ძალიან რთული გზაა...


-ვიცი, ყველაფერი ვიცი, მაგრამ ლილეს გადარჩენის ძალიან ცოტა პროცენტი იყო მაგრამ გადარჩა, დანარჩენსაც მოერევა ლილე ძლიერი გოგოა...


-რომ ვერ გაიაროს?


-მისმინე, მე ყველაფერს თვალყურს ვადევნებ, ყოველ წამს უკეთეს შედეგებს ვხედავ, საშიშროვება იმისა რომ ლილე ვერ გაივლის ძალიან მცირეა, ამიტომ მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ...მას თქვენი სიყვარული და თქვენ აძლიერებთ ფარხმალი არ დაყაროთ...


-შენი ძმაკაცის ნახვა მინდა..


-კარგი...


-ოღონდ არავინ გაიგოს..


-როცა იქნება შესაძლებელი გეტყვი...კარგი წავედი არ მინდა ვინმე გავაღიზიანო ჩემი აქ ყოფნით, საღამოს მოვალ...


როგორც იქნა საღამოც მოვიდა...


ლექსოს დანახვაზე ნიკამ ანიკას უჩურჩულა


-ისევ ყავებით მოდის არამგონია ჩემს გამო ირჯებოდეს ასე ...


-ეხლა თუ არ მოკეტავ ცხვირს გაგიტეხავ...


-რა აგრესია პატარა...


-პრინციპში შენც მართალი ხარ, მშვენიერი ბიჭია, რატომაც აარააა...


ნიკას არაფერი უთქვამს ფეხზე წამოდგა და წავიდა


-სახურავზე ადი იქ გელოდება, ვერავინ დაგინახავთ..


-კარგი, მადლობა..


-სად გაუშვი??მისვლისთანავე ჰკითხა ანიკამ ლექსოს


-მე?


-ნუ მატყუებ..ვიცი რომ გეგასთან შეახვედრე...


-არ იყო დრო?


-კი მაგრამ არ მინდა ვინმემ დაინახოს..


-ნუ გეშინია ვერავინ დაინახავს...


-სად არიან?


-სახურავზე...


-სახურავზე? დამცინი? მეტი არაფერი მოგაფიქრდა...მაგალითად შენი კაბინეტი..


-დიდი ბოდიში მაგრამ ჩემს კაბინეტში ბევრი ჩემთვის ძვირფასი ნივთია...


-ხელები ამიწევია...


-ნუ გეშინია ბავშვები არ არიან იციან სახურავზე მოქცევის წესები...არც ის მგონია ერთმანეთი გადმოყარონ სახურავიდან...


-მე შენსავით დარწმუნებული არ ვარ მაგრამ იყოს როგორც შენ იტყვი...


-ზედმეტად ხომ არ ნერვიულობ ნიკაზე?


-ნუ სულელობ...


-ვითომ დილით რომ ჩაგეხუტე მომეჩვენა რომ არ მოეწონა...


-მოგეჩვენა...ისე ეს ჩახუტება რა მეტიჩრობა იყო ოცი წუთის წინ არ მნახე...


-ვითომ მომეჩვენა?


-ნამდვილად რას იზამ შენ და შენი ძმაკაცი სანდო პირებად არ აღიქმებით...


-არადა რა ტყუილად...წამო ცოტახნით გაგიყვან რამე გემრიელი ვჭამოთ...


-ლილე ვერ ვნახე...


-წამო გვიან შეგიყვან პირობას გაძლევ...


-რა მარტივია კლინიკის მთავარი იურისტისთვის არაა...არ მინდა ჭამა


-კარგი ასე შევთანხმდეთ შენ შეჭამ მე ლილეს გაჩვენებ.


-კარგი წამოდი...


-ცალცალკე ხო არ გავიდეთ, რავიცი ლევანი ისე მიყურებს...


-ნუ ხარ აუტანელი...


-წამო წამო...


-ლექსო..ანიკამ ლექსოს ხელზე ხელი ინსტიქტურად დაადო როცა მანქანაში ჩაჯდენ


-გისმენ ...


-მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩვენთვის, ლილესთვის გააკთე...


-შემაშინე ...


-რატო?


-ისე დაიწყე ვიფიქრე სიყვარულს მიხსნითკო..ძალიან სცადა მაგრამ სიცილი ვეღარ შეიკავა ლექსომ...


-შენ ჩემზე იტყვი არასერიოზულიაო...ისე მოიცა ჩემი სიყვარული საშიშია?


-არც ბედნიერება...


-მადლობა..ცოტაც და ვიფიქრებ რომ ოცნებობ მაგაზე...არც მადლობის ღირსი ხარ შენ შევცდი...


-არ არის საჭირო მადლობა, მე ლილეს საწინაღმდეგო არაფერი მაქვს, მიყვარს და მინდა კარგად იყოს რადგან გვიან მაგრამ მივხვდი რომ თუ არ იქნება ლილე ვერც გეგა იქნება ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მეგობრისთვის...


-მეც...


პირველივე კაფეში შევიდენ ანიკამ მხოლოდ ახლა იგრძნო რომ ძალიან შიოდა..


-ისე გეგას ხომ არ დაურეკავდი...


-რატო?


-რავი მაინტერესებს რომელი გადარჩა...


-შენ დაურეკე შენ ბიჭს..


-ამ ჩანგალს ხედავ? რა ჩაიხვიე, ნიკა ჩემი მეგობარია...


-როგორც იტყვი...


-ნუ მიყურებ ალმაცერად ჭამა მაცადე...


ლექსო გაჩუმდა ანიკამ კი მშვიდად გაგრძელა ჭამა...


-ანიკა...


-რა მალე ჩამოკრა უბედურების ჟამმა ამჯერად რა გინდა...


-იას გეგას ნახვა უნდა...


-ია ვინ არის?


-ია არის გეგას დედა, ლილეს ექიმი და კიდევ უფროსი..


-სასიამოვნოა..


-ანიკა


-რა გინდა?ჩემგან ჭირდება ნებართვა შვილი რომ ნახოს?


-ნუ მაიმუნობ, არა ჩემთვის ამ თემაზე საუბარი მარტივი და კიდევ ნუ მირთულებ გთხოვ..


-რატომ უნდა ნახოს?


-ია დარწმუნებულია რომ ბავშვის მამა გეგაა...


-სისულელეა...


-ამას შეხედე, ლექსომ ტელეფონში გეგას ბავშობის ფოტო ამოძებნა და ანიკას გაუწოდა...ეს მსგავსება შემთხვევითობაა?


-მე არაფრის თქმა არ შემიძლია, გთხოვ ამ თემაზე არ დამელაპარაკო...


-ვიცი რომ შენ იცი სიმართლე..


-მე არაფერი ვიცი...


-ნურაფერს მეტყვი..უბრალოდ დამეხმარე...


-გეგა?


-რა გეგა, გაინტერესებს იცის თუ არა...არც კი ეჭვობს წინაღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს გადაწვავდა, ფიქრობ მაგას რომ გაიგებს მშვიდად იქნება?მაგის თქმის უფლება მხოლოდ ლილეს აქვს...როგორ ფიქრობს ეჭვადაც რომ ქონდეს ლილეს და ბავშვს ლევანის გვერდით დატოვებდა?



-ნეტა შემეძლოს წარსული დავაბრუნო...


-მომავალი შევცვალოთ..




- გეგა ნიკას დანახვაზე წამოდგა


ნიკა უსიტყვოდ მიუახლოვდა რაც ძალა ქონდა ერთიანად მოიკრიბა და ისე დარტყა გეგას.. მერე კი ვითომც არაფერი იქვე ბეტონის ფილაზე ჩამოჯდა


-ეს იმისთვის რომ ჩემს დას შეეხე არასწორად, ახლა კი დაჯექი და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი...


-ხუთი წლის დაგვიანებით მიღებული დამსახურებული...თუმცა მეტისთვისაც მზად ვიყავი..


-გულს დაგაკლდა? შენი მონაყოლით გადავწყვეტ გაკმარო თუ დაგიმატო...


გაგრძელება იქნება....


სიყვარულით ინტერ-გოგონა




2
58
შეფასება არ არის
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
58
  
2023, 5 ივნისი, 1:46
https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/159610-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-11/
2023, 29 მაისი, 10:15
გაგრძელება ?
0 1 2