x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"ბონდის გოგონები": ტოპ - 10 ფატალური და საშიში ლამაზმანი

image


"ბონდის გოგონა"- ეს არ გახლავთ მხოლოდ როლი, ის საპატიო სტატუსია, რომლითაც მსახიობი ქალბატონები რეალურად ამაყობენ. ინგლისელი აგენტის 007-ის დაუსრულებელმა საგამ ბევრ ნიჭიერ და ლამაზ ქალს მისცა საშუალება გამოეცადა საკუთარი თავი მთავარი გმირის ერთგული თანამგზავრის (ან მოწინააღმდეგის) როლში. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე გაგახსენოთ ჯეიმს ბონდის 10 ყველაზე საბედისწერო მეგობარი გოგონა, რომელიც არა მხოლოდ "ბონდიანას", არამედ მსოფლიო კინოს ისტორიაშიც შევიდა. თითოეულ მათგანს აქვს თავისი უნიკალური ხასიათი, ისტორია და ხიბლი. ასეთი ქალების დავიწყება კი ნამდვილად შეუძლებელია – მაშინაც კი თუკი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჯაშუში ხართ.




მის კარუზო (მადლენ სმიტი)


image


მისის კარუზო ტიპიური ქალი - აგენტია, რომელიც ბონდის თვისებებით იხიბლება, თუმცა 1973 წლის იტალიელი ჯაშუში არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ძალიან ჭკვიანიც გახლავთ, ამიტომ მერვე ფილმის "იცოცხლე და სიკვდილი აცადე" ფინალში თავისას ის მაინც აღწევს.




ქსენია ონატოპი (ფამკე იანსენი)


image


1995 წელს ჯეიმს ბონდს პარტნიორობა ქსენია სერგეევნა ონატოპმა გაუწია, ფამკე იანსენი - ასე ერქვა მის გმირს "იქს-ადამიანებში", რომელიც საბჭოთა გამანადგურებელ პილოტსა და დაუნდობელ მკვლელს ასახიერებდა. ეს იმიჯი კინოს ისტორიაში დარჩა, როგორც კლასიკური საბედისწერო ქალის სიმბოლო.




ტრეისი ბონდი (დაიანა რიგი)


image


დაიანა რიგმა ითამაშა ერთადერთი ნამდვილი მისის ბონდი (თუ არ ჩავთვლით კისი სუზუკს). ევროპელი დიდგვაროვანის მიერ გაზრდილი იტალიელი კრიმინალური ავტორიტეტის ქალიშვილი ბონდისთვის შესანიშნავი მეწყვილე იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ, "მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში" ფინალი სულ სხვაგვარად წარიმართა. სხვათა შორის, დაიანა რიგი ასევე ცნობილი იყო როგორც ლედი ოლენა ტაირელი "სამეფო კარის თამაშებიდან".




ვესპერ ლინდი (ევა გრინი)


image


ფრანგმა მსახიობმა ევა გრინმა "კაზინო როიალში" ვესპერ ლინის როლი შეასრულა. მისი გმირის ურთიერთობა დენიელ კრეიგისეულ ბონდთან ბევრად უფრო ემოციური გამოდგა, ვიდრე აგენტის წინა ყველა სხვა რომანი. სწორედ ასეთი ძლიერი და ორაზროვანი ქალის იმიჯის წყალობით ბონდის ოცდამეერთე ფილმი "ბონდიანას" ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა.




ტატიანა რომანოვა (დანიელა ბიანკი)


image


რუსული წარმოშობის ქერა ლამაზმანი ითამაშა არა საბჭოთა მსახიობმა, არამედ "მის სამყაროს" კონკურსის იტალიელმა მონაწილემ დანიელა ბიანკიმ. გმირს ხმა მსახიობმა ბარბარა ჯეფორდმა "აჩუქა". ტატიანა რომანოვა დიდი თეატრის ბალერინა იყო, ამიტომ მისი ყოველი ჟესტი მეტყველებდა სიმშვიდეზე, ელეგანტურობასა და ერთგულებაზე.




ფიონა ვოლპე (ლუჩანა პალუცი)


image


ფიონა ვოლპე გახდა არა იმდენად "ბონდის გოგო", რამდენდაც მისი მოსისხლე მტერი - თუმცა მისი ეფექტური გარეგნობის შეუმჩნევლობა უბრალოდ შეუძლებელი იყო. იტალიელ მსახიობს ლუჩანა პალუცის თავდაპირველად დომინო დერვალის როლი სურდა, თუმცა მას უფრო მისთვის შესაფერისი იმიჯი მოარგეს.




პუსი გალორე (ონორ ბლეკმანი)


image


მსახიობ ონორ ბლეკმანის მიერ შესრულებული პუსი გალორე "ბონდიანას" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია. მართალია, რომანში ეს ქალი ქალთა ბანდის ლიდერად გვევლინება, თუმცა 1964 წლის ფილმში "გოლდფინგერი" რეჟისორებმა გადაწყვიტეს სტანდარტულ "ცუდი გოგოს" იმიჯზე არ ჩაციკლულიყვნენ.




დომინო დერვალი (კლოდინ ოჟე)


image


იან ფლემინგის რომანებში დომინო დერვალი ცნობილი იყო, როგორც დომინო ვიტალი, თუმცა პროდიუსერებს ისე ძალიან სურდათ 1965 წლის ფილმში ფრანგი მსახიობის კლოდინ ოჟეს მიწვევა, რომ პერსონაჟს სახელიც კი შეუცვალეს.




მერი გუდნაითი (ბრიტ ეკლანდი)


image


ბრიტ ეკლანდი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, ვისაც კი "ბონდის გოგონას" როლში უთამაშია. თავქარიანი, მაგრამ მომხიბვლელი მისის გუდნაითი ფილმში "მამაკაცი ოქროს პისტოლეტით" არა მხოლოდ ბონდისგან და მთავარი ანტაგონისტისგან, არამედ საკუთარი მეტოქისგანაც მთელი ფილმის განმავლობაში იტანჯება.




ანდრეა ანდერსი (მოდ ადამსი)


image


მოდ ადამსი - ერთადერთი მსახიობია, რომელმაც ბონდის ორი სხვადასხვა გოგონა ითამაშა ფილმებში "მამაკაცი ოქროს პისტოლეტით" და "რვაფეხა". საშიში, მიმზიდველი, იდუმალი და ლამაზი - ადამსმა საკუთარ თავში ყველაფერი ის განასახიერა, რაც ბონდის ნამდვილ გოგონას უნდა ჰქონოდა.













0
406
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
406