x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მივახალე ყველაფერი, კაცი ხარ თუ კაცუნა, მეუთხარი... შერცხვა და ..." - რა შეემთხვა ნათია ფანჯიკიძეს

image


ფსიქოლოგი და ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მისთვის ჩვეული იუმორით ერთ სახალისო პოსტს ავრცელებს და წერს:


"კიდევ რომ მომწერა, დაბლოკილი ხარ და თუ არ ეთანხმები, გამოხატე შენი აზრიო, არ დავიზარე და მივახალე ყველაფერი, გძინავს შენ, მეუთხარი, ვერ გაგირჩევია, ვის ბლოკავენ და ვის არა, მოფომფლოვებულხარ უდროო დროს, ოქროსავით ქალს ფრთები რომ დამაჭრეს და არ იმჩნევ და ტატამზე დახტიხარ რწყილივით, კაცი ხარ თუ კაცუნა, მეუთხარი. შერცხვა და განმბლოკა."- წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ნათი ფანჯიკიძის ზემოაღნიშნული სტატუსი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მის მიერ დაწერილ პოსტს მოჰყვა, რომელიც დაიბლოკა:


"მოკლედ, ვინც რუსეთის ვიზაზე გავიღლიცინეთ, ყველა მიგვაბლოკეს, უბრალოდ არასრულყოფილად, გაჭირვებით ვმოძრაობთ და მეასე მცდელობაზე რაღაც იპოსტება, ლაიქდება, ან პირადი შეტყობინება იგზავნება.


ხოდა აგია უვიზო რეჟიმი? საკუთარ კედელზე რომ არ გვიშვებენ, ესენი გადაგვყრიან ხეირს?" - დაწერა ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდება სავიზო რეჟიმი და ასევე მოიხსნება ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.











0
363
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
363