x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
„აი, მართლა ბრავო მიშა სააკაშვილს, ამ ავადმყოფურად ამბიციური „ტიპების“ ხელში“ - თაკო ჩარკვიანი
image


პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში „ენმ“-ის წევრის ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელიამ წაგება ვერ გადაიტანა.

.

„აი მართლა ბრავო მიშა სააკაშვილს, ამ ავადმყოფურად ამბიციური „ტიპების“ ხელში რანაირად აშენებდა სახელმწიფოს, ეს რა საცოდაობა მოვისმინე ნიკანორ მელია: „ჩვენი კარი ღიაა და მოვიდნენო, ეუბნება ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ თავმჯდომარეს“ ანუ იგივე ვარშალომიძეს რომ გაეკეთებინა და ეთქვა. პარტია პარტიაში თუ რას ნიშნავს და რატომ აქირქილებს „ოცნებას“ მსხვილ ოპოპარტიაზე, რა ვერ გადაიტანა წაგება ეს რა საცოდაობაა, ან ამდენ ხანს ვინ გეგმავდა ბრძოლას და ვინ იყო „სტრატეგი“ ხომ წარმოგიდგენიათ?! თურმე ვის ახსოვს ვინმე ამ ქვეყნად, ჯარისკაცებად როცა არიან არ უყვართ ქვეყანა და იდეა??? მხოლოდ თავმჯდომარე რომ ხარ ან უბნის უფროსი მაშინ ხარ „იდეური" და მაშინ იბრძვი?! ვახ ..... საოცარი და სამწუხაროა“, - წერს თაკო ჩარკვიანი.


.

„ერთი სული ჰქონდა მერაბიშვილს და კეზერაშვილს ქუდი დამეხურა, გავსულიყავი და გაუგებრობაში დამეტოვებინა ათიათასობით „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, ეს ბედნიერება მათ არ მივანიჭე“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.

.

მელიამ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში „რეაქცია“ ვრცლად ისაუბრა კეზერაშვილ-ადეიშვილის ჩრდილოვან მმართველობაზე.ღირებულებითი და ფასეულობითი დისტანცირება შეინიშნება ახლანდელ ლიდერებსა და ჩემს შორის. - აღნიშნავს მელია.

.

კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი სრულად ფლობენ ენმ-ის მართვის ბერკეტებს - ნიკა მელია


„როდესაც კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თითქოს შთაბეჭდილება მრჩება, ბოდიში უხეში მეტაფორისთვის, შიდსით რომ ხარ დაავადებული ადამიანი და არავის რომ არ უმხელ და რომ გაბრაზდები. ყოფილა ასეთი პრეცედენტები, წაგვიკითხავს, რომ გაბრაზებული ხარ საკუთარ თავზე და განგებ ცდილობ რომ გადასდო ბევრ ადამიანს ინფექცია. ამას მაგონებს დათო კეზერაშვილი დღეს, ნაცვლად იმისა, რომ დისტანცირდეს ადამიანი“, - დასძენს „ენმ-ს“ წევრი.

.

„კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი სრულად ფლობენ ენმ-ის მართვის ბერკეტებს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

.

მელიას თქმით, რაც არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ მოხდა, ყველაფერში ეს სამი პირი იყო ჩართული.


„პარტიიდან ფაქტობრივად გამომაგდეს. ეს იყო უნებლიე შეცდომა? არა ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი. ლევან ხაბეიშვილს ვანო მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა დაავალა ეს. ხაბეიშვილმა შეასრულა ნოტარიუსის ფუნქცია. ზურა ადეიშვილი პარტიის საარჩევნო პროცესებში ისე იყო ჩართული, რა დოზითაც ჩართული იყო კეზერაშვილი და მერაბიშვილი. დღეს, ეს პარტია [ენმ] თუ ვინმესია, ამ წუთში და თუ ვინმე სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი. ეს 3 ადამიანი, თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდე ჩართული იყვნენ არჩევნებში. ადეიშვილი, მერაბიშვილი და კეზერაშვილი იყვნენ ავტორები, რაც მოხდა 5 თებერვალს არჩევნების ჩატარებიდან 5 დღეში, როდესაც ნახევარი პარტია გაყარეს პარტიიდან“, - აცხადებს ნიკა მელია.

.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის უმძიმეს მდგომარეობაში ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ.

.

ტოვებს თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“?
.
„2013 წელს „ნაცმოძრაობაში“ მაშინ მოვედი, როდესაც პარტიიდან გადინება მიდიოდა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.
ჟურნალისტიკის კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტია ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას? ენმ-ის წევრმა უპასუხა:
„პარტიაში ვიქნები, თუ პარტია იქნება დემოკრატიული მმართველობის ქვეშ, პარტიაში ვიქნები, თუ პარტია იქნება დაფუძნებული ღირებულებებზე და ფასეულობებზე. დიახაც, აუცილებლად ვიქნები იმიტომ, რომ ამ პარტიისთვის ძალიან ბევრი რამ მაქვს გაკეთებული. სანამ ვხედავ თეორიულ შანსს, რომ ეს პარტია შესაძლოა, გადარჩეს, გადარჩეს ფასეულობის, ღირებულებების მხრივ და არ განიძარცვოს ამ ყველაფრისგან, ბუნებრივია, მე ვიქნები ენმ-ში“, - აცხადებს ნიკა მელია.
.
მელიას თქმით, პარტია არაფორმალურად იმართება.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ სოლიდურობა, პერსპექტივა, ზრდის პოტენციალი დაკარგა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარტია [„ნაციონალური მოძრაობა“] არის უმძიმეს მდგომარეობაში ვიდრე ოდესმე ყოფილა. რაც არ უნდა თქვას მავანმა და ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა. რაც უფრო კვირები გადის, ვატყობ, უფრო მეტი და მეტი საერთო ნიშანი აქვს დღევანდელ „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტის პირობებში „ნაცმოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. სულ უფრო და მეტი საერთო ნიშანი აქვთ, ამის აღიარება ძალიან მიმძიმს, მაგრამ ეს არის ფაქტი. ახალ არ არის არც ნიშნის მოგების და მხილების დრო, თუმცა, არც დუმილის დრო არის. წინ ჩვენ გველოდება გადამწყვეტი ფაზა, სადაც უბრალოდ შეცდომების დაშვების საშუალება არ გვაქვს. ვცდილობ, ვთქვა სიმართლე ისე, რომ შეურაცხყოფა არავის მივაყენო.
.
პარტია არაფორმალურად არ უნდა იმართებოდეს. დღეს იმართება არაფორმალურად თუ იმართება, ეს არის სერიოზული ძირეული პრობლება. პარტიამ დაკარგა სამწუხაროდ - სოლიდურობა, პერსპექტივა, დაკარგა პოტენციალი ზრდის. ენმ იმართება იმ მოდელით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს აპრობირებული, ეს არის კლანური მმართველობა, კაპიტალით მმართველობა, მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური ძალებით მმართველობა, არადა ეს არ არის ის რისთვისაც ათასობით მხარდამჭერი იბრძოდა“, - აცხადებს ნიკა მელია.
0
110
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0