x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
გახსენებაც კი უჭირთ: სელებრითების 12 ყველაზე დამამცირებელი კასტინგი

image


სანამ ყველასთვის საყვარელი მსახიობები ცნობილები და პოპულარულები გახდებოდნენ, მათ სიარული ხშირად საკმაოდ დამამცირებელ კასტიგებსა და გასაუბრებებზე უწევდათ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ისტორიებს, რომლებსაც ჰოლივუდის ვარსკვლავები წლების შემდეგაც კი უსიამოვნოდ იხსენებენ.




ჯენიფერ ლოურენსი


image


მსახიობი ხშირად იხსენებს კასტინგიდან ერთ უსიამოვნო შემთხვევას, რომელიც სამუდამოდ დარჩა მის მეხსიერებაში. პოპულარობის გარიჟრაჟზე ერთ-ერთი მოსმენის დროს, მსახიხობს სხვა პრეტენდენტებთან ერთად შიშველი სიარული აიძულეს. ამ ყველაფერთან ერთად კი ისიც უთხრეს რომ როლისთვის ორ კვირაში რამდენიმე კილოგრამიც უნდა დაეკლო. ამ ინციდენტს მსახიობი დღესაც უსიამოვნოდ იხსენებს.





რაიან გოსლინგი


image


უსიამოვნო და დამამცირებელ სინჯებს ადგილი არა მხოლოდ მსახიობი ქალბატონების, არამედ მსახიობი მამაკაცების ცხოვრებაშიც ჰქოდა. მაგალითად, გოსლინგის თქმით, მას ერთ-ერთ მოსმენაზე ემოციური და სენტიმენტალური მონოლოგი კასტინგის დირექტორმა შეაწყვეტინა, რადგან მას ტელეფონმა დაურეკა. ამ დროს მსახიობს ყველაფრის მიტოვება და წასვლაც კი სურდა.





მეგან ფოქსი


image


საიდუმლო არ არის, რომ ბევრი რეჟისორი თავის ფილმში ფოქსს მხოლოდ მამაკაცების ყურადღების მისაქცევად იწვევს. მსახიობი მის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას უკვე მიეჩვია, მაგრამ ზოგჯერ რეჟისორები და პროდიუსერები ყველანაირ დასაშვებ ზღვარს გადადიან. მსახიობის თქმით, "ტრანსფორმერების" კასტინგის დროს რეჟისორმა მაიკლ ბეიმ მას თავისი "ფერარის" გარეცხვა სთხოვა, რაც კამერაზეც გადაიღო. ფოქსმა დღემდე არ იცის სად ინახება ახლა ეს გადაღებული მასალა.





ბილ ნაი


image


ხანგრძლივი სამსახიობო კარიერის განმავლობაში ბრიტანელი მსახიობი არაერთ კასტინგზე ყოფილა, მაგრამ ერთი შემთხვევა მისთვის დღესაც კი უსიამოვნო გასახსენებლია. ერთ - ერთი კისონჯის დროს მას უცნაური ტანსაცმლისა და ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, მკვეთრი მაკიაჟის გაკეთება და "Deep Purple"-ის "Smoke on the Water" -ის შესრულება სთხოვეს. მართალია მან ამ უცნაურ დავალებას თავი ბრწყინვალედ გაართვა, თუმცა თავად ნაის თქმით, მას ძალიან სურდა ამ ყველაფრის სახიდან მოშორება და სახლში წასვლა.





ედი რედმეინი


image


მსახიობს ოცნება ჰქონდა: "ვარსკვლავური ომების" ფრენჩაიზში ეთამაშა, ხოლო როდესაც ასეთი შესაძლებლობა მიეცა, მის სიხარულის საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი კასტინგმა დაჩრდილა. მან სინჯები კაილო რენის როლზე გაიარა, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ ის სახლში გაუშვეს.ედი დეპრესიაში ჩავარდა, რადგან მან ბავშვობის ოცნება ვერ აისრულა.





ემი როსუმი


image


გოგონა ყვება, თუ როგორ დაუძახეს ერთხელ მას დიდ პროექტში სათამაშოდ, ოღონდ ერთი პირობით: ოფისში ის ბიკინით უნდა მისულიყო, თუმცა ყველაზე ამაზრზენი მაინც ის იყო რომ არც ერთ კადრში მსახიობი შიშველი არ გამოჩნდა.




როზამუნდ პაიკი


image


ფილმის "მოკვდი სხვა დღეს" კასტინგზე მსახიობს კაბის გახდა სთხოვეს, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა, კინოსინჯების შემდეგ როზამუნდი არც კი ფიქრობდა რომ მას დაურეკავდნენ, თუმცა მისი ხასიათის სიმტკიცით აღფრთოვნებული პროდიუსერები სწორედ მის კანდიდატურაზე შეჯერდნენ.





დენიელ რედკლიფი


image


მსახიობი ამ ამბავს დღესაც უსიამოვნოდ იხსენებს. საქმე იმაშია რომ კასტინგზე მისულმა გადაწყვიტა ერთი ნაცნობის, კასტინგის დირექტორის საქმე გაერჩია. ისტორიის მოყოლისას მოულოდნელად კაბინეტში მამაკაცი შემოვიდა, რომელსაც მან ყურადღება არ მიაქცია და ისტორია განაგრძო, დასასრულისკენ კი ახალმოსულს შეხედა, მის ზურგს უკან კი სწორედ იმ ადამიანის საუკეთესო მეგობარი აღმოაჩინა ვის შესახებაც ის საუბრობდა. საბოლოოდ, მსახიობს სწორედ მასთან მოუწია კინოსინჯების გავლა.





მერილ სტრიპი


image


ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი კარიერის გარიჟრაჟზე ერთ - ერთ კასტინგზე მიიწვიეს. 27 წლის მსახიობი გასაუბრებაზე რეჟისორის შვილმა დაიბარა, რომელიც მისი თეატრალური წარმოდგენით იყო აღფრთოვანებული, მაგრამ თავად რეჟისორმა როგორც კი გოგონა დაინახა, ახალგაზრდას იტალიურად ჰკითხა, რატომ მიიყვანა მასთან ეს მახინჯი ქალი. სტრიპმა ენა იცოდა და თავხედ მამაკაცს საკადრისი პასუხიც გასცა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მსახიობი ამ ფაქტს ძალიან გაენაწყენებინა, თუმცა პატარა გულისტკენა მას მაინც დარჩა.



ანა კენდრიკი


image


გოგონა ხშირად საუბრობს კინოსინჯების დროს ერთი მახინჯი პრაქტიკის შესახებ, რომლის შემსწრეც ის არაერთხელ გამხდარა, მისი თქმით, ქალის როლზე მსახიობებს მხოლოდ მას შემდეგ ირჩევენ, რაც მამრობითი სქესის პრეტენდენტს აირჩევენ, რაც ანა კენდრიკის თქმით, მას გულს ძალიან სტკენს.




ჯეიკ ჯილენჰოლი


image


ცოტამ თუ იცის, რომ "ბეჭდების მბრძანებელში" ჰობიტ ფროდოს როლი ამ მსახიობსაც შეეძლო შეესრულებინა, თუმცა მან კასტინგი ვერ გაიარა. მასალის წაკითხვის შემდეგ რეჟისორი პიტერ ჯექსონი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ჯეიკ ჯილენჰოლი ყველაზე ცუდი მსახიობია, ვინც კი მას ოდესმე შეხვედრია, და ეს მან პირში თავად მსახიობს უთხრა.




აარონ პოლი


image


მიუხედავად იმისა, რომ საკულტო სერიალში "Breaking Bad"-ში შესრულებულმა როლმა მსახიობს რამდენიმე ჯილდო მოუტანა, პოლისთვის კასტინგმა საშინლად ჩაიარა. თავისი გამოსვლის დროს ის იბნეოდა, რეპლიკებს ურევდა და უცენზურო სიტყვებსაც ამბობდა, თუმცა ამ ყოველივეს მისთვის როლის მიღებაში ხელი არ შეუშლია.







0
266
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
266