x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცხოპლანეტელები დედამიწაზე გრავიტაციის გამო ვერ ჩამოდიან?

რატომ არ გვქონია დღემდე კონტაქტი არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლებთან? აქამდე რატომ არავინ ჩამოფრინდა, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად, სამყაროში მარტონი არ ვართ?! ზოგიერთი ასტროფიზიკოსი დარწმუნებულია, რომ ამის მიზეზი, შეიძლება, გრავიტაცია იყოს.


image


მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი 200-ზე მეტი ეგზოპლანეტა შეარჩიეს, რომელიც «პოტენციურად, საცხოვრებლად ვარგისიანად» იყო აღიარებული, რადგან ისინი, თავიანთი მშობელი ვარსკვლავების, საცხოვრებელ ზონაში მდებარეობენ. ანუ იქ არის წყალი თხევად მდგომარეობაში და პლანეტა, ატმოსფეროს სქელი ფენით, დაცულია გამოსხივებისგან.

ამ შორეული სამყაროების შესწავლით, კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ პერსპექტიული ეგზოპლანეტების აბსოლუტური უმრავლესობა, სიდიდით, დედამიწის მნიშვნელოვნად აღემატება, უფრო ზუსტად, – 10–ჯერ უფრო დიდებია, ვიდრე ჩვენი პლანეტა. ეს კი, იმაზე მეტყველებს, რომ იქ გრავიტაცია, უფრო დიდი იქნება, ვიდრე ჩვენთან არის... და იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქ გონიერი არსებები ცხოვრობენ, რომლებიც იქაურ პირობებთან შეგუებულები არიან, მაშინ დიდი ალბათობით, კოსმოსური პროგრამის ორგანიზებას ვერ მოახერხებენ!

მარტივმა გამოთვლები აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უცხოპლანეტელები, პატარა თანამგზავრის გაშვებას, ასეთი ეგზოპლანეტის ორბიტაზე გადაწყვეტენ, მაშინ მათ 440 000 ტონიანი რაკეტის გამშვები დასჭირდებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის გრავიტაცია, შეიძლება, გადაულახავი დაბრკოლება იყოს იმ პლანეტაზე მცხოვრებთათვის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ ახალი დაავადების შესახებ, რომელიც კორონავირუსზე უფრო სახიფათოა

* "შოუ–ბიზნესი ყალბი სამყაროა" – მოსკოვში ჩასულ პუგაჩოვას რუსი ვარსკვლავები ცივად შეხვდნენ

* ჰიტლერის საიდუმლო სარდაფი



2
547
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
547
  
2023, 13 მაისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 მაისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2