x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხის გზა, რომელიც 6 000 წლის წინ დააგეს
image

Sweet Track (ტკბილი ბილიკი)არის 5830 წლის ნეოლითის ხანის ხისგან დაგებული გზა. მდებარეობს ინგლისში.


1970 წელს აქ ტორფს მოიპოვებდნენ და შემთხვევით წააწყდნენ ბილიკს. არაფერი მინიშნება ტკბილეულზე ან შაქარზე ამ ადგილებში არ არის. სახელი დაარქვეს აღმომჩენის, რეი სვიტის(Ray Sweet )სააპატივცემლოდ. ეს ბილიკი მთელი საგზაო ქსელის ნაწილი იყო. უძველესმა ხალხმა ის დააგო, იმისთვის რათა საიმედო გზა ჰქონოდათ ჭაობიან ადგილებში.


სწორედ ჭაობმა შეუწყო ხელი ამ უძველესი გზის ასეთ შესანიშნავ მდგომარეობაში დაკონსერვებას და შენარჩუნებას.



კონსტრუქცია შედგებოდა ჯვარედინი ძელებისგან, რომელიც მიწაში იყო ჩარჭობილი ჯვარედინი ძელები გაკეთებული იყო იყო იფანისგან, მუხისა და ცაცხვისგან. ზემოდან კი მუხის იატაკი იყო დაგებული.

image

დაფების სიგანე 40 სმ-მდეა, სისქე 5 სმ, სიგრძე კი 3 მეტრი. ისინი მოჭრილი იყო ახალგაზრდა ხეებიდან, რომელთა დიამეტრი არ აღემატებოდა ერთ მეტრს. ხის დასამუშავებლად იყენებდნენ მხოლოდ ქვის ცულებს, ასევე ხის სოლს და ჩაქუჩებს.


გზის დასაგები მასალა სხვაგან მზადდებოდა, რადგან აქ ჭაობი იყო და შესაფერისი ხეები არ არის. მოჰქონდათ აქ, რა დროსაც სამუშაოს ასრულებდნენ აკურატულად და მონდომებით.

image

გზის სიახლოვეს აღმოაჩინეს ქვის ცულები, ჩაქუჩები, დანები და თიხის ჭურჭელი.

image

გზის ქსელი შთამბეჭდავია იმ ეპოქის მწირი მოსახლეობის გათვალისწინებით. ერთი შემონახული გზის სიგრძე 2 კილომეტრს აჭარბებს.


ხის გზით შესაძლებელი იყო ჭაობის გადალახვა და კუნძულზე მისვლა. გზას 10 წლის განმავლობაში ხმარობდნენ და შემდეგ მიატოვეს, რადგან ჭალაში წყლის დონემ აიწია და უსარგებლო გახდა.


image

1
465
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
465
  
2023, 9 მაისი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1