x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პუტინმა უკრაინას დასავლეთის მიერ "დახურდავებული მონეტა" უწოდა
image

რუსეთის პრეზიდენტი გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და რამდენიმე საყურადღებო საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ე.წ. სპეცოპერაციაზე და უკრაინაზე, პუტინმა უკრაინას დასავლეთის მიერ დახურდავებული მონეტა უწოდა.



"გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და ყველაფრის უფლება გარდაუვლად გადაიქცევა ტრაგედიად. ეს არის იმ კატასტროფის მიზეზი, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის. ისინი გახდნენ სახელმწიფო გადატრიალების და მის საფუძველზე ჩამოყალიბებული დასავლელი ბატონების დანაშაულებრივი რეჟიმის მძევლები, დახურდავებული მონეტები მათი სასტიკი, ეგოისტური გეგმების განხორციელებისთვის".



პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს სურს იხილოს მომავალი მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური და რუსეთისთვის არ არსებობს არამეგობრული, მტრული ხალხები არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი უპირატესი იდეოლოგია არის ამაზრზენი, კრიმინალური და მომაკვდინებელი.



მაგრამ დასავლური ელიტები საუბრობენ თავიანთ ექსკლუზიურობაზე, აპირისპრებენ ხალხებს და პროვოცირებენ სისხლიან კონფლიქტებს, თესავს სიძულვილს, რუსოფობიას და აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებს ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანს აქცევს პიროვნებად.


”და ყველაფერი იმისთვის, რომ მომავალშიც უკარნახოს და თავს მოახვიოს სხვა ერებს საკუთარი ნება, უფლებები, წესები და ფაქტობრივად, სინამდვილეში ძარცვა, ძალადობა და უსამართლო სისტემა”



პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის ოპონენტებმა გასული საუკუნის შუა პერიოდის მოვლენებიდან როგორც ჩანს ჭკუა ვერ ისწავლეს.


„როგორც ჩანს, მათ დაავიწყდათ, რასაც მოჰყვა ნაცისტების გიჟური პრეტენზიები მსოფლიო ბატონობაზე, მათ დაავიწყდათ ვინ დაამარცხა ეს ამაზრზენი ტოტალური ბოროტება, ვინ აღუდგა კედლად კედლად მშობლიურ მიწას და არ დაზოგა სიცოცხლე ევროპის ხალხების განთავისუფლებისთვის."ციტირებს რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს გამოცემა РИА Новости.

1
122
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
122
  
2023, 9 მაისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1