x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თაღ­ლი­თე­ბის მსხვერ­პლნი გავ­ხდით! ეს პოს­ტი წა­ი­კი­თხეთ... ჩვენს დღე­ში არ იყოთ!"- რა შეემთხვა მაია სტეფნაძეს

image


ტელეწამყვანი და პრო­დი­უ­სე­რი, მაია სტეფ­ნა­ძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იმის შესახებ წერს თუ როგორ აღმოჩნდა ერთი ცნობილი ადვოკატის "წყალობით" მისი ოჯა­ხი 3 მეზობელთან ერთად თაღ­ლი­თუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი. მაია სტეფ­ნა­ძე ყველა იმ ადამიანს, ვისაც კი ამ კონკრეტულ ადვოკატთან რაიმე შეხება ჰქონია მოუწოდებს კარგად გადაამოწმოს საკუთარი საკუთრება, ვინაიდან ისინიც შესაძლოა მის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ცნობილი პროდიუსერისა და ტელეწამყვანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"ჩემი ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც კი­დევ 3 მე­ზო­ბე­ლი, თბი­ლი­სის ცენ­ტრში, თაღ­ლი­თე­ბის ჯგუ­ფის მსხვერ­პლნი გავ­ხდით! თუ ვინ­მეს საქ­მი­ა­ნი, თუნ­დაც ირი­ბი შე­ხე­ბა გქო­ნი­ათ ად­ვო­კატ ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვილ­თან, ეს პოს­ტი წა­ი­კი­თხეთ და შემ­დეგ თქვე­ნი სა­კუთ­რე­ბა შე­ა­მოწ­მეთ, ჩვენს დღე­ში არ იყოთ! კერ­ძო სახ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 1900-იანი წლე­ბი­დან ჩემი შვი­ლე­ბის დიდი ბა­ბუ­ის და მე­ზობ­ლის დიდი ბა­ბუ­ის აშე­ნე­ბუ­ლი იყო და ამ­დე­ნი წელი მარ­ღა­ნი­ე­ბი და შუღ­ლი­აშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ მე­სა­კუთ­რე­ე­ბი, შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით სხვა პირ­ზეა გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი.


მოკლედ რომ ვთქვა, ეზო­ში 4 ოჯა­ხის ქო­ნე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრმა ისე გა­და­უ­ფორ­მა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბით ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვილს, რომ კი­თხვაც არ და­უს­ვამს ჩვენ­თვის. სა­ფუძ­ვე­ლი მაქვს ვი­ფიქ­რო, რომ სა­ჯა­რო რე­ესტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი ასე­ვე ჩარ­თუ­ლია ამ­თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში! ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ისაა, რომ ამ თაღ­ლი­თე­ბის ჯგუფს სა­თა­ვე­ში უდ­გას ად­ვო­კა­ტი ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან არა­ვი­თარ შე­ხე­ბა­ში არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა და ჩვე­ნი მე­ზობ­ლის მო­და­ვე მხა­რის ლია კო­ბა­ხი­ძის ად­ვო­კა­ტი იყო.


ამ თაღ­ლით­მა ფარ­ჩუ­კაშ­ვილ­მა და­არ­ღვი­ა ყ­ვე­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი ნორ­მა, ნო­ტა­რი­უ­სის და­ვით წივ­წი­ვა­ძის ხე­ლით გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბით მო­ი­პო­ვა სამ­კვიდ­რო, გახ­და 4 ოჯა­ხის ბი­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე და თა­ვის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის კი­დევ ერთ წევ­რზე, კონ­სტან­ტი­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­ზე გა­მოს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბით გა­ას­ხვი­სა, რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მყიდ­ვე­ლის იმი­ჯი შე­ექ­მნა.ეს ის ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში 40-მდე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლია, ისე­ვე რო­გორც მისი ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბიც.ეს ის ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც მსჯავ­რე­ბუ­ლი იყო, მა­ს­მე­დი­ის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავს აცო­დებ­და და პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი გმი­რის როლ­ში გვევ­ლი­ნე­ბო­და.


ეს ის ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც დღემ­დე ად­ვო­კა­ტია და ფა­რუ­ლად დიდი ოდე­ნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­ში ვდებთ ბრალს!თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო / Tbilisi City Courtჩვე­ნი ეზოს უფ­ლე­ბებს ჩემი ძვირ­ფა­სი მე­გობ­რის ეკა ბე­სე­ლია-ს სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო იცავს და ზუს­ტად ვიცი, სი­მარ­თლე გა­ი­მარ­ჯვებს!თაღ­ლი­თე­ბის ად­გი­ლი ცი­ხე­შია!" - წერს დაზარალებული სტეფ­ნა­ძე სოციალურ ქსელში.







0
241
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
241