x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ ახალი დაავადების შესახებ, რომელიც კორონავირუსზე უფრო სახიფათოა
image


როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, შესაძლოა, კორონავირუსის შემდეგ, ახალი პანდემიის მიზეზი, სოკოვანი ინფექცია გახდეს.


არ რეაგირებს მკურნალობაზე


აშშ–ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კაცობრიობა უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს საფრთხის მიმართ, რომელსაც საფუარის მსგავსი სოკო იწვევს, რადგან მას გლობალური პანდემიის გამოწვევა შეუძლია.

ეს სოკო, სისხლში მოხვედრის შემდეგ, მთელს ორგანიზმში ვრცელდება და სერიოზულ ინფექციას იწვევს. ამ ტიპის სოკო – Candida Auris–ი, არ რეაგირებს ამჟამად არსებულ, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებზე. ინფექციის დიაგნოსტირება მხოლოდ სისხლის ანალიზით შეიძლება და მის გამოსავლენად, სპეციალური ლაბორატორიული ტესტების ჩატარებაა საჭირო.


უფრო სიცოცხლისუნარიანი


ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სოკოს სისხლის მიმოქცევის ინფექციის გამოწვევა შეუძლია. Candida Auris სხვადასხვა ზედაპირზე, ბევრად მეტ ხანს ცოცხლობს, ვიდრე სხვა ცნობილი ინფექციები. ინფექცია როგორც ადამიანიდან ადამიანზე, ისე დაბინძურებულ ნივთებთან კონტაქტითაც ვრცელდება.

«პირველი შეხება ამ სოკოსთან 2016 წ. ინგლისში გვქონდა და გაოგნებულები ვიყავით მისი სიცოცხლისუნარიანობით და მკურნალობისადმი წინააღმდეგობით. ამიტომ, მას შეუძლია, შემდეგი გლობალური პანდემია გამოიწვიოს», – განაცხადა ბრიტანელმა ეპიდემიოლოგმა ჯოანა როდსმა (Johanna Rhodes).


ახალი ჭირი?


მომაკვდინებელ ვირუსს, სულ უფრო ხშირად, «შავი სიკვდილი» (ბუბონური ჭირი) ადარებენ, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში, ერთ–ერთი, ყველაზე საშინელი პანდემია იყო და რომელმაც XIV საუკუნეში 50 მლნ. ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (იმ დროს დედამიწის მოსახლეობა 500 000 000 იყო. ე. ი. პანდემიამ ყოველი მეათე ადამიანი იმსხვერპლა).

XXI ს. პირველად ამ შტამის ინფექცია პირველად, იაპონიაში, 2009 წელს აღმოაჩინეს. ხოლო, ამჟამად, Candida Auris–ი 30–ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. მათ შორის, ამერიკაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.



image

არხის სხვა სიახლეები:


* 15 საოცარი ბუნებრივი მოვლენა

* "შოუ–ბიზნესი ყალბი სამყაროა" – მოსკოვში ჩასულ პუგაჩოვას რუსი ვარსკვლავები ცივად შეხვდნენ

* ჰიტლერის საიდუმლო სარდაფი




2
394
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
394
  
2023, 13 მაისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 მაისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2