x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ერაყისა და უკრაინის კონფლიქტები: მსგავსებები და განსხვავებები
image

2006 წლის 30 დეკემბერს დილას სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩვეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის გამო. აშშ-ს ოკუპაციამ, რომელიც რვა წელი გაგრძელდა, რეგიონული არასტაბილურობა გამოიწვია და ასობით ათასი ერაყელი დაიღუპა.

ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ერაყში აშშ-ს ხელმძღვანელობით კოალიციის მსგავსად, რუსეთის მთავრობა ელოდა, რომ მისი უკანონო შეჭრა უკრაინაში 2022 წელს სწრაფი და გადამწყვეტი გამარჯვებით დასრულდებოდა. რუსული არმია უკრაინაში შევიდა, თუმცა აშშ-ის წარმოების Javelin რაკეტებისთვის მარტივი სამიზნე გახდა. ისინი რამდენიმე დღეში აპირებდნენ მსვლელობას კიევის ქუჩებში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ რუსები კვლავ გაჭიანურებულ და სისხლიან ომში არიან.

ძირითადი განსხვავებები ერაყისა და უკრაინის კონლიფქტების შესახებ არსებობს მოტივებში, რამაც გამოიწვია ომები-აცხადებენ სამხედრო ისტორიკოსები და ანალიტიკოსები, აშშ-ს არმია უფრო ეფექტური აღმოჩნდა ერაყის ომში, ვიდრე რუსეთი უკრაინაში. როგორც იბრაჰიმ ალ-მარაში, ერაყის ისტორიის პროფესორი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობს, ორივე, აშშ და რუსეთი თვლიდნენ, რომ ადვილი იქნებოდა თავდასხმების განხორციელება იმ ქვეყნებში, სადაც შეიჭრნენ და აქ მთავრობებს შეცვლიდნენ მეგობრული რეჟიმებით, რომლებიც გაატარებდნენ მათ ინტერესებს.


imageაშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს ერაყში ძირითადი საბრძოლო მოქმედებების დასრულებას 2003 წლის 1 მაისს ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე.


”აშშ-ს შემთხვევაში მათ მიაღწიეს თავების მოკვეთას, თუმცა მათ არასწორი აღქმა ჰქონდათ ერაყის მოსახლეობის მიმართ”, - ამბობს ალ-მარაში. „აშშ-ს ეგონა, რომ მათ დახვდებოდნენ, როგორც სადამ ჰუსეინის დამხობის განმათავისუფლებლებს, და ეს არ მოხდა. აღსანიშნავია, ის აზრიც, რომ ზოგიერთი ერაყის მოქალაქე სხვაგვარად ფიქრობს. "ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი საქმეა. ჩვენ ეს არ გვითხოვია. ვიცი, რომ დიქტატორის ქვეშ ვცხოვრობდით, მაგრამ არავის გვითხოვია მოსულიყო და ეს ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყანასთვის"-აღნიშნა ერაყის მოქალაქემ. (იხილეთ სტატია).

რას ფიქრობდა რუსეთი? რომ უკრაინელები ასევე მიესალმებიან მათ, როგორც განმათავისუფლებლებს ამ ეგრეთ წოდებული "ფაშისტური რეჟიმის" დამხობისთვის." შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო - "მძაფრი ეროვნული წინააღმდეგობა, რომელმაც ორივე ძალა დაამცირა", - თქვა მან.

რუსეთმაც და შეერთებულმა შტატებმაც დაიწყეს ბრძოლა არარეალური მიზეზებით. შეერთებული შტატების და მისი უახლოესი მოკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, ერაყში შეჭრაში, დაზვერვამ სადამ ჰუსეინის ერაყი წარმოაჩინა, როგორც ალ-ქაიდას თავშესაფარი, მასობრივი განადგურების იარაღის მქონე სახელმწიფო.„თქვენს წინაშე ვაცხადებ, რომ ერაყს არ აქვს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი“, - კითხულობს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის წერილს გაეროს გენერალური ასამბლეისადმი.

რუსეთმა შექმნა კიევში წარმოაჩინა აზრი, რომ უკრაინის ებრაელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის გარყვნილი ნარკომანი, რომელიც ხელმძღვანელობს ნეო-ნაცისტების მთავრობას. "რუსეთი კი იხსნიდა უკრაინელებს ამ ნარკომანიით შეშლილი კრიმინალური ნაცისტური ბანდისგან, რომელიც მართავდა ქვეყანას“, - ამბობს მარგარეტ მაკმილანი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი. ”და როდესაც გაირკვა, რომ ბევრი უკრაინელი მხარს უჭერდა რუსეთისთვის "ნარკომანიით გაჟღენთილ კრიმინალურ დაჯგუფებას", ომი ახლა თავად უკრაინელების მიმართ იყო. ვრცელდება კადრები უკრაინის ომიდან.

როგორც სახელმწიფო, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთ ადამიანში, რუსეთის ომი უკრაინაში არის პუტინის ომი - მისივე იმპერიული გეგმების სასტიკი განსახიერება-აცხადებენ ექსპერტები. ჯეიდ მაკგლინის, ლონდონის კინგს კოლეჯის ომის კვლევების დეპარტამენტის მკვლევარი და წიგნის, რუსეთის ომი, ავტორის, ჯეიდ მაკგლინის თქმით, უკრაინაში შეჭრა „მის გულში არის ომი [რუსი] ერის იდენტობისა და კონცეფციების გამო“.

ალ-მარაში, რომელიც ასწავლიდა უკრაინის ივან ფრანკოს უნივერსიტეტში, თვლის, რომ რუსეთის ომს აქვს უდავოდ იმპერიული ასპექტი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს უკრაინის რუსეთის იმპერიაში გაწევრიანებას და "რუსიფიკაციის" მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომელიც ცდილობდა უკრაინული კულტურის უარყოფას. ამ "იმპერიულ აზროვნებას" დიდი ისტორია აქვს, თქვა ალ-მარაშიმ, ეკატერინე დიდის მიერ უკრაინის "ახალი რუსეთის" აღწერიდან პუტინამდე. ”ეს არის იმპერიული კავშირები” - თქვა მან.

რუსეთი, თქვა მაკმილანმა, "უკანასკნელი ევროპული იმპერიაა", მაგრამ ის არის დანგრეული იმპერია. პუტინი წუხს საბჭოთა კავშირის დაშლაზე, როგორც "ნამდვილ ტრაგედიაზე".

imageუკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზთან


ექსპერტების აზრით, მისი ომი წარმოიშვა რუსეთის სიდიადის დაკარგვის, დასავლეთის მიერ მისი დამცირების, ღალატისა და მსოფლიოში რუსეთის ადგილის დაბრუნების სურვილის გამო. „პუტინი კგბ-ს აგენტი იყო, როცა აღმოსავლეთ გერმანიიდან საბჭოთა იმპერიის დაშლის მოწმე გახდა“, - თქვა ალ-მარაშიმ. მაგრამ ეს ძალიან განსხვავებული იყო ბუშისთვის. ალ-მარაშის თქმით, 2003 წლის ერაყში შეჭრა აშშ-სთვის "უნიკალურ ისტორიულ მომენტში" მოვიდა, როდესაც მისი ჰეგემონია შედარებით შეუცვლელი იყო და ის "ცდილობდა სამყაროს შეცვლას" თავისი იმიჯით.

"როდესაც ბუშმა კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში, ის ორიენტირებული იყო საშინაო საქმეებზე და არა საგარეო ინტერვენციაზე"-აღნიშნა ალ-მარაშიმ. მაგრამ ეს შეიცვალა 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ.

ანალოგიურად, პუტინის რეჟიმს დაუმთავრებელი საქმეები ჰქონდა უკრაინაში. ექსპერტების თქმით, პუტინი გრძნობდა უკრაინის საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტის აუცილებლობას, რომელიც აწუხებდა რუს ნაციონალისტებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ბუშ უმცროსისთვის ახლო აღმოსავლეთში დაბრუნება იყო შესაძლებლობა დაესრულებინა ის, რაც მამამ დაიწყო ყურის პირველ ომში. ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი, თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლ ვოლფოვიცი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტაჟი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი რობერტ ცელიკი დიდი ხანია მხარს უჭერდნენ აშშ-ს სამხედრო ინტერვენციას საზღვარგარეთ. ვოლფოვიცი, არმიტაჟი და ზოლიკი დონალდ რამსფელდ-სამი ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა პრეზიდენტ ბილ კლინტონს წერილს, 1998 წელს, რომელიც მოუწოდებდა ერაყში რეჟიმის შეცვლას.

მოსკოვმა აღნიშნა, ნატოს გაფართოების შიშსა და მტრულად განწყობილი უკრაინის მიერ წარმოქმნილ ეგზისტენციალურ საფრთხეზე და აღწერს თავის მეზობელს, როგორც მხოლოდ დასავლეთის მარიონეტს.

შედეგები:რუსეთისა და აშშ-ს შემოსევების შედეგებს ყველაზე მძაფრად გრძნობდა მოსახლეობა - ერაყის საზოგადოება განადგურდა, თქვა მაკმილანმა. ვრცელდება სხვადასვხა კადრი, თუ როგორ უმიზნებს ამერიკელი ჯარისკაცი იარაღს მამაკაცს, 2003 წლის 23 ივლისს, ერაყში. ხოლო უკრაინის რეკონსტრუქციის ხარჯები, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ერაყში.აშშ-ს ეკონომიკამ არ განიცადა ომის შედეგად გამოწვეული შოკი, მას არ ჰქონია დაწესებული სანქციები და დიპლომატიური იზოლაცია, მისი სამხედროები არ დამცირებულან ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთში. რუსეთი არ არის საბჭოთა კავშირი - ეს არის სახელმწიფო, რომელსაც უჭირს ეკონომიკა, რომელიც ზედმეტად არის დამოკიდებული ნახშირწყალბადების ექსპორტზე. ამჯერად მსოფლიოსთვის შედეგები შესაძლოა უფრო მძიმე იყოს. უკრაინაში ომი საფრთხეს უქმნის გლობალურ დაუცველობას. ერაყში, ნავთობის მიწოდების არასტაბილურობის გარდა, ომიდან მიღებული ზარალი ძირითადად ახლო აღმოსავლეთში წარმოჩინდა. მეორე მხრივ, უკრაინა უფრო ინტეგრირებულია გლობალურ ეკონომიკაში და არის ხორბლის ექსპორტიორი, რომელიც ინარჩუნებს სურსათის გლობალურ ბაზრებს, ხოლო რუსეთზე სანქციებმა დესტაბილიზაცია მოახდინა გლობალურ ენერგომომარაგებაში. კონფლიქტის ფონზე კი მსოფლიო სამხედრო ხარჯები 2, 24 ტრილიონ დოლარს აღწევს.

რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში და რა მიზანი აქვს მას?

რა არის მოლოტოვის კოქტეილი, რომელსაც უკრაინელები ამზადებენ თავდაცვის მიზნით?


0
109
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
109