x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
ციხე, ნარკოტიკები, უბედური შემთხვევები - ცნობილების შვილების ტრაგედიები
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image




იღბალმა გაუღიმა მათ და მისცა შესაძლებლობა გამხდარიყვნენ მსოფლიოს წარმატებული ვარსკვლავები, მაგრამ ბედის დაცინვამ თუ მავნე ჩვევებმა, ხაზი გადაუსვა მათ შანსებსა თუ სტატუსს.





ციხე, ნარკოტიკები, უბედური შემთხვევები - ცნობილების შვილების ტრაგედიები




1. კამერონ დუგლასიimage
მსახიობი მაიკლ დუგლასის ვაჟი, რომელიც ახლა 37 წლის არის, ნარკოდამოკიდებულია. კამერონი მსახიობს პირველი ქორწინებიდან ყავს. კამერონმა მამასთან და პაპასთან ერთად ერთადერთი როლი შეასრულა ფილმში "ოჯახური ღირებულებები", რის შემდეგაც მისი კარიერა დასამარდა. ბიჭი 13 წლის ასაკში გახდა დამოკიდებული და მამის ყველა მცდელობის მიუხედავად, რომ ვაჟი გამკლავებოდა ამ დაავადებას, ამაო აღმოჩნდა. 2010 წელს კამერონს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა ნარკოტიკების უკანონო შენახვა-გავრცელებისთვის. ერთი წლის შემდეგ კი ციხეში ნარკოტიკების გამოყენების გამო 4, 5 წელი კიდევ დაუმატეს სასჯელს.






2. გიომ დეპარდიეimage
მსახიობი ჟერარ დეპარდიეს ვაჟი, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.





3. სეიჯი სტალონეimage
მსახიობ სილვესტერ სტალონეს ვაჟი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი მის სახლში ლოს-ანჯელესში 2012 წლის 13 ივლისს აღმოაჩინეს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმცროსი სტალონე ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა, მაგრამ მისმა მეგობრებმა ფაქტი უარყვეს. გარდაცვალების მიზეზი ათეროსკლეროზით გამოწვეული გულის შეტევა გახდა.




4. ჯეტ ტრავოლტაimage
ჯონ ტრავოლტასა და ასევე მსახიობი კელი პრესტონის ვაჟს ხშირად ჰქონდა ეპილეფსიისგან გამოწვეულიი კრუნჩხვითი შეტევები. 2011 წელს კი ერთ-ერთი შეტევის დროს ჯეტი დაეცა აბაზანაში, მის კიდეს ჩამოარტყა თავი და 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯონმა გარდაცვალების შემდეგ ვაჟს ღია წერილი მიუძღვნა: „ამბობენ, ყველაზე რთული მშობლების დაკარგვაა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს ასე არ არის. ყველაზე რთული, რაც შეიძლება ამქვეყნად იყოს, შვილის დაკარგვაა. შვილის, ვინც გაზარდე, ვისაც უყურებდი წლები, ვის
აც ჩუქნიდი სიყვარულს ყოველდღე. ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერი იყო. 16 წლის განმავლობაში, რაც ერთად ვიყავით, მან მასწავლა უპირობო სიყვარული. Ცხოვრება ხანმოკლეა. ბავშვებო, გაატარეთ დრო მშობლებთან, მშობლებო, გაატარეთ მეტი დრო შვილებთან, რადგან ერთ დღეს, ისინი შეიძლება აღარ იყვნენ თქვენს გვერდით. ის, რაც მე ნამდვილად ვისწავლე, არის ცხოვრება და სიყვარული ისე, თითქოს ეს ჩემი ბოლო დღეა."




1
307
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
307
  
2023, 9 მაისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1