x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სხეულის კორექცია მხოლოდ ტანსაცმლის საშუალებით
ჭარბი წონა – ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური, ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.



image




უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის - ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ხრიკი, რომლი წყალობითაც შეძლებთ, მხოლოდ ტასაცმლის საშუალებით კოექცია გაუწიოთ თქვენი სხეულის, თქვენთვის არასასურველი ნაწილების კორექციას.




ბლოგერი ქალბატონი გვიზიარებს თავის გამოცდილ და საკმაოდ ეფექტურ მეთოდს, თუ როგორ გავუწიოთ კორექცია ტანისამოსში მარტივი შტრიხების შეტანით საკუთარ სხეულს.




სხეულის კორექცია მხოლოდ ტანსაცმლის საშუალებით





1. ილუზია ვერტიკალური და ჰორიზონტალური დიაგონალებით.


ვერტიკალური და კონვერგენტული დიაგონალები სიუეტს უფრო აგრძელებს, ხოლო ჰორიზონტალური უფრო მოცულობითს აჩენს.imageimage





2. კონტრასტის ილუზია.


პატარა, დიდის გვერდით, კიდევ უფრო პატარა ჩანს. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია აქსესუარების შერჩევა თქვენი სხეულის პროპორციულად, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ ხაზი გაუსვათ იმას, რისი კორექტირებაც გსურთ. მაგ: პატარა გოგონები მოცულობითი ჩანთებით უფრო მომცროები ჩანან; მსხვილი თითები წვრილი ბეჭდებით შეგიძლიათ შეალამაზოთ; მსხვილ მაჯას უფრო გაუსვამთ ხაზს წვრილი საათით ან სამაჯური და ა.შ.imageimage






3. სავსე ფორმების ილუზია.



პრინტის მქონე სამოსი იმაზე მეტი არეალის ილუზიას შექმნის თქვენს სხეულზე, ვიდრე გაქვთ. მაგ: თუ ვეფხვის პრინტით ფანქარ ქვედა-ბოლოს ჩაიცვამთ, ის თქვენს თეძოებს და მეხუთე წერტილს გაუსვამს ხაზს და უფრო მოცულობითს წარმოაჩენს, მაგრამ იგივე სამოსი პრინტის გარეშე მოგვცემს რეალურ შედეგს. ამიტომ, ტანსაცმლის არჩევისას თუ პრინტებს შესაბამის ადგილებში გაითვალსწინებთ, სასურელი შედეგიც არ დააყოვნებს.imageimage







4. კონტრასტების ილუზია.


გახსოვთ კეიტ უინსლეტის სტელა მაკარტნის კონტრასტული კაბა, რომელიც მსახიობმა ვენეციის კინოფესტივალზე წითელ ხალიჩაზე ჩაიცვა? ეს კაბა კონტრასტების ილუზიის ნათელი მაგალითია: გვერდებზე შავი ჩანართები აყალიბებს ფიგურას ისე, რომ წვრილი წელი თავისთავად ჩნდება, თეძოები კი უფრო სავსე და სრულყოფილი და მკერდი უფრო აზიდული. გარდა ამისა, ვერტიკალური მსუბუქი ქსოვილი აგრძელებს სილუეტს, რაც ასევე ათხელებს და ხვეწავს თქვენს ფიგურას.imageimageimageimage






5. თბილი ფერების ილუზია.


თბილი ფერების ჩაცმა, ეფექტურად მოქმედებს. თუმცა, თბილი ფერები უფრო მოცულობით ილუზიას იძლევა, ვიდრე მუქი. მაგალითად, თუ წელის ზედა მხარეს სჭირდება კორექცია, რძის ან მოხარრშული რძის ფერის ნაცვლად გამოიყენეთ ცისფერი, რომელიც შეამცირებს ვიზუალურად მოცულობას ტანის ზედა ნაწილში.imageimage




6. შავისა და თეთრის ილუზია.


ეს ილუზია თითქმის ყველა ქალისთვის ნაცნობია და ნამდვილად მუშაობს. მაგ: თეთრი პერანგი და შავი შარვალი - ამ შემთხვევაში პერანგი მხრების სიგანეს და თეძოების სივიწროვეს გაუსვამს ხაზს. ერთი და იგივე ფერების ჩანაცვლებით კი მივაღწევთ სასურველ ეფექტს და თეძოები მხრის თანაბარი იქნება.imageimageimageimage


8
86
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
86
  
2023, 30 მაისი, 23:38
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 27 მაისი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 0:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 19 მაისი, 23:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მაისი, 23:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 მაისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 მაისი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8