x
image
ინტერ-გოგონა
დაკარგული ცხოვრება 9
image
როგორ აღმოჩნდა ლილეს სახლის კარებთან არ ახსოვს დაკაკუნება არ უცდია კარი მისი გასაღებით გააღო და შევიდა...


მისაღებში პირველი თვალში რაც მოხვდა საწოლზე მიგდებული ქალის ჩანთა იყო, იქვე მაგიდაზე მარწყვი შოკოლადი და შამპანურს ორი ჭიქა იდგა...


აშკარა იყო რომ ამ ჩანთის პატრონი ჯერ კიდევ სახლში იყო, საძინებლისკენ წავიდა მაგრამ კართან შეჩერდა..რას აკეთებ ლილე...გაუბრაზდა საკუთარ თავს სასწრაფოდ გამოვიდა სამზარეულოში ყავა გაიკეთე კარადიდან ვისკი გამოიღო ყავის ნახევრად სავსე ჭიქა ვისკით შეავსო და მშვიდი სახით ისევ მისაღებში დაბრუნდა...დინამიკს ბოლომდე აუწია და ჩართვის ღილაკს დააწვა...


მუსიკის ხმა მთელ სახლში გაისმა, დაძინებული ლევანი კი არა მკვდარიც კი გაიგონებდა ალბათ მუსიკას ხმას, წამში ლევანი მისაღებში გაჩნდა...




-ლილე... დაბნეულობისგან ლევანმა აღარ იცოდა სად წასულიყო...


ლილემ მუსიკას ჩაუწია...


-არ მელოდი ლევან? ეხლა იმას უთხარი ჩემი ოთახიდან გაეთრიოს, ბევრი დრო არ მაქვს ჩემი ნივთები უნდა ავიღო...


-ლილე, ვილაპარაკოთ..


-ვილაპარაკებთ ლევან ოღონდ ჯერ სტუმარი გააცილე...მუსიკას ისევ ბოლომდე აუწია სავარძელში ჩაჯდა და ყავის დალევა გააგრძელა...


უცნობმა ქალმა სასწრაფოდ დატოვა სახლი...ლევანი სასტუმრო ოთახში შევიდა და მუსიკა გამორთო...


კარგახანს ორივე ჩუმად იყვნენ


სიჩუმე ლევანმა დაარღვია..


-ვწუხვარ ლილე, რაც დაინახე, გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი და სისულელე გავაკეთე...


- გახსოვს? წლების წინ გითხარი რომ მე და შენ ერთმანეთს ვერ გავაბედნიერებდით...


-მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ ბედნიერი ყოფილიყავი...


-არა ლევან შენ ყველაფერი გააკეთე შენი თავისთვის, შენი სიყვარულისთვის..შენი ბედნიერებისთვის...ვერ დაგადანაშაულებ იმაში რომ გინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი, მაგრამ შენ შენი ბედნიერების აგება სხვისი უბედურების ხარჯზე გადაწყვიტე... ეს კი დანაშაულია...


-მე ყველაფერი გავაკეთე და კიდევ იგივეს გავაკეთებ შენი სიყვარულისთვის, შენ და გეგა ყველაზე წმინდა ხართ რაც ცხოვრებაში გამაჩნია...


-ვიცი ლევან, ვიცი როგორ ცდილობდი, სწორედ ამიტომ ვთქვი შენთან განქორწინებაზე უარი..ვცდილობდი წარსული დამევიწყებია მაგრამ წლების მერე წარსულის შეცდომებმა და ცოდვებმა მაინც შემახსენეს თავი...


-რაზე ლაპარაკობ ლილე?


- ლევან, ყველაფერი ვიცი...


- რა იცი ლილე?


-რაც გეგას გაუკეთე, რაც მე გამიკეთე...


-შენი დაკარგვა არ შემეძლო...


-რომ მომკვდარიყო? რომ მოკვდარიყო შეძლებდი იმ ხელებით რომელიც სისხლით იქნებოდა დასვრილი, იმ ხელებით შეგვხებოდი მე და ჩემ შვილს? შეგეძლო ჩემი შვილისთვის მამა მოგეკლა და მერე მისთვის მამობა გაგეწია?



-არ მოვკლავდი არ მოვკლავდი, მაგრამ იძულებული ვიყავი გამეკეთებინა ის რაც გავაკეთე, რადგან შენ მასთან ერთად გაქცევა ამჯობინე ჩემთან დარჩენას..


-შენი არ ვიყავი, სულ შენ არ მიყვარდი იმ დაწყევლილ დღემდე?


-ლილე დამშვიდდი გთხოვ...


-დამთავრდა ლევან...ყველაფერი დამთავრდა..


-ისევ მასთან გარბიხარ? სიმართლე იცი და მაინც ვერ დაგარწმუნე ჩემს სიყვარულში?ვერ ხვდები რომ შენს გამო ყველაფერზე წამსვლელი ვარ?


-ეგ სიყვარული არა ლევან, ავადმყოფობა...


-ისევ უარს ამბობ ჩემზე მისი მიზეზით...ვერ დავუშვებ რომ მასთან წახვიდე..


-მასთან არ მივდივარ ლევან, შენგან მივდივარ..რა უფლება მაქვს მას შემდეგ რაც ჩემს გამო გადაიტანა სიყვარული ვთხოვო...


-ეტყვი?


-მას უფლება აქვს იცოდეს რომ შვილი ჰყავს...


-არ გააკეთო ეგ... შვილს ნუ წამართმევ...


-გეგა აუცილებლად გაიგებს ვინ არის მამამისი, და გავაკეთებ ისე რომ ორივე თქვენგანის არსებობა ბედნიერება იქნება მის ცხოვრებაში მე კი არცერთი თქვენგანის დანახვა არ მინდა...


-ლილე კოკო ბიჭს ნუ წამართმევ...


-არ გართმევ, როცა მოგინდება ყველთვის შეძლებ მის ნახვა.. უმადური ვიქნები რომ ვერ დავინახო რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის კოკო ..მაგრამ, გაფრთხილებ თუ გეგას რამეს დაუშავე პირობას გაძლევ ვერც კოკოს და ვერც იმ ჯერ არდაბადებულ შვილს ვერ ნახავ ვერასდროს..


-ლილე რას ამბობ...


-დღეს გავიგე რომ შვილი გვეყოლება, მიუხედავად იმისა რაც გუშინ გავიგე მანქანაში ჩავჯექი და შენთან წამოვედი, მაგრამ ...


-რა მაგრამ ლილე, ღმერთო რა ბედნირი ვარ... მიყვარხარ სიგიჟემდე მიყვარხარ...ლევანმა ლილე ხელში აიყვანა და რამოდენიმეჯერ დაატრიალა...


-ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია...


-მას შემდეგ რაც გავიგე რომ მუცლით ჩემს შვილს ატარებ ფიქრობ რომ გაგიშვებ?


-იგივეს გეტყვი მეც ფიქრობ რაც გავიგე მის მერე შენს გვერდით ვიცხოვრებ? ჩემს სახლში ჩემს ლოგინში სხვა ქალი რომ ჩააწვინე ეხლა კი მიყურებ თავლებში და თავს უფლებას აძლევ მითხრა რომ არ გამიშვებ?


-კარგი ლილე არ ინერვიულო გთხოვ, მე წავალ, სანამ არ დამშვიდდები არ დაგენახვები..ოღონდ არ წახვიდე...


-გამიშვი ლევან, ვერ ვსუნთქავ...


-კარგი დამშვიდი მე წაგიყვან შენებთან, დამშვიდდები და მერე დავილაპარაკოთ...


-არაფერი შეიცვლება გესმის? ხვალაც, ზეგაც და ერთი წლის მერეც არაფერი შეიცვლება განქორწინება მინდა ლევან...ეხლა კი გთხოვ მომეცი უფლება ჩემი და გეგას ნივთები მშვიდად ჩავალაგო..


გეგა კრებთან წინ გადაუდგა ლილეს და ოთახში შესვლის უფლება არ მისცა...


-გთხოვ..


ლილე მიხვდა რომ ლევანი არ დაანებებდა ნივთებს მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან გიჟივით გამოვაარდა...


მანქანაში ჩაჯდა ხელები ნერვიულობისგან უკანკალებდა ცოტა დამშვიდება ამჯობინა ტელეფონი აიღო და ანიკას დაურეკა...


-ლილე სად ხარ?


-მაპატიე პატარა დაგტოვე, მაგრამ ლევანი უნდა მენახა ხვალამდე ვერ მოვითმენდი...


-კარგად ხარ? ილაპარაკეთ?


-დავშორდით, სამსახურში მივდივარ. განცხადებას დავწერ წამოსვლაზე მერე გეგას ვნახავ და შენთან წამოვალ...


-ნაჩქარებად ხომ არ იღებ გადაწყვეტილებას?არ წამოხვიდე სახლში იყავი მე მოვალ შენთან..


-ჩამოხვედი...


-კი თბილისში შემოვედით უკვე..


-მასთან ერთად მოდიხარ?როგორ არის?


-კი, ცუდად...


-გთხოვ, ჩემთან მოდი პირდაპირ, არაა ნიკა სახლშია იეჭვებს მე მოვალ შენთან..


-ოკ


-რამდენჯერ უნდა ვატკინო გული? რატომ არ შემიძლია ვიყო მის გვერდით ვინ მიყვარს, რისთვის მსჯის უფალი ასე?


-5 წუთში სახლში ვიქნები იქნებ ჯერ ჩემთან მოხვიდე?


-არა დაო, მე იქ ვეღარ ვიმუშავებ..ორივესთვის ასე აჯობებს.გეგას კიდევ ერთხელ ვერ ავურევ ცხოვრებას..ჩემ შვილს ხელს მოვკიდებ და აქედან წავალ..


-ისევ იგივე...


-ანიკა, ვიცი რასაც მეტყვი მაგრამ ოცნების უფლებაც არ მაქვს...მე და გეგა ვერასდროს ვიქნებით ერთად, მე აღარ მაქვს უფლება გეგას სიყვარული ვთხოვო, მითუმეტეს მაშინ როცა მუცლით ლევანის შვილს ვატარებ...


-რა?


-დღეს გავიგე..


-მშვიდად იყავი პირდაპირ ჩემთან მოდი კარგი...


ანიკამ ტელეფონი გათიშა..და ფანჯარა ბლომდე ჩამოწია და სახე ქარს მიუშვირა... ფიქრებიდან გეგას ხმამ გამოარკვია...


-სად არის?


-სამსახურში მიდის, ამბობს რომ წამოსვლის განცხადება უნდა დაწეროს...


-როგორც ყოველთვის, გაქცევა მისი ჰობია...


გეგამ ანიკა და ლექსო სახლებში დაარიგა მიუხედავად დაჟინებული თხოვნისა გეგამ ლექსო თან არ გაიყოლა ლამის ძალით გადასვა მანქანიდან...


მისმინე, დამპირდი რომ სისულელეს არ გაკეთებ და იმას არ გაეკარები?


-მაგას ვერ დაგპირდები...


-გეგა, ნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე...


-ნუ ნერვიულობ, მოკვლით არ მოვკლავ...


-გეგა...


-წადი უკვე გეყოფა, ჯერ ლილე უნდა ვნახო...


სიტყვის თქმაც არ აცადა ლევანს ადგილს გიჟივით მოწყდა და სავადმყოფოსკენ წავიდა...ამჯერად ვეღარ გაგიშვებ ქალბატონო ლილე ასე უსიტყვოდ, მე და შენ აუცილებლად ვილაპარაკებთ...ჯერ შენ გადაგაფიქრებიებ წასვლას და მერე იმ არაკაცს მოვთხოვ პასუხს...ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში გეგას საკუთარ თავს, ბრაზს აჯობა, მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი რომ საყვარელი ქალისთვის ხელი ჩაეკიდა და დღეიდან არცერთი წამი არ გაეტარებინა მის გარეშე...ფიქრებიდან მანქანის მუხრუჭების საშინელმა ხმამ გამოიყვანა თავადაც ძლივს მოასწრო მანქანის გაჩერება მის წინ გაჩერებულ მანქანას არ დაჯახებოდა ის იყო სიგნალის მიცემას აპირებდა მის წინ მომავალი მანქანის მძღოლისთვის რომ მანქანიდან მძღოლი გადმოხტა მას მალე მის გვერდით მჯდომი გოგონაც მიყვა ხელით რაღაც ანიშნა გეგას და წინ გავარდა გეგა მიხვდა რომ წინ რაღაც მოხდა მანქანა გზიდან გადაიყვანა, თავადაც საჩქაროდ გადავიდა მანქანიდან და ბიჭს გაყვაა...გეგა არ შემცდარა მანქანის მძღოლმა ავარიის გამო დაამუხრუჭა მანქანა, მის გვერდით მჯდომი გოგონა ავტომობილის მძღოლის დახმარებას ცდილობდა ბიჭი კი გზის ნაპირზე იდგა და სასწრაფოში დარეკვას ცდილობდა გეგასთვის ნათელი გახდა რომ მეორე მანქანა გზიდან იყო გადავარდნილი ბიჭს მიუახლოვდა ..


-იქნებ ცოცხალია? ჩაეკითხა უცნობი


-ჩავიდეთ, გეგა პასუხს არც დალოდებია მანქანისკენ დაეშვა ბიჭიც უკან გაყვა...


როგორც იქნა მანქანამდე მიაღწიეს მძღოლს სახე საჭეზე ქონდა დადებული და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა ...


-კარი არ იღება ამის ... ღრილებდა გეგა


ბიჭმა დიდი ქვა იპოვა გამოიწიეო ანიშნა გეგას და მინა ჩაამსხვრია და კარები გამოაღო საჭესთან პატარა სიფრიფანა გოგო იჯდა სახე გასნილ აირბაგებში ჩამალვოდა სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ბიჭი წამით შეშინდა, უკან დაიხია მკვდარია მკვდარია იმეორებდა ერთიდაიგივეს, გეგამ სასწრაფოდ პულსი უპოვა და შვებით ამოისუნთქაა...


"ცოცხალია"


ბიჭებს იმედი მოეცათ გადმოვიყვანოთ ანიშნა გეგამ ფრთხილად დაუფიქსირა ხერხემალი და ერთი ციდა გოგო მკლავზე მიიწვინა..მერე კი ბიჭის დახმარებით ფეხებიც ფრთხილად გადმოადგმევინეს მანქანიდან..გეგამ გოგონა მკავებზე გადაიწვინა სწორედ ამ დროს სახე თმებიდან გაუნთავსუფლდა, გეგამ მხოლოდ ახლა გაიხედა მისკენ და განწირული ხმით იღრიალა ლილე...თვალთ დაუბნელდა უცნობმა ხელი შეაშველა და დაცემის უფლება არ მისცა გეგას...


-იცნობ? მოდი აქ დავაწვინოთ სასწრაფოც მალე მოვა...


მაგრამ გეგას უკვე აღარაფერი ესმოდაა ძალა მოიკრიბა და აღმართს აუყვა..არა აქ ვერ დაველოდები, მე თავად წავიყვან სავადმყოფოში, გაუძელი ჩემო გოგო გაუძელი...იცოდე თუ მოკვდები არ გაპატიებ...უნდა იცოცხლო ლილე ჩემი ვალი გაქვს ერთი სიცოცხლე .კიდევ ერთხელ ნუ მიმატოვებ.. ასე ბუტბუტით გაიარა ნახევარ გზაზე, საშინლად დამძიმდა ეს სიფრიფანა გოგო, არადა პირდებოდა რომ მთელი ცხოვრება ხელით ატარებდა, ახლა კი პატარა აღმართიც ვერ აუტარებია...გაახსენდა ბათუმში გატარებული ბოლო საღამო მაშინაც ასე მიყავდა ლილე ბედნიერი კისკისებდაა... გეგა გრძნობდა რომ მოხლებში ძალა ეცლებოდა არ უნდოდა დანებება მაგრამ ვეღარ შეძლო შუა გზაზე ჩაიმუხლა...


ვერ მოერიე, ამ სიფრიფანა გოგოს ტარებაც არ შეგიძლია..კიდევ ერთხელ დააღალატე..საკუთარ თავს უბრაზდებოდა გეგა...


გამაგრდი ძმაო, ახლა მე ვატარებ ყველაფერი კარგად იქნებაა სულ ცოტა დარჩა ..


-შევძლებ... უკანასკნელი ძალა მოიკრიბა გეგამ, ისევ წამოდგა ფეხზე და გზა განაგრძო...უკვე უამრავი ხალხი მოგროვილიყო ზოგი საშველადაც შემოეგება ბიჭებს მაგრამ გეგა ლილეს არ თმობდა...


მანქანას ახლოს მოვიყვან წინ სირბილით გაიჭრა ბიჭი...


ლიკა მანქანა ჩქარა აქ მოიყვანე ...


გოგოც ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილს სანამ გეგა ამოვიდოდა გზაზე მანქანა უკვე ამოსასვლელთან ელოდა...


რას აკეთებთ? სასწრაფოს დაელოდეთ, წუთი წუთზე აქ იქნება სცადა ბიჭის შეჩერება პატრულის თანამშრომელმა


-ამდეხანს სად არის თქვენი სასწრაფო, ახალგაზრდა გოგო კვდება არვიცი ქმარია, ძმაა, მეგობარია თუ ვინ მაგრამ ის ბიჭი ჩემთან ერთად შეესწრო ამ ავარიას და როცა გოგო ნახა ისიც კინაღამ ხელში ჩამაკვდა..


-გარდა იმისა რომ კანონს არღვევთ მის სიცოცხლესაც შესაძლოა ზიანი მიაყენოთ...


-თქვენი კანონების...დათომ სასწრაფოს პატრულის თანამშრომელს ხელი ჰკრა


მანქანას მიაუხლოვდა უკანა კარები გააღო და გეგას ლილეს უკანა სავარძელში დაწვენაში მოეხმარა შემდეგ საჭეს მიუჯდა და ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილს.....


-სად ვარ ..გაისმა ლილეს ჩურჩული ....გეგას იმედი მიეცა...


-ლილე, არ შეგეშინდეს შენთან ვარ, მალე სავადმყოფოში მივალთ..


-ვერაფერს ვგრძნობ.მეშინია მაგრამ ჩემს გამო არა მის გამო მეშინია ლილემ ძლივს ასწია ხელი რათა მუცელს შეხებოდა...ეგონა, რომ თუ შეეხებოდა ის იგრძნობდა და არ შეეშინდებოდა...


-თავს ნუ იღლი...ცოტა დარჩა...გაუძელი, მე შენთან ვარ, აღარასდროს არ დაგტოვებ...


-მე თუ მოვკვდები ....


-გემუდარები არ თქვა ეგ ...


-ანიკას უთხარი, ლილემ პაუზა გააკეთა ძალა არ ქონდა, ჩემ შვილს მას ვაბარებ... გითხრას რომ ....


-ყველაფერს შენ მეტყვი, კარგად იქნები და მე შენ მოგისმენ მთელი ცხოვრება“,


-დამპირდი რომ არ შეგძულდები, მაპატიე ლილემ ისევ დაკარგა გონება...

-გპირდები, არ შემძულდები არასდროს შემძულდები...


-მალე დათო, მალე აჩქარებდა შეყვარებულს ლიკა და თან ცრემლებს იწმენდაა თავალებიდან.დათოც გიჟივით შევარდა სავადმყოფოს ეზოში...


მანქანიდან გადახტა და მისაღებში ღრიალით შევარდა დახხმარების სათხოვნელად, ლიკამ კი მანქანის კარი გაუღო გეგას, ყველანაირად ცდილობდა მის დახმარებოდა ...


მიმღებიდან წამში გამოცვივდნენ ექთნები გეგამ საკაცეზე დააწვინა ლილე და თავად შეიყვანა მისაღებში ... მერე ექიმები შემოეხვივენ ლილეს და გეგა მასთან არ მიუშვეს...


გეგა ახლა მოვიდა აზრზე ტელეფონი ამოიღო და იას დაურეკა მაგრამ არ გააგონა... ია ექიმი მოძებნეთ სასწრაფოდ...


- დედათქვენი კონფერენციაზეა ბატონო გეგა..


-არ მაინტერესებს ახლავე უთხარი რომ მის შვილს სჭირდება...


-ახლავე ...


გეგა საოპერაციოს კარებთან ნერვიულად გადიგამოდიოდა დათო და ლიკაც იქვე იდგნენ..


-გეგა რახდება შვილო? დასისხლიანებული, გაგიჟებული შვილის დანახვაზე იას ლამის გული გაუჩრდა, ათასი რამ წარმოიდგინა მისმა გონებამ


-დედა მიშველე...


-ნუ მაგიჟებ რა გჭირს...


-დედა, იმ საოპერაციოში შედი და გადაარჩინე..


-კარგი შვილო, დამშვიდდი... ვინ არის იქ ვინ უნდა გადავარჩინო...


-დედა, უნდა იცოცხლოს, უნდა გადარჩეს თორემ, იცოდე რომ შენი შვილიც ვერ იცოცხლებს...


იას არაფერი უთქვამს ისე შევიდა საოპერაციოში...სანამ მაგიდასთან მივიდოდა და დაინახავდა ვინ იწვა საოპერაციო მაგიდაზე ფიქრობდა რომ გეგა დაეჯახა ამ გოგოს და მისი ნერვიულობის მიზეზი ეს იყო მაგრამ როცა ლილე დაინახა მისთვის ყვეაფერი ნათელი გახდა, ია მიხვდა რომ ლილე იყო ის გოგო რომელის სიყვარულის გამოც მისი შვილი წლებია იტანჯება, მერე პატარა გეგა გაახსენდა, მისი გეგასთან მსგავსება მისი შვილია გაუელვა გონებაში და წამით თვალს დაებინდა მაგიდას ხელები მაგრად ჩასჭიდა რომ არ წაქცეულიყო...


მერე ძალა მოიკრიბა


ყურში მხოლოდ გეგას სიტყვები ჩაესმოდა იცოდე რომ შენი შვილიც ვერ იცოცხლებს...


გეგამ ლექსოს დაურეკა


ზუსტად ნახევარ საათში ლექსო სავადმყოფოში იყო მას ფეხდაფეხ, მოყვა ანიკა რომელსაც ლექსომ გააგებინა...მალე სავადმყოფოში ნიკა და ლევანი შემოცვივდნენ...


გეგას დანახვაზე ლევანმა თავი ვერ შეიკავა შენ აქ რა გინდა, რა დამართე ჩემს ცოლს?გეგას გამხეცებული მივარდა


გეგამ წამით შებარბაცდა მერე კი თითქოს ამ დარტყმამ გამოაფხიზლაო.. ლევანს ყელში სწვდა და კედელს მიანარცხა...


-ჯერ ლილე გადარჩეს, და შენ მერე მოგხედავ...


-რა დაუშავე მეთკი...ღრიალებდა ლევანი...


-ორივემ მოკეტეთ ჩემი მეგობარი სიკვდილს ებრძვის თქვენ კი რას აკეთებ, ორივეს ბრალია ორივემ დაუნგრიეთ ჩემს მეგობარს ცხოვრება...


-ძმაო არ ვიცი რა პრობლემა გაქვს ამ კაცთან მაგრამ მე ვიპოვე შენი ცოლი, მე გავაჩერებიე ამ კაცს მანქანა და დახმარება ვთხოვე, მისი დახმარებით მოვიყვანე სავადმყოფოში ასე რომ ჩხუბის მაგივრად მადლობა უთხარი.


ლექსომ და დათომ გეგა ლევანს გამოარიდეს ნიკამ კი ლევანი გაიყვანა....


სამი ჯოჯოხეთური საათის მერე გაიღო პირველად სოპერაციოს კარი ექთანის კლითხვაზე თუ რომელი იყო ოჯახის წევრი გეგამ უკან დაიხია ლევანი და ნიკა მიუახლოვდნენ ექთანს..


-მე, მეუღლე ვარ, როგორია მისი მდგომარეობა..


-ბატოო ლევან, მდგომარეობა მძიმეა მაგრამ სტაბილური ამ ეტაპზე დანარჩენს ვერაფერს გეტყვით პირველი რეზუს უარყოფითი სისხლი გვჭირდება სასწრაფოდ ჩვენ ვეძებთ იქნებ თქვენც იპოვოთ...


-ნიკა, თქვენ ერთი ჯგუფი გაქვთ ხო?


-არა ლევან...ნიკამ მუჭები დაუშინა კედელს ანიკა ნიკას ზურგზე მოეხვია...დამშიდი ნიკა ლილე კარგად იქნება...


-მე შემიძლია მივცე ლილეს სისხლი.ყველამ ლექსოსკენ გაიხედა ...


ვფიქრობ ჩემი სისხლიც გამოდგება წინ წამოიწია ლიკაც გეგამ მადლობის ნიშნად თავი დაუქნია ახალგაცნობილ გოგონას რომელმაც იმდენი სიკეთე გაუკეთა დათოსთან ერთად გეგას მთელი ცხოვრება არ ეყოფა მადლობის სათქმელად.. ლექსო და ლიკა ექთანს გაყვნენ...


ანიკამ ნერვიულობას ვერ გაუძლო და უცებ გონება დაკარგა რომ არა გეგა ძირს დაეცემოდა, ხელში აიტაცა და მისაღებში მდგარ მდივანზე დააწვინა ნიკა წყლის მოსატანად გავარდა...


გეგამ ვერ მოზომა პირველივე შემორტყმა ისე ძლიერი მოუვიდა ანიკა წამში მოფხიზლდა...


-ერთი აქედანაც შემომარტყი ორივე მხარე ლურჯი რომ იყოს... წამოდგომა დააპირა ანიკამ მაგრამ გეგამ არ დანება


-იყავი ორი წამი, წყალს მოგტანს ნიკა..


-როგორ მოხდა?


-არ ვიცი, სავადმყოფოში მოვიოდი უცებ წინ მანქანამ დამიმუხრუჭა ის იყო უნდა მეგინებია რომ მანქანიდან გიჟებივით გადმოხტენ და წინ გაიქცნენ მივხვდი რომ რაღაც მოხდა, საშინელი სურათი დამხვდა ერთი მანქანა გზაზე იყო მერე კი გზიდან გადავარდნილიყო, მაშინვე ჩავედით მე და დათო, მაშინ არ ვიცოდი რომ იქ ლილე დამხვდებოდა, არ ვცოდი თორემ ალბათ ვერ გავბედავდი ჩასვლას...


როცა მანქანიდან გადმოვიყვანეთ და დავინახე რომ ლილე იყო გეგას ხმა აუკანკალდა ანიკა მდივანზე წამოჯდა და გეგას მაგრად ჩაეხუტა...-


-კარგად იქნება შენი მზე გოგო, კარგად იქნება, კიდევ ბევრჯერ გაგიცინებს და ბევჯერ დაინახავ მის თვალებში მზეებს..


-ჩემი მზე გოგო ლილე...მანქანაში ცოტახნით გონზე მოვიდა, მითხრა აღარ მეშინია რა შემაშინებს როცა შენ გიჭირავს ჩემი ხელიო...შენ გახსენებდა თუ რამე მომივა, ჩემ შვილს მიხედოს, ხო კიდევ ანიკას უთხარი სიმართლე გითხრასო...


-ანიკას ცრემლები წასკდა, ყველაფერს თავად გეტყვის ჩემი გოგო ყველაფერს გაუძლებს, მე მჯერა რომ კარგად იქნება, შენც უნდა გჯეროდეს ამის....


-წყალი მოგიტანე..


ანიკამ წყლის ბოთლები გამოართვა ნიკას და ერთი გეგას გაუწოდა..


-მე წავალ ლექსოს და ლიკას დავხედავ...


-ანიკა ვინ არიან ეს ხალხი...


-ლიკა და ის ბიჭი როგორც გავიგე მათ დაინახეს ლილეს ავარია, გეგა კიდევ ჩვენი ძველი ნაცნობია შემთხვევით აღმოჩნდა იქ მან და იმ ბიჭმა ამოიყვანეს ლილე მანქანიდან და აქ მოიყვანეს, ლექსო კი აქ მუშაობს ლილეს თანამშრომელი და გეგას ბავშვობის მეგობარია..


-და სულ ეს არის?ლევანს რა პრობლმა აქვს მაშინ გეგასთან...


-გახსოვს წლების წინ ლილე შენთან მოვიდა და გითხრა სხვა შემიყვარდაო..


-მახსოვს...


-გეგა სწორედ ის ბიჭია რომელიც ლილეს უყვარდა...


-მერე, მიატოვა ...


-არა ნიკა არ მიუტოვებია, იძულებული იყო...


-ზღაპრებს ნუ მიყვები, ჩემი დის გვერდით რა უნდა?რატომ მაინცდამინც იქ აღმოჩნდა, ამ ყველაფერში მისი ხელი ურევია...რაც ლევანმა დააკლო მე დავუმატებ...


-რას აკეთებ? ის ბიჭი ლილეს უყვარდა, იმდენად უყვარდა რომ შენი და მასთან ერთად გაქცევას გეგმავდა, და ვიცი რომ ლილეს დღესაც ძალიან უყვარს და როცა თვალს გაახელს მას ენდომება რომ გეგა მის გვერდით იყოს...


-ჩემ დას ქმარი ყავს ქმარი, შენ რა სიყვარულზე მელაპარაკები?თუ უყვარდა რატომ გაყვა სხვას ცოლად?


-იმიტომ რომ ლევანმა აიძულა, როცა თხოვდებოდა შენ კითხე შენს დას უნდოდა თუ არა?დას რომელმაც ქორწილამდე ერთი კვირით ადრე გითხრა რომ სხვა უყვარდა და გათხოვბა არ უნდოდა...რატომ არაფერი ჰკითხე რატომ დაქორწინდნენ ნაჩქარევად...შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ ლილესთვის კარგი ძმობის გაწევა ვერ შეძელი ნიკა..


-თუ მართლა უყვარდა ჩემი და რატომ არ მოვიდა ჩემამდე?


-უნდოდა, მაგრამ ლილემ არ მისცა უფლება, ნეტა მოსულიყო, რაც გადაიტანა ლილეს გამო ალბათ იმ ტკივილის გადატანა არ მოუწევდა... და ახლა შენი და იქ რომ წევს მის ბრალი კი არა შენი სიძის ბრალია, ერთადერთი ვისაც აქ ყოფნის უფლება არ აქვს ჩვენს შორის ის არის..


-რაზე მელაპარაკები?


-ის ბიჭი ვინც ახლა შენს დას საკუთარ სისხლს აძლევს იმისთვის რომ იცოცხლოს ზუსტად ერთი თვე ამ სავადმყოფოს კედლებში ათენებდა და აღამებდა, წამით არ ტოვებდა მის მეგობარს რომელიც სიკვდილს მარტო იმიტომ ებრძოდა რომ ლილე შეუყვარდა...


-ლილე რა შუაშია?


-ყველაფერი ლევანმა მოაწყო, ხალხი მიუგზავნა იმ დღეს როცა გაპარვას აპირებდნენ, გეგა ისე სცემეს რომ სამი დღე რეამინაციაში იყო, არავინ ელოდა მის გადარჩენას ლილე კი დააჯერა რომ გეგას შეეშინდა მასთან ერთად გაქცევის რომ სთანადოდ არ უყვარდა...როცა გეგა გონზე მოვიდა და ლილე ძებნა დაიწყო ლილე უკვე გერმანიაში იყო...


-გაჩუმდი რაებს მიყვები, ეგ სიმართლე ვერ იქნება ლევანი ამას არ გაკეთებდა...


-სიმართლეა ნიკა, სამწუხაროდ სრული სიმართლე...


-ამის მერე მე ძმა მქვია, მეგონა ყველაფერი ვიცოდი ჩემს დაზე ვიცოდი რა სტკიოდა და რა უხაროდა...


–თვითგვემას მორჩი, და სანამ რაიმე სისულელეს გააკეთებ გაიხსენე რომ იმ ბიჭმა შენ დას სიცოცხლე უკვე მეორედ აჩუქა, პირველად როცა შენი სიძის გამო თავის მოკვლა გადაწყვიდა და დღეს .. გეგას ლილეც კი უსამართლოდ მოექცა და შენ მაინც ნუ დაემატები...


-შენ რატო გაჩუმდი ანიკა, შენ მაინც რატომ არ მოხვედი თუ ჩემს დას ასე უჭირდა?


-გეთანხმები, ჩემი ბრალიცაა...ნეტა მართლა მოვსულიყავი....მაგრამ პირობას ვდებ დღეიდან სხვანაირად მოვიქცევი.ოღონდ ახლა ლილე გადარჩეს და ყველაფერს გამოვასწორებთ...


-ჩემი და იცოცხლებს, შინ შვილი ელოდება...


-მეშინია ნიკა, ძალიან მეშინია..


ფოიეში ლიკა, გეგა და ლექსო გამოჩნდნენ...ანიკა მათ მიეგება..


-ლექსო კარგად ხართ...


-კი ანიკა, მთავარია ლილე იყოს კარგად...


-არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ...თავი დახარა ნიკამ...


-არ არის საჭირო ლილესთვის მეტის გაკეთებაც შემიძლია...


ლექსომ ნიკას ბეჭზე ხელი დაარტყა და საოპერაციოსკენ წავიდა..


ყველანი მას გაყვა უკან...


ოპერაციის დაწყებიდან მეშვიდე საათი დაიწყო, საოპერაციოდან ისევ არაფერი ისმოდა, ყველა ძალადაკარგული მოსაცდელში ისხდნენ ლოდინის მეტი რა დარჩენოდათ.. გეგა კარებთან იატაკზე იჯდა სახე ხელებში ჩაერგო და თითქოს არც კი სუნთქავდა...


-ძია, რატომ გამეპარე...


მოსაცდელში გეგა შემოვარდა ნიკა ფეხზე წამოხტა და გეგა გულში ჩაიკრა...


დედა რატომ მოიყვანე..


-ჩემი შვილი მანახეთ, მითხარი ნიკა რომ კარგად იქნება, მითხარი რომ შენ დას არაფერი დაემართება ცუდი....


დედა დამშიდდი გთხოვ...


ლექსო თვალს არ აშორებდა ბავშვს...


ის იყო გეგა ფეხზე აპირებდა წამოდგომას რადგან ბავშვი დაენახა რომ კარი გაიღო და ია გამოვიდა...


-დედა, რამე მითხარი...


ყველა იას შემოეხვია...


-საბედნიეროდ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მდგომარეობა მძიმე მაგრამ სტაბილური არის, წინ სამი კრიტიკული დღე გვაქვს, ვილოცოთ მისთვის და იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება...


-ბავშვი?


-სამწუხაროდ ნაყოფის გადარჩენა ვერ მოხერხდა.. იამ მზერა შვილისკენ გააპარა ასეთი შეშინებული, განადგურებული გეგა არასდროს ენახა..


-მე თქვენ გიცნობთ, მე და თქვენ ვითამაშეთ წინ გამოძვრა პატარა გეგა...


-ნამდვილად, და კიდევ ძალიან ბევრს ვითამაშებთ...


იამ შვილიშვილი გულში ჩაიკრა, და თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა...


-ია ბებო, დედას ავად გახდა და შენ უნდა მოარჩინოთ?ხომ მოარჩენთ.?


-აუცილებლად, აუცილებლად...


იამ ბავშვი დასვა და იქაურობას სასწრაფო წესით გაეცალა... კაბინეტში შევიდა ხალათი სასწრაფოდ გაიხადა და შორს მოისროლა ფანჯარა გამოაღო...



ყურებში ისევ გეგას სიტყვები ჩაესმოდა, -დედა, უნდა იცოცხლოს, უნდა გადარჩეს თორემ, იცოდე რომ შენი შვილიც ვერ იცოცხლებს...


ჩემს შვილს შვილი ყავს, მან კი არაფერი იცის? როგორ შეეძლო ჩემ შვილს ასე მოქცეოდა? როცა ჩემ შვილს მისთვის სიკვდილი შეუძლია...


ტელეფონს დასწვდა და ლექსოს დაურეკა...


სასწრაფოდ მოდი...


ლექსომ ტელეფონი გათიშა და კაბინეტისკენ წავიდა...

-დედა ბავსვი სახლში წაიყვანე აქ მე დავრჩები...ძია მალე მოვა და დედასაც მოგიყვანს ახლა კი გაიქეცი სახლში და ბებოს დაუჯერე...მაგრად ჩაიკრა გულში ნინკამ დისშვილი...

გაგრძელება იქნება....


1
218
შეფასება არ არის
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
218
  
2023, 7 მაისი, 23:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1