x
მეტი
  • 11.11.2024
  • სტატია:138179
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511935
8 ქვეყანა, სადაც ჭარბი წონა სილამაზის სტანდარტია

image


სილამაზე - სუბიექტური ცნებაა, რომელზე წარმოდგენაც მუდმივად იცვლება. თითოეულ ქვეყანას სილამაზის სტანდარტებზე განსხვავებული შეხედულება გააჩნია. მაგალითად, საფრანგეთში სიგამხდრეს და ბუნებრიობას აფასებენ, ავსტრალიაში უპირატესობას ათლეტურ აღნაგობას ანიჭებენ, სამხრეთ კორეაში – ფერმკრთალი კანი მოსწონთ, ინგლისში კი – ზედმეტი სიგამხდრეა ტრენდული, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც განსაკუთრებულ პატივში "მადისაღმძვრელი", ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონები არიან. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ ქვეყნებზე ვისაუბრებთ. თქვენ წინაშეა რვა ქვეყანა, სადაც სხეულის სავსე ფორმები არა მხოლოდ მიღებულია, არამედ სილამაზის სტანდარტადაც კი ითვლება.




იამაიკა


image


იამაიკაზე განსაკუთრებით სრული ფიგურის მქონე ქალებს აფასებენ და ხშირად მათ გამხდარ კოლეგებთან შედარებით უფრო მიმზიდველადაც კი თვლიან. იამაიკაზე სილამაზის იდეალი ხაზს უსვამს სხეულის ფუმფულა ფორმებს, ხოლო ჭარბი წონის მქონე ქალები კურთხეულადაც კი ითვლებიან. იამაიკური მედია სავსემკერდიან მოდელებსა და ცნობილ ადამიანებს ხშირად აჩვენებს, ხოლო კუნძულზე ყოველწლიურად გამართული კარნავალი სხვა არაფერია თუ არა - ფუმფულა ქალბატონებისთვის თავიანთი სილამაზის ჩვენების ერთგვარი შესაძლებლობა.






კოლუმბია


image


კოლუმბია, კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონები დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობენ. სრული ფიგურის მქონე მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უფრო ქალურებად, და სილამაზის ეტალონად ითვლებიან. მაგალითად, მოდის ჩვენებებზე ხშირად არის წარმოდგენილი ისეთი სამოსი, რომელიც მხოლოდ "მადისაღმძვრელი" ფორმების მქონე გოგონების წარმოსაჩენად არის შექმნილი.






ნიგერია


image


ნიგერიაში სილამაზის იდეალად სხეულის სრული ფორმები ითვლება. დასავლეთ აფრიკაში მდებარე ამ სახელმწიფოში დიდთეძოებიანი ქალები ყველაზე მეტად ფასობენ და იქაური სტანდარტებითაც ყველაზე მიმზიდველად სწორედ ისინი ითვლებიან. ნიგერიაში მცხოვრები ჭარბწონიანი ქალბატონები თავიანთი ფორმებით ამაყობენ და სულ არ ერიდებიან საკუთარი "ღირსებების" საჯაროდ დემონსტრირებას.





ინდოეთი


image


ინდოეთში სილამაზის იდეალად ქალის სრული სხეულია მიჩნეული, რაც ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების ერთგვარ სიმბოლოდ ითვლება. მაგალითად, ტრადიციული ინდური სარიც, სწორედ ასეთი ქალებისთვის არის განკუთვნილი.





სამოა



image


სამოაში სხეულის სავსე ფორმები არა თუ მისაღები, არამედ სილამაზის სტანდარტიც კია. სილამაზის ტრადიციული სამოური იდეალი ხაზს უსვამს ქალის ფუმფულა ფორმებს, შესაბამისად, ასეთი "ღირსებების" მქონე გოგონები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დიდი მოწონებით სარგებლობენ. სამოას კულტურაში მასიურ ქალბატონებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და აღმერთებენ.






ბრაზილია


image



ბრაზილიაში ბუნებრივად ჭარბწონიანი ქალები ყველაზე მიმზიდველად ითვლებიან. სილამაზის ბრაზილიურმა იდეალმა ასახვა მოდის ინდუსტრიაშიც ჰპოვა.





განა


image

განაში ქალის ფუმფულა ფორმები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ნიშნად ითვლება. გარდა ამისა, ქვეყნის გასართობი ინდუსტრია მუსიკალურ ვიდეოკლიპებსა და ფილმებშიც უფრო ხშირად "მადისაღმძრელი" ფორმების ქალბატონებს აჩვენებს.





მექსიკა


image


მექსიკური კულტურა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქალურ ფორმებს. პლუს - ზომის მოდელებზე ადილობრივ შოუ - ბიზნესში მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.












0
363
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
363