x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მათ სამკაულებს თვალი ვერავინ მოწყვიტა
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.



სტილისტები ცდილობენ დაფიქრდნენ ყველა დეტალზე, შექმნან სრულყოფილი გამოსახულებები ვარსკვლავებისთვის, რათა მათი ყოველი გამოჩენა საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელი იყოს. ასევე დეკორაციებს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ისინი ხელს უწყობენ ნებისმიერი სამოსი იქცეს სრულყოფილად. ამ სტატიაში გადავწყვიტე შემეგროვებინა ცნობილი ადამიანების ელეგანტური და უჩვეულო აქსესუარები წითელ ხალიჩაზე, რომლებსაც თვალი ვერავინ ვერ მოწყვიტა.





1. ნიკოლ კიდმანი გულის ფორმის ყელსაბამით.image




2. კანაჰ დიპიკა პადუკონემ ყველა გააოცა თავისი მარგალიტის საყელურით. image




3. ჯულია რობერტსი Chopard-ის ბრენდის საყურით "ბილეთი სამოთხისკენ" ფილმის პრემიერაზე. image




4. ფლორენს პიუ ანათებდა წითელ ხალიჩაზე თავისი არაჩვეულებრივი ყელსაბამით. image




5. ემა უოთსონი არასდროს ერიდება გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე თავისი ექსპერიმენტალური საიუველირო ნივთებით. image




6. სელმა ჰაიაკი თვალისმომჭრელი ყელსაბამით. image




7. ზენდაია გასაოაცარი საყურით პარიზის მოდის ჩვენებაზე. image





8. ვანესა ჰადჯენსი ოქროს საყურით ტონის 75-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე.image




9. როზე, კორეელი მომღერალი ნიჟარის ფორმის სამაჯურით. image




10. ბლეიქ ლაივლი Met Gala 2022-ზე თავიუფლების ქანდაკების დიადემით. image




11. ჯესიკა ჩესტეინი Gucci-ს ყელსაბამით.image




12. ქეით ჰადსონი ყოველთვის ზუსტად არჩევს აქსესუარს თავისი კაბებისთვის. ამჯერად ის "ოსკარი 2022"-ს დაჯილდოებაზე ასეთი საყურით წარსდგა.image




13. ჯენიფერ ლოპეზი "გრემი"-ის დაჯილდოებაზე. imageimage




14. ტეილორ სვიფტი - "გრემი 2023". image




15. კეტ გრეჰემი თავისი მასიური აქსესუარებით. image




1
184
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
184
  
2023, 12 მაისი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1