x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136042
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
სიკვდილამდე ლავრენტი ბერიამ მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოსთქვა

image


ჭკვიანურმა პოლიტიკურმა თამაშმა ნიკიტა ხრუშჩოვს საშუალება მისცა სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერიასთვის დაესწრო. პოლიტბიუროს წევრებთან ერთად, ხრუშჩოვმა შინაგან საქმეთა ყოვლისშემძლე სახალხო კომისრის დაპატიმრება მოახერხა. მოვლენების განვითარების ოფიციალურ ვერსიაში ნათქვამია, რომ 1953 წლის 26 ივლისს კრემლში გამართულ შეხვედრაზე ხრუშჩოვმა ღიად დაადანაშაულა ლავრენტი ბერია საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ ქმედებებში.

image


ყველაზე დაძაბულ მომენტში ოთახში გ. ჟუკოვის ხელმძღვანელობით გენერლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ბერიას დაპატიმრება შეძლეს, რომელიც ჯერ მოსკოვის სამხედრო ოლქის გარნიზონის ჰაუპტვახტში გაგზავნეს, ერთი დღის შემდეგ კი ცალკე საკანში გადაიყვანეს, რომელიც მოსკოვის სამხედრო ოლქის გენერალური შტაბის ბომ­ბსა­ფა­რით იყო აღჭურვილი. ერთდროულად დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებიც, რომლებიც დაკავებული ლიდერის ახლო წრიდან იყვნენ. ბერიას სიკვდილით დასჯა მიესაჯა, რომელიც სისრულეში იმავე წლის 23 დეკემბერს მოიყვანეს.


image


გამოძიების მსვლელობისას, საზოგადოების თვალში, ლავრენტი ბერია წარმოდგენილი იყო როგორც სისხლიანი ჯალათი, რომელიც ყველა სახის ცოდვაში იყო ბრალდებული. ჟუკოვის მოგონებების თანახმად, ბერიამ თავი ძალიან მშიშარა ადამიანად წარმოაჩინა, რომელიც სასჯელის აღსრულებამდე წყალობას ითხოვდა, ისტერიულად ტიროდა და მუხლებზე ხოხავდა. ეს განცხადება 1994 წელს მაიორმა ხიჟნიაკმა უარყო, რომელიც მაღალჩინოსან პატიმარზე იყო მიმაგრებული. მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ოლქის შტაბის კომენდანტმა განაცხადა, რომ ბერია იყო მშვიდი, ფერმკრთალი და თავშეკავებული.პროცესს ესწრებოდნენ სასამართლოს წევრები: მიხაილოვი, ბატიცკი, შვერნიკი, პროკურორი რუდენკო და მოსკალენკო ადიუტანტთან ერთად, განაჩენი სისრულეში ბატიცკიმ მოიყვანა. ლავრენტი ბერია საჰაერო თავდაცვის სამინისტროს შტაბის ბუნკერში, ქვეყნის გენერალური პროკურორის რუდენკოს თვალწინ დახვრიტეს. ღამე მისი სხეული ერთ-ერთ კრემატორიუმში დაწვეს, ფერფლი კი მდინარე "მოსკვაზე" მოაბნიეს.


image


შესაძლოა, ოფიციალური სასამართლო პროცესი საერთოდაც არ გამართულა. ამ აზრს ლავრენტი ბერიას ვაჟი სერგო, და სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევაც იზიარებდნენ. დღემდე არ არსებობს სასამართლო პროცესიდან არც ერთი ფოტო. ალტერნატიული ვერსია ვარაუდობს, რომ ბერიას ლიკვიდირება დაკავების დროს მისსავე სახლში მოხდა, და არა კრემლის სათათბირო ოთახში გამართულ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე. სავარაუდოდ, სტალინის უახლოესმა თანამებრძოლმა სიკვდილამდე მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა. "პირუტყვებო!" ("Скоты!")


image


საქმეში დაკავებული სახალხო კომისრის თითის ანაბეჭდებიც კი არ არის. დაკავების მოწმეთა ჩვენებებს ბევრი შეუსაბამობა ახლავს თან. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით მრავალი საგამოძიებო და სასამართლო დოკუმენტაცია შედგა. მთლიანობაში, ლავრენტი ბერიას დაკავებისა და ლიკვიაციის მთელი პროცედურა უფრო პოლიტიკურ შეთქმულებას ჰგავდა, ვიდრე დამნაშავის ფორმალურ სასამართლო პროცესს.







0
3514
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3514