x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
შოუ-ბიზნესის ცნობილი ქალბატონები, რომლებმაც სილიკონის მკერდზე უარი თქვეს

ჰოლივუდში, როგორც წესი დიდი მკერდი ყურადღებასთან და ცნობადობასთან ასოცირდება, ზოგი მკერდს იდიდებს კომპლექსების გამო, ზოგი მეტი ყურადღების მისაღებად, ამ ცნობილმა ქალბატონებმა თავის დროზე სწორედ ასეთი მიზეზების გამო გაიდიდეს მკერდი, გარკვეული დროის შემდეგ კი ინანეს და მოიშორეს:

1. პამელა ანდერსონი

პამელა ანდერსონი აბსოლუტური ჩემპიონია საკუთარი მკერდის „გადაკეთებაში“! მსახიობის მკერდი სხვადასხვა პერიოდებში ხან იზრდებოდა, ხან ისევ იკლებდა, ფანებმაც კი არ იციან სულ რამდენი ოპერაცია აწვს გაკეთებული ქალს. საბოლოო ჯამში პამელამ მაინც ბუნებრივობა არჩია და წლებია მკერდის გადიდების ოპერაცია აღარ გაუკეთებია.image

2. ჯეინ ფონდა

მსახიობმა 50 წლის ასაკში გაიდიდა მკერდი, რამდენჯერმე გამოჩნდა საზოგადოებაში ამოღებული დეკოლტეთი და ისევ დაიპატარავა.
image

3. ვიქტორია ბექჰემი

Spice Girls - ის დაშლის შემდეგ მომღერალმა და დიზაინერმა თავისი წონისთვის საკმაოდ დიდი იმპლანტები ჩაისვა, რაც თავისთავად ზედმეტად არაბუნებრივად გამოიყურებოდა. ქალიშვილის, ჰარპერის გაჩენის შემდეგ კი იმპლანტები სულ ამოიღო.image

4. კორტნი ლავი

ქალმა საკუთარ გარეგნობაზე მრავალი ექსპერიმენტი ჩაიტარა, ხან ზედმეტი ბოტოქსი მოსდიოდა, ხან ზედმეტად იდიდებდა ტუჩებს ან მკერდს, საბედნიეროდ ვარსკვლავი დროზე გაჩერდა – კარგი ქირურგი იპოვა და ზედმეტი „სილამაზე“ მოიშორა.image

5. ნიკოლ კიდმანი

რამ უბიძგა უკვე აღიარებულ ლამაზმან ნიკოლ კიდმანს იმპლანტების ჩასმისკენ, უცნობია. ორ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, ნიკოლი ახარებდა გულშემატკივრებს თამამი დეკოლტეებით და 2015 წლის ბოლოს იგი დაუბრუნდა თავის ძველ ფორმებს.image

6. ტარა რიდი

ტარა რიდი პირველად მივიდა პლასტიკურ ქირურგთან, რადგან მისი ცალი მკერდი მეორეზე შესამჩნევად დიდი იყო. მსახიობი ოცნებობდაერთნაირ ფორმებზე, მაგრამ ქირურგმა თავისებურად გადაწყვიტა იპლანტების ჩადება, თანაც იდეალუი ფორმის არ გამოსვლია. შედეგად, გოგონას კიდევ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწია, რათა მეტ-ნაკლებად მისაღები შედეგი მიეღო.image

7. კრის ჯენერი

კარდაშიანების კლანის “უზენაესი ლიდერი" იყო პიონერი პლასტიკური ქირურგიის შესაძლებლობების განვითარებაში: კრის ჯენერმა სილიკონის იმპლანტანტები ჯერ კიდევ 80-იან წლებში შეიძინა. ვარსკვლავი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკეთებდა მკერდის იმპლანტანტებს და ახლახანს შეცვალა ისინი უფრო მოკრძალებული ფორმებით.image

8. შერონ ოსბორნი

შერონ ოსბორნმა სცადა თითქმის ყველაფერი, რასაც პლასტიკური ქირურგია სთავაზობდა. 2000-იანი წლების დასაწყისში შერონმა მოირგო იმპლანტები და ყველაფერი კარგად იყო, სანამ ერთ დილას ვარსკვლავმა არ გაიღვიძა და ერთ-ერთი მათგანი ... გასკდა. ქალმა სინანულის გარეშე მოიშორა ორივე და დაუბრუნდა „მშობლიურ“ ფორმებს.image







2
302
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
302
  
2023, 4 მაისი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2