x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პირველი შემთხვევა საქართველოში - ექს-პრეზიდენტის შვილები მანანა არჩვაძისთვის დედობის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ
image

ეს იქნება დამოუკიდებელ საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც სრულწლოვანი შვილები დედისთვის დედობის უფლებას ჩამოართმევენ.ამას ითხოვენ ექს-პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები, გიორგი და ცოტნე გამსახურდიები.



მორალური და ფსიქოლოგიური წნეხი წლების განმავლობაში - ეს გახდა მიზეზი, რის გამოც გიორგი გამსახურდიამ მისი და მისი ძმის სახელით სასამართლოს მიმართა.


ამ განზრახვის შესახებ გიორგი გამსახურდიამ, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაწერა.




"არანაირი სურვილი არ მქონდა მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ყველა ზღვრებს გადავიდა. ვისაც ჩვენი ოჯახისათვის სიკეთე უკეთებია, ყველას გაუსაძლისი პირით ლანძღავს. არანაირი საერთო მე მასთან არ მაქვს და ეს, იურიდიულ სახესაც მიიღებს მალე" - წერდა მაშინ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და მანანა არჩვაძის შვილი, გიორგი გამსახურდია საკუთარ twitter-ის გვერდზე.



ასევე გამოეხმაურა გიორგი გამსახურდია წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრთან, მანანა-არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერების ხმაურიანი აქციას, რომლებიც ცოტნე გამსახურდიას კლინიკიდან გაყვანას მოითხოვდნენ.



"ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა, რის გავლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან. ასევე უდიდესი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მათი გინებით და უსამართლო მოპყრობით შეწუხებულებს.



31 მარტს კი მამის დაბადების დღეზე ასეთი პოსტი დაწერა:



"ყვე­ლა ზღვარს სცდე­ბა ის, რაც დღეს, მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში პრე­მი­ე­რის მის­ვლი­სას ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა. ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლი ბრბო, უზ­ნეო სი­ტყვე­ბით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრე­მი­ე­რის და სხვა სტუმ­რე­ბის მი­სა­მარ­თით. თუ ვის, ირაკ­ლის ეს უზ­ნე­ო­ბა არა­ნა­ი­რად არ ეკუთ­ვნის. მსგავ­სი ხალ­ხის დიდი წვლი­ლია ზვი­ა­დის და­ღუპ­ვა­ში".



დედის წინააღმდეგ შეტანილ სასამართლოში შეტანილ სარჩელს თან ერთვის არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ცოტნე გამსახურდიას მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, სადაც ის მანანა არჩვაძეს გამსახურდიების ოჯახის განადგურებაში ადანაშაულებს. სამწლიანი მკურნალობის შემდეგ, ცოტნე გამსახურდია ახლაც წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრშია და დედის გადაწყვეტილებით, კოლხურ კოშკში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

image

"თითქოს დაუჯერებელია, რომ შვილი ითხოვს დედობის უფლების ჩამორთმევას დედაზე, მაგრამ მას ამის საფუძველი აქვს და არაერთი მტკიცებულება, რაც ადასტურებს მანანა არჩვაძის თავის შვილებზე ზემოქმედებას"-აცხადებს ძმები გამსახურდიების ადვოკატი მიხეილ გორგილაძე.


კომენტარი გააკეთა ამ საქმეზე, ცოტნე და გიორგის უფროსმა ნახევარძმამ კონსტანტინე გამსახურდიამაც, რომელსაც დედის და შვილების ურთიერთობა აღწერილი აქვს ახლახან გამოცემულ წიგნში "სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის"

image

"მე აქ მხოლოდ სიმართლეს ვწერ და ვიცოდი მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და ვიცოდი ჩემი ძმების მონაყოლიდან, რომლებიც ძალიან მძიმე პირობებში გაიზარდნენ.ეს ქალბატონი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ადგილი აქვს სრულიად არაგონივრულ, აბსურდულ და უზნეო ქმედებათა მთელ კასკადს, ანუ, ეს არის კოშმარი, რომელიც არ სრულდება"



აღსანიშნავია, რომ გამსახურდიების ოჯახში ეს პირველი სასამართლო დავა არ არის. შვილების სარჩელის საფუძველზე მანანა არჩვაძეს კოლხურ კოშკზე ქონებრივი უფლებები უკვე ჩამოართვეს.

2
676
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
676
  
2023, 4 მაისი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2