x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მისტიკური ისტორიები, რომელიც რეალურად მოხდა (II ნაწილი)
image


წარსული აწმყოში


2006 წელს კეროლ ჩეიზ მაკელჰენი პერისიდან სახლში, სან-ბერნარდინში (კალიფორნიის შტატი, აშშ) მიემგზავრებოდა და მან ქ. რივერსაიდში გადაწყვიტა შეჩერება — ქალაქში, რომელშიც დაიბადა და მისი მშობლები ცხოვრობდნენ. თუმცა, გოგონა მაშინვე მიხვდა – მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად, სწორედ იმ ადგილზე იყო, სადაც უნდა ყოფილიყო, მშობლიური ქალაქი სხვაგვარად გამოიყურებოდა.


image


მოგვიანებით, ის ამტკიცებდა, რომ ვერ იპოვა ვერც საკუთარი სახლი, სადაც ბავშვობა გაატარა და სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ და ვერც ოჯახის სხვა წევრების სახლები. მისთვის უცნობი იყო ყველა სახლი, მიუხედავად იმისა, რომ მისამართები ემთხვეოდა. სასაფლაოც კი, სადაც მისი ბებია-ბაბუა იყვნენ დაკრძალულები, მართალია, შემოღობილი იყო, მაგრამ სრულიად ცარიელ ნაკვეთს წარმოადგენდა. ერთადერთი, რაც მას ეცნო, ეს სკოლა და კოლეჯი იყო. კეროლმა ჩათვალა, რომ სხვა განზომილებაში და წარსულში მოხვდა და იმ ადგილზე ჩარჩენის შიშით, ქალაქი სასწრაფოდ დატოვა.

გავიდა დრო და კეროლი ისევ ჩავიდა მშობლიურ ქალაქში და უკვე ჩვეულებრივ, მისთვის ნაცნობ რივერსაიდში მოხვდა.


სტუმარი XVII საუკუნიდან


1995 წ. სიუან–ჰე (ჩინეთი) გამოჩნდა ბავშვი, რომელიც უცნაურად იყო ჩაცმული და ჩინელებისთვის რთულად გასაგებ დიალექტზე საუბრობდა.

ის პოლიციაში წაიყვანეს, სადაც მოყვა, რომ მას ჰონ-ჰენი ერქვა, იყო 11 წლის და რომ სოფ. ჩენ-ჯოს მახლობლად მდებარე მონასტერში ცხოვრობს.



image


ბავშვი შეშინებული ჩანდა და გამუდმებით იმას კითხულობდა, თუ სად, რა ადგილზე იმყოფებოდა და თუ რატომ დადიოდნენ ეტლები ცხენების გარეშე.

პოლიციაში გადაწყვიტეს, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ იყო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კითხვაზე, თუ რომელი წელი იყო, ბავშვი არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა – 1695 წელიაო. გასინჯვის და დეტალური კვლევის შემდეგ, დაადგინეს, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო. მაშინ ექიმი ლი ძალიან დაინტერესდა თავისი უჩვეულო პაციენტით. მან საავადმყოფოში მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მიიწვია და სთხოვა, ჰონ-ჰენის საიდუმლოს გახსნაში დახმარებოდნენ.

მეცნიერების დასკვნა გამაოგნებელი იყო, – გაირკვა, რომ ბავშვი XVII საუკუნის ჩინურზე საუბრობდა.

ჰონ-ჰენი 1 წელი საავადმყოფოში ცხოვრობდა და 1996 წ. უეცრად გაქრა.

მას, რა თქმა უნდა, ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს. მაშინ ექიმმა ლიმ იმ მონასტრის პოვნა გადაწყვიტა, რომლის შესახებაც ჰონ-ჰენი ჰყვებოდა.

ძებნა დიდ ხანს არ დასჭირვებია. გაირკვა, რომ ის მართლაც არსებობდა. ექ. ლი მონასტერს ეწვია და ძველ არქივში ჩანაწერი აღმოაჩინა, ვინმე ჰონ-ჰენის შესახებ, რომელიც მონასტრის მსახური იყო.

დოკუმენტში არსებული ინფორმაციის მიხედვით, 1995 წლის დასაწყისში, ბავშვი უეცრად გაქრა და მხოლოდ 1 წლის შემდეგ დაბრუნდა. მაგრამ, უცნაურ რაღაცებს ჰყვებოდა, თითქოს «შეპყრობილი» იყო. ეს ყველაფერი ბერმონაზვნებს იმდენად უჩვეულოდ მოეჩვენათ, რომ მომხდარის შესახებ, მონასტრის გრაგნილში ჩაწერეს.

გამოდის რომ, წარსული და მომავალი ერთდროულად, ერთმანეთის პარალელურად არსებობს.


ადამიანი არ არსებული ქვეყნიდან


1954 წ. ტოკიოს აეროპორტში დააკავეს ადამიანი, რომელსაც ტაურედში გაცემული პასპორტი და მართვის მოწმობა ჰქონდა. მაგრამ, ასეთი ქვეყანა დედამიწაზე არ არსებობს!

ამ უცნაური საბუთების მქონე ადამიანი (მას საბანკო წიგნაკიც კი ჰქონდა), დაკითხვის ოთახში გაიყვანეს. როგორც გაირკვა, მამაკაცი თავისუფლად ლაპარაკობდა ფრანგულად, ესპანურად... და იაპონურადაც კი.
სასაზღვრო პოლიციამ მას რუკაზე თავისი ქვეყნის ჩვენება სთხოვა. მან თავიდან ანდორაზე მიუთითა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მისი ქვეყანა რუკაზე არ იყო!


image


ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, როდესაც კაცმა განაცხადა, რომ ანდორას შესახებ არასდროს სმენია, ხოლო მისი ქვეყანა – ტაურედი, 1000 წელზე მეტია, რაც არსებობს.



ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მის პასპორტში, 5 წლის მანძილზე, საზღვრის გადაკვეთის დროს, ჩარტყმული შტამპები იყო. რომლის მიხედვით, ეს ადამიანი, თურმე, არაერთხელ ჩასულა ტოკიოში და პრობლემები არასდროს შეჰქმნია. იმის გამო, რომ უკვე ღამე იყო და არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, პოლიციელებმა მამაკაცი აეროპორტის გვერდით მდებარე, სასტუმროს ზედა სართულზე, ოთახში ჩაკეტეს. კარებთან კი ორი შეიარაღებული პირი დააყენეს. მიუხედავად ამისა, დილით მისულებს, ოთახში არავინ დახვდათ. დაკითხვის ოთახიდან გაქრა მისი საბუთებიც.image


ამ შემთხვევების მოყოლა, საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ პარალელურ სამყაროებში მოგზაურობის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ, დასაფიქრებლად, ნამდვილად ღირს...


image

არხის სხვა სიახლეები:


* The Beatles–ს ალბომი პარალელური სამყაროდან (შეგიძლიათ მოუსმინოთ). ადგილი, სადაც ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია

* მისტიკური ისტორიები, რომელიც რეალურად მოხდა

* ყალბი ამბები ჩვენი ისტორიული წარსულიდან



1
408
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
408
  
2023, 2 მაისი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1