x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საქორწინო ღამე აფრიკაში: გიჟური წეს-ჩვეულებები და უცნაური ტრადიციები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ყველა ერს გააჩნია თავისი უნიკალური და განსაკუთრებული ადათ - წესები, თუმცა ზოგიერთი ხალხის წეს- ჩვეულება უფრო ჰუმანურად გამოიყურება, ზოგის კი ველურადაც კი შეიძლება მოგეჩვენოთ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ უცნაურ და ერთი შეხედვით შოკისმომგვრელ საქორწინო ტრადიციებზე ვისაუბრებთ.




აფრიკის ჩრდილოეთ ტომები


image


აფრიკის ჩრდილოეთ ტომების წარმომადგენელთათვის ქორწილის წყვილებად გამართვაა მიღებული, რაც იქ არავის აღელვებს, პირიქით, ერთსა და იმავე დღეს რაც უფრო მეტი წყვილი შეუღლდება, ქორწილის აღნიშვნაც მით უკეთესი იქნება. ამ შემთხვევაში კი ველურობა სწორედ იმაში მდგომარეობს რომ ახალგაზრდა წყვილები ქორწილის ღამეს ერთ შენობაში ატარებენ და შეუძლიათ ერთმანეთის ქმედებებს თვალი ადევნონ. ბერბერებისთვის სრულიად ნორმალურად ითვლება ინტიმური გამოცდილების მიღება ცოცხალი მაგალითებისთვის თვალყურის დევნებით.





ტანზანიური ტრადიციები


image


სუაჰილის ტომში სრულიად ნორმალურია როდესაც გამოუცდელ ახალდაქორწინებულებს ქორწილის ღამეს "დამხმარე" ეხმარება. ამ ფრიად "საჭირბოროტო" შემთხვევისთვის ასისტენტად ოჯახის ყველაზე უფროსს ქალს არჩევენ, რომელიც გათხოვილია, და თან სათანადო ინტიმური გამოცდილებაც აქვს. მას როგორც წესი, ახალდაქორწინებულთა საწოლის ქვეშ მალავენ, თუ საპასუხისმგებლო მომენტში ახალგაზრდებს რაღაც ისე ვერ გამოსდით, საქმეში დამხმარე ერთვება და წყვილს სწორ მიმართულებას აძლევს. ამის შემდეგ ის ნათესავებს "პატაკს" აბარებს, გარდა იმისა რომ ის ახლობლებს განვლილი ღამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის, მტკიცებულების სახით - ასევე სისხლიან ზეწარსაც წარუდგენს.




ბენ - კოლის ტრადიციები


image


ამ ტომის ტრადიციები სუაჰილის წეს- ჩვეულებისგან დიდად არ განხვავდება, თუმცა მათ შემთხვევაში ერთადერთი განსხვავება ის არის რომ უფროსი ნათესავი ამჯერად, საქორწინო ღამემდე საქმროსთან წვება, რომელიც მის შესაძლებლობებს სათანადოდ აფასებს და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, მას ქორწილამდე კიდევ რამდენჯერმე ხვდება, რათა ყველა "ეშმაკობა" ასწავლოს.





ზულუს ტრადიციები


image


თავისი სიველურით დანარჩენებს არც ზულუს საქორწინო ტრადიციები ჩამორჩება. წყვილისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს ნეფე - პატარძლის მშობლები პატარძალს ცეკვაში უნდა შეეჯიბრონ, სადაც გოგონამ ბოლოს ქმრის ახლობლებს უნდა უჩვენოს თუ რამდენად მაღლა შეუძლია ერთ- ერთი ფეხის აწევა, ამის შემდეგ პატარძლის დედა ყველას თვალწინ საკუთარი ქალიშვილის ქალწულობას ამოწმებს, რის შემდეგაც საქმროსთან უშვებს, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ასეთი ტრადიციები ძირითადად, მესამე სამყაროს ქვეყნებში არსებობს.








0
275
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
275