x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
„ვინც ფიქ­რობს, რომ თავი და­ვი­ზი­ა­ნე, მა­გი­და ვირ­ტყი და თავი კე­დელს ვურ­ტყი.." - რენატა ბეგიაშვილი მიმართვას ავრცელებს
image

მოდელმა რენატა ბეგიაშვილმა ყოფილი მეუღლე ძალადობაში რამდენიმე დღის წინ ამხილა, თუმცა 38 წლის შალვა იაშვილმა დანაშაული არ აღიარა, უფრო მეტიც, მისი ჩვენების მიხედვით, რენატა ბეგიაშვილი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და მიიყენა თვითდაზიანება.


ამასთან დაკავშირებით რენატამ მორიგი პოსტი გამოქვეყნა სოციალურ ქსელში.




„ვინც ფიქ­რობს, რომ თავი და­ვი­ზი­ა­ნე, მა­გი­და ვირ­ტყი და თავი კე­დელს ვურ­ტყი... არ მყავს ად­ვო­კა­ტი, არც ვა­პი­რებ ავიყ­ვა­ნო. მე პი­რა­დად მინ­და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჩემი შვი­ლის­თვის. მე ვცა­დე, შალ­ვა იაშ­ვილს დავ­ხმა­რე­ბო­დი, რომ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. ეგ უკვე ჩემი ადა­მი­ა­ნო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი აქვს ბევ­რს.



ამ ეტაპ­ზე მინ­და წა­ვი­დე შორს, გან­ვიც­დი დიდ ზე­წო­ლას. ამის­თვის მჭირ­დე­ბა ცო­ტა­ო­დე­ნი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა, რომ შე­ვი­ძი­ნო საკ­ვე­ბი და მე და ჩემი შვი­ლი ვი­ყოთ სიმ­შვი­დე­ში. ისიც ით­ქვა, რომ მე მას­თან ფუ­ლის გამო ვი­ყა­ვი. ხუთი კვად­რა­ტუ­ლი ოთა­ხი მაქვს და მად­ლი­ე­რი ვარ იმით, რაც გა­მაჩ­ნია. მიყ­ვარ­ხართ, სი­კე­თი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მწამს“, - წერს რენატა ბეგიაშვილი.



ადვოკატი თეონა გავაზავას თქმით, შალვა იაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

„საბედნიეროდ, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია არა ერთი პირდაპირი მოწმე, მათ შორის, დაზარალებულად ცნობილი პირის მეჯვარე და მისი სხვა უახლოესი მეგობრები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს აწვდიან ინფორმაციას, რომ შალვა იაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობას. პირიქით, დაზარალებულად ცნობილი პირი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. პირველივე წუთებიდანვე შალვა იაშვილის მიმართ ავლენდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც შემდგომ გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტში მისი მხრიდან და ცდილობდა სხვადასხვაგვარი დაზიანების მიყენებას შალვა იაშვილისთვის. მათ შორის, დაზარალებული პირი არ მოერიდა ცივი იარაღის გამოყენებას და დანის მეშვეობით ცდილობდა შალვა იაშვილისთვის დაზიანების მიყენებას. აღნიშნული ნივთმტკიცება - დანა დაზიანებულ მდგომარეობაში ამოღებულია საგამოძიებო უწყების თანამშრომლობის მხრიდან“, - აცხადებს თეონა გვაზავა.


„რენატა ბეგიაშვილისგან ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე, - განაცხადა შალვა იაშვილმა.

5
166
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
166
  
2023, 4 მაისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 3 მაისი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 2 მაისი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 29 აპრილი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 29 აპრილი, 14:11
ფულით დამეხარეთო??? მამამისი ამბობდა ინტერვიუში, ჩემტან ცხოვრობს შვილთან ერტადო?? ასე უჭირთ რომ საჭმელი არ აქვთ?
0 1 5