x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
უჩვეულო და გიჟური გამოგონებები, რომლებსაც მხოლოდ იაპონელები თუ შექმნიდნენ

image
იაპონია ყოველთვის იყო განთქმული იმით, რომ ტექნოლოგიით ერთი ნაბიჯით უსწრებდა დანარჩენ მსოფლიოს. ამომავალი მზის ქვეყნის არახელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდგომარეობამ და უჩვეულო ბუნებრივმა პირობებმა იაპონელები წარმოუდგენლად კრეატიულ და ეფექტურ ერად აქცია. წარმოგდგენთ იაპონელების უჩვეულო და შეიძლება ითქვას გიჟურ გამოგონებებს, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ:

1. წვეტიანი კბილები

იაპონელი ქალები ფაქტობრივად გიჟდებიან წვეტიან კბილებზე, რომლებსაც ამომავალი მზის ქვეყანაში "იაბეას" უწოდებენ. ადგილობრივი ქალები მზად არიან დახარჯონ ასობით დოლარი კოსმეტიკურ პროცედურებზე რომ ეს მინი “ეშვები" დაიმაგრონ.image

2. საპირფარეშოს ფლოსტები

იაპონელები განთქმულნი არიან მკაცრი ჰიგიენისა და სანიტარული ჩვევებით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათ აქვთ ტუალეტის ჩუსტები, რომლებიც გამოიყენება აბაზანის იატაკისა და სახლის დანარჩენ იატაკს შორის კონტაქტის შესამცირებლად.image

3. საპარკინგე ადგილები

იაპონიაში 126 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ბუნებრივია, სივრცის დაზოგვა ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გახდა და არც პარკინგია გამონაკლისი. სავაჭრო ცენტრში აუცილებლად წააწყდებით ამ უჩვეულო პარკირების ადგილებს.image

4. მაიონეზი

ინგრედიენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იაპონური მაიონეზი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი მაიონეზისგან, მაგრამ სწორედ მისი გამოყენება ხდის იაპონელებს უცნაურს. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი მსოფლიო ჩვეულებრივ იყენებს მაიონეზს სენდვიჩებსა და სალათებზე, იაპონელები იყენებენ ტრადიციულ Kewpie მაიონეზს… ნაყინზე, ჩიფსებზე და ბლინებსაც კი.image

5. სუპერქოლგა

როცა წვიმას ძლიერი ქარი უერთდება, ჩვეულებრივი ქოლგა გამოუსადეგარია. იაპონელებმა ეს პრობლემა ჩვეული გამომგონებლობით გადაჭრეს.image

6. ვისკი

გსმენიათ იაპონური ვისკის შესახებ? ნამდვილად ღირს ცდად. ის ხელმისაწვდომია თითქმის ყველგან და სწრაფად იყიდებს მისი ხარისხის გამო. Suntory's Hibiki-მ ცოტა ხნის წინ მიიღო რამდენიმე ჯილდო, როგორც "მსოფლიოში საუკეთესო ვისკი".image

7. ნიკაპის ჩამოსადები მეტროში

იაპონელები ძალიან ბევრს მუშაობენ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხანდახან სწორედ მეტროში იძინებენ. ამიტომაც იყენებენ ამ სპეციალურ მოწყობილობას თავის დასაჭერად.image

8. საწმენდი კომბინიზონები

მარტივი გამოსავალია იატაკის გაწმენდა მტვრისგან ხომ?image

9. ყველაზე პატარა ესკალატორი

ის მდებარეობს იაპონიის ქალაქ კავასაკიში, More's უნივერმაღის სარდაფში. მას მხოლოდ ხუთი საფეხური აქვს, სიმაღლე კი 83 სმ, ვინ თქვა, რომ ყველაზე ზარმაცები ამერიკელები არიან?image

10. უჩვეულო გემოს შოკოლადები

იაპონელებს უყვართ უცნაური გემოები და არომატები. როგორ მოგწონთ კიტკეტი გამომცხვარი კარტოფილით და სოიოს სოუსით? ან იქნებ გსურთ დააგემოვნოთ ვასაბის არომატის შოკოლადი? image

11. ბალიშები მარტოხელა მამაკაცებისთვის

მათთვის, ვისაც ცოლი ან შეყვარებული არ ჰყავს, ადგილობრივი კომპანიები მსგავს ბალიშებს ამზადებენ.image

12. კაპსულის სასტუმროები

ეს ალბათ იაპონელების ყველაზე გიჟური გამოგონებაა ისტორიაში, რომელიც მთელმა მსოფლიომ აიტაცა. ეს „სასტუმროები“ პირველად ტოკიოში 1979 წელს გაჩნდა და მას შემდეგ წარმატებით ემსახურება ასიათასობით მომხმარებელს, დაკავებული ბიზნესმენებიდან დაწყებული დამთავრებული მთვრალებით, რომლებსაც ეშინიათ სახლში გვიან ღამით დაბრუნების.image







2
557
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
557
  
2023, 28 აპრილი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 27 აპრილი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2