x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტაშკენტის მიწისძვრა - როგორ მოხდა, რომ დაინგრა მთელი ქალაქი, თუმცა დაიღუპა მხოლოდ10-მდე ადამიანი?

image
26 აპრილი საბჭოთა კავშირის ისტორიაში საზოგადოებას ძირითადად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიით დაამახსოვრდა, რომელმაც გარკვეულწილად გადაფარა ამავე თარიღში მომხდარი ტაშკენტში მომხდარი უძლიერესი მიწისძვრა, რომელმაც თითქმის მთლიანად გაანადგურა მილიონიანი ქალაქი.




ტაშკენტის მიწისძვრა მოხდა 1966 წლის 26 აპრილს დილის 5 საათზე და 23 წუთზე, ეპიცენტრი იყო უძველესი ციხესიმაგრის სიახლოვეს, ტაშკენტის ცენტრში. შედარებით მცირე მაგნიტუდით (M = 5, 2 რიხტერის შკალით), მაგრამ მცირე სიღრმის გამო (8-დან 3 კმ-მდე) მიწის ზედაპირზე გამოიწვია 8-9 ბალიანი (12-ბალიანი MSK-64 სკალის მიხედვით) რყევა და ქალაქის ცენტრში სამშენებლო ობიექტების მნიშვნელოვანი დაზიანება. მაქსიმალური განადგურების ზონა დაახლოებით ათი კვადრატული კილომეტრი იყო. დედაქალაქის გარეუბანში სეისმურმა ეფექტმა ძლივს მიაღწია 6 ბალს. ნიადაგის ძლიერი ვიბრაცია 2-3 ჰც სიხშირით გრძელდებოდა 10-12 წამი.

image

image


მსხვერპლთა შედარებით მცირე რაოდენობა (8-დან 13-მდე დაღუპული და რამდენიმე ასეული დაშავებული) მილიონიან ქალაქში განპირობებული იყო ვერტიკალური (და არა ჰორიზონტალური) სეისმური ვიბრაციებით, ასევე ნიადაგის ძლიერი ვიბრაცია 2-3 ჰც სიხშირით გრძელდებოდა 10-12 წამი, რამაც საბოლოოდ ხელი შეუშალა თუნდაც ალიზითან თიხით ნაშენი სახლების სრულ ნგრევას.

image

image
image

მიღებული ტრავმების ანალიზმა აჩვენა, რომ მოქალაქეებმა შემთხვევების 10% კედლებისა და სახურავების ჩამონგრევისგან მიიღეს, 35%-მა შენობებისა და ნაგებობების სტრუქტურული ნაწილებისგან (ბათქაში, თაბაშირი, აგური და ა.შ.) და საყოფაცხოვრებო ნივთების ჩამოვარდნისგან. შემთხვევების 55%-ში დაზიანებების გამომწვევი მიზეზი იყო პანიკისა და შიშის გამო თავად დაზარალებულების გაიცნობიერებელი ქცევა (ზედა სართულებიდან გადახტომა, დაცემა და სხვა.). თუმცა შემდგომში მცირედი ბიძგების (აფტერშოკი)პერიოდში გულის შეტევების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მოიმატა.


image

მიწისძვრის შედეგად ტაშკენტის ცენტრალური ნაწილი თითქმის მთლიანად განადგურდა. განადგურდა 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი, 236 ადმინისტრაციული შენობა, 700-მდე სავაჭრო და კვების ობიექტი, 26 კომუნალური, 181 სასწავლო დაწესებულება, 36 კულტურული დაწესებულება, 185 სამედიცინო და 245 სამრეწველო შენობა. 78 000 ოჯახი, ანუ 300 000-ზე მეტი ადამიანი იმ დროისთვის ტაშკენტში მცხოვრები 1, 5 მილიონიდან, ჭერის გარეშე დარჩა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დანგრეული ძველი ერთსართულიანი თიხის სახლების ნაცვლად, მათ ადგილზე ახალი თანამედროვე მრავალსართულიანი შენობები აშენდა. ქალაქი მთლიანად აღადგინეს 3, 5 წელიწადში

image

დიდი ქალაქის ასეთი მასშტაბური რეკონსტრუქცია შესაძლებელი გახდა იმით, რომ ტაშკენტის აღდგენაში მთელი სსრკ-ს მონაწილეობდა.


საკავშირო რესპუბლიკების ძალისხმევით მოხდა რამდენიმე ახალი მიკრორაიონის რეკონსტრუქცია და აშენება, როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე თავისუფალ ადგილებში და ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში - ჩილანზარზე. ბევრი სახლი, კვარტალი და ქუჩა ატარებდა იმ ქალაქების სახელებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ეხმარებოდნენ ტაშკენტს იმ რთულ პერიოდში.


ამ ღონისძიების საპატივცემულოდ აშენდა მემორიალური კომპლექსი „სიმამაცე“, ტრანპორტის უნივერსიტეტის სტუდენტურმა სამშენებლო ჯგუფმა ააშენა რკინიგზის 41 კილომეტრინი მონაკვეთი ტაშკენტის გვერდის ავლით, ორი ჩიხში შემავალი სადგურით ქალაქ ჩილანზარსა და სერგელში, რათა მიეღოთ სამშენებლო მასალები, რომელიც ჩამოდიოდა ტაშკენტის აღდგენისთვის.


image

0
452
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0