x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სინამდვილეში ასე არ ხდება- შემთხვევები ფილმებიდან, რომლებიც მხოლოდ რეჟისორების ფანტაზიის ნაყოფია

image
წარმოგიდგენთ მითებსა და მცდარ წარმოდგენებს ფილმებიდან, რომლებიც ხშირად მეორდება ეკრანზე, მაგრამ სინამდვილეში იშვიათად თუ ნახავთ:

1. ჯუნგლებში გავლა პარკში გასეირნებას ჰგავს

ტროპიკულ ტყეში სიარული ფილმებში ძალიან ლამაზად გამოიყურება: ეგზოტიკური მცენარეულობა, ლამაზად ჩაცმული მსახიობები, რომლებიც არც კი იღლებიან...თუმცა, ექსპედიციებში მონაწილე ადამიანებისთვის ეს სულაც არაა მარტივი და სასიამოვნო საქმე.
მაღალი ტენიანობისგან თავს ვერ დაიძვრენთ, ჯუნგლების ქვეშ ყოფნა გაზქურაში ყოფნას ჰგავს. სიცხე და ტენიანობა უფრო სწრაფად ღლის და ასუსტებს ადამიანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა გარემო. და არ დაივიწყოთ უამრავი კოღო, გიგანტური ობობები, ტკიპები, აგრესიული ჭიანჭველები, ქვეწარმავლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.image

2. ფარული აგენტები მდიდრები არიან და ფუფუნებაში ცხოვრობენ

ისეთ პოპულარულ პროექტებში, როგორიცაა ჯეიმს ბონდის ფილმების სერია ან შეუსრულებელი მისიის სერიები, საიდუმლო აგენტები ისე არიან წარმოდგენილები, თითქოს საკუთარ თავს უარს არაფერში ეუბნებიან, ატარებენ ძვირადღირებულ მანქანებს და საერთოდ არ ცდილობენ უბრალო ხალხთან შერევას. თუმცა, საიდუმლო აგენტად მუშაობის იდეა არის ის, რომ მხოლოდ უხილავი იყო და არა გამორჩეული.image

3. ვარდნისას შეუძლებელია ადამიანი ხელით დაიჭირო

ბლოკბასტერებში გმირები ხშირად გადაარჩენენ ხოლმე ადამიანს სიმაღლიდან ვარდნისას ხელის დაჭერით. განსაკუთრებით მწვავე მომენტია, ვიღაც უკვე ჰაერშია და უცებ ხელის ჩაკიდებით დაიჭერენ. რეალურად, ასეთმა ვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებები ან სხვა სამწუხარო შედეგი მისი ყველა მონაწილისთვის.image

4. ქალი ჯაშუშები ყოველთვის სუპერმოდელებივით გამოიყურებან

ფილმებში ჯაშუშები ყოველთვის სუპერმოდელებს ჰგვანან, საღამოს ელეგანტური კაბებითა და ელეგანტური ვარცხნილობით. შესაძლებელია, რომ ქალი აგენტების ეს გამოსახულება შთაგონებული იყო მატა ჰარის ისტორიით. image

5. ცეცხლმაქრიდან სუფთა წყალი გამოდის

მძაფრსიუჟეტიან ფილმებში და არამარტო, ხშირად ვხედავთ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციას, რომლებიც უბრალო კვამლის გამოყოფის დროსაც მოქმედებას იწყებს და მთელ ოთახებს წყლით ავსებს. თუმცა, ინტერნეტმომხმარებლების თქმით, ასეთი ცეცხლმაქრობებიდან წყალი ჩვეულებრივ ჭუჭყიანია და საშინელი სუნი აქვს. თუმცა, ფილმში ეს არ ჩანს და გმირები ისე გამოიყურებიან, თითქოს ჩვეულებრივ წვიმაში მოხვდნენ. მათი ტანსაცმელიც სუფთა რჩება.image

6. ბაყაყები ერთ ხმაზე ყიყინებენ

ჰოლივუდურ ფილმებში ბაყაყები უკანა პლანზე ერთნაირი ხმით ყიყინებენ თუმცა, სიმართლე ისაა, რომ სხვადასხვა ტიპის ბაყაყებს შეუძლიათ სხვადასხვა ბგერის გამოცემა, მათ შორის ჭიკჭიკის, ღრიალის, ყეფის ან ცხვრის ტირილის მსგავსი.image

7. ხმლების ტარება ზურგზე ნორმალურია

სერიალში "მხედვარი" და ბევრ ფილმში შუა საუკუნეების შესახებ, გმირები მუდამ ატარებენ მახვილს ზურგზე. თუმცა, ეს რეალურად ძალიან არაპრაქტიკულია მარტივი მიზეზის გამო: ძნელია ბრმად დაიდო ზურგზე ბასრი მახვილი და დაზიანდე.
image

8. უდაბნოში მსუბუქი ტანსაცმლით რომ დადიან

მუმიაში ეველინის პერსონაჟი უდაბნოში დადის აქლემზე ამხედრებული და გამჭვირვალე, მსუბუქი ტანსაცმელი აცვია. თუმცა, სილამაზის გარდა, მსგავს ჩაცმულობას ფილმებში სხვა ფუნქცია არ აქვს. როგორც მინიმუმ, უდაბნოს სიცხისგან გასამკლავებლად საჭიროა ქუდი, სუნთქვადი მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი, რომელიც კანს დაფარავს და არ დაწვავს... დღეს კი ამასთან ერთად მზის სათვალეები და მზისგან დამცავი ლოსიონიც არ იქნებოდა ურიგო.image








1
539
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
539
  
2023, 26 აპრილი, 20:41
ქალ აგენტებზე სწორი მიგნება არის.შეხედავ,ალიმენტზე გაზრდილს გავს ისეთი გამხდარია,თუმცა ეს ხელს არ უშლის მძიმე მოწინააღმდეგე პირასხოცივით დაიხვიოს და გადაარტყას სუფთაზე. რაც შეეხება საიდუმლო აგენტების ქონებას,ეგ რო შემოსავლიანი სამსახური იყოს,მაშინ ყველა მანდ იმუშავებდა. ისე აგენტებს დიდი ფული აქვთ,თუმცა არა საიდუმლო აგენტებს. ცხონებულმა მინო რაიოლამ(საფეხბურთო აგენტი) ჰალანდის დორტმუნდში გადასვლისთვის 20 მილიონი საკომისიო გამოიმუშავა. ნუ საქართველოშიც შემოსავლიანია აგენტობა,ოღონდ არა სპორტული,არამედ უცხო ქვეყნის აგენტობა
0 1 1