x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
„თქვენ მთავარი ფავორიტი ხართ! იწყება ვარსკვლავური დრო“ -ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს
ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის შესახებ ისაუბრა და ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა.


მისი თქმით, აღნიშნულ კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა, თუმცა დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა, რის გამოც, საერთო ჯამში, პროგნოზი სასიკეთო და პოზიტიურია. გარდა ამისა, ასტროლოგმა ზოდიაქოს ყველა ნიშანი დაახასიათა და განაცხადა, რომ ეს არის კვირა, როცა ყველა ნიშანი თავს კარგად და სტაბილურად იგრძნობს.


ვერძი - ხდებით გაცილებით რეალისტი. აზროვნებთ უფრო პრაგმატულად, აღწევთ სტაბილიზაციას, აღარ ხართ ზედმეტ ფანტაზიებში, რის გამოც შეიძლება ზოგიერთი იდეა შეცვალოთ, რაც წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. თქვენთვის მოდის მაყუთის დრო. ძველი საქმეებისგან მიიღებთ მატერიალურ დივიდენდებს, შესაძლოა ძველი ვალებიც დაგიბრუნონ ან ჩაერთვებით ისეთ პროექტებში, რომელიც მოგცემთ ფინანსურ წარმატებას. ენერგია საკმარისი გაქვთ იმისთვის, რომ აქტიურად იმოქმედოთ და თქვენი იდეები განახორციელოთ.
კურო - თქვენ მთავარი ფავორიტი ხართ! მზე კუროს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ხდებით უფრო ქარიზმატული, მიმზიდველი, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. იმატებს იღბალი. ამიტომ, როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი ხდებით უფრო კონტაქტური და გახსნილი. მიმდინარე კვირაში აუმჯობესებთ თქვენს ავტორიტეტს. შეძლებთ საინტერესო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თქვენთვის იწყება ვარსკვლავური პერიოდი. აღარ გაქვთ სიზარმაცის დრო, ამიტომ იაქტიურეთ.


ტყუპები - თქვენ ამის შემდეგი კვირიდან დაგეწყებათ რთული პერიოდი, ანუ დაბადების წინა ზონა. ამიტომ თუ რამე მნიშვნელოვანია გააკეთეთ ახლა. შეიძლება მიიღოთ კოსმოსური საჩუქრები. დახმარებას მიიღებთ მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან და სულ რომ არ ელოდები, მოულოდნელად გაგიკეთებენ სიურპრიზებს, რომელმაც შეიძლება მატერიალური დივიდენდები მოგიტანოთ. შესაძლებლობები უდავოდ გაქვთ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს კვირა.



კირჩხიბი - თქვენ იგრძნობთ კუროს ენერგიებს. რაც დრო გავა, იგრძნობთ, რომ მეტად ხდებით ენერგიულები, იმატებს ოპტიმიზმი, შესაძლებლობები და საბოლოო ჯამში დალაგდებით, თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ. ეს არის პერიოდი, რომელიც ხელს შეგიწყობთ ძალიან აქტიურ ურთიერთობებში, თანამედროვე ტექნოლოგიებთან, გინდათ პროგრამების ათვისება? საუკეთესო დროა. გინდათ ინტერნეტთან კონტაქტი? მიიღებთ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას. შესაძლოა გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, საუკეთესო პერიოდია თქვენთვის ახალი მეგობრების გასაცნობად და ძველი ურთიერთობების ასამაღლებლად. რეფორმებისა და სიახლეებისთვის. სიახლეების დროა თქვენს ცხოვრებაში. გემატებათ ენერგოტონუსი, ეს ყველაფერი კი ხელს გიწყობთ წარმატებაში.


ლომი - აღმოჩნდებით საინტერესო ტენდენციების წინაშე. ძველი საქმეების გამოსწორების ტენდენცია, რომელიც გაქვთ და ენერგია ჯერ კიდევ აქტიურია, აუცილებლად მიიპყრობს ხელმძღვანელთა ყურადღებას. ეს კი გახდება ახალი შემოთავაზების წინა პირობა. თქვენ შეიძლება ხელი გამოკრათ ახალ თანამდებობას, წინ წახვალთ და განვითარდებით. საკუთარ მონაცემებს ახლებურად წარმოაჩენთ. ამიტომ კარგი პერიოდი გაქვთ. ენერგია საკმარისად გაქვთ, რათა თქვენი შარმი წინა პლანზე წამოსწიოთ.


ქალწული - საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ. უმჯობესდება ენერგოტონუსი, ჯანმრთელობა მდგრადი ხდება, იმატებს თქვენი შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა, რაც კარგ შესაძლებლობებს მოგცემთ.საუკეთესო დროა უცხო ენების ასათვისებლად, უცხოეთთან აქტიური კონტაქტებისთვის, უცხოეთში სტაჟირებისთვის, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობისთვის, რაც ხელს შეგიწყობთ მატერიალური დივიდენდების გაუმჯობესებაში.


სასწორი - ცოტა სხვანაირი პერიოდი გაქვთ, ანალიზის დროა. უნდა გაიაზროთ, რაც ძველი ვალები გაქვთ უნდა დააბრუნოთ. თუ იყავით დაჯარიმებული გადაიხადეთ. გმართებთ ცოტა მეტი სიფრთხილე ფინანსური ხარჯვის მხრივ. შემოქმედებითი კუთხით შეგიძლიათ იაქტიუროთ და იმოქმედოთ, რაც მოგცემთ საშუალებას მეტ-ნაკლებად სტაბილურად გაიაროთ ეს პერიოდი. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემას.


მორიელი - თავს ძალიან კარგად იგრძნობთ. ენერგოტონუსი იმატებს, ხდებით უფრო აქტიური, ჯანმრთელი და აკეთებთ იმას, რაც ნაკლებად გახასიათებთ. კარგად გადაწყვეტთ პრობლემურ საკითხებს და აიმაღლებთ თქვენს ავტორიტეტს. წარმატების შანსი უდავოდ გაქვთ, ყველგან და ყველაფერში.


მშვილდოსანი - გექნებათ უამრავი საქმე! ამიტომ უნდა იყოთ აქტიური და ენერგიული. შეგიძლიათ ყველაფრის მოსწრება, ოღონდ ერთი აუცილებელი პირობა გმართებთ - გამოიჩინეთ მეტი თავდაჭერა და მოთმინება. გმართებთ მეტი დიპლომატია ახლობლებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან და კოლეგებთან მიმართებაში. არ გამოავლინოთ სიხისტე.


თხის რქა - ყველაფრის კონტროლქვეშ აღება გინდათ. ხდებით უფრო ენერგიული და ინიციატივიანი, თუმცა ყველაფერს აკვირდებით, რის შედეგადაც შეცდომებს აღარ უშვებთ. ამან შეიძლება ზოგიერთი ადამიანი გააღიზიანოს, მაგრამ მთლიანობაში ეს მაინც საფუძველი ხდება სტაბილურობისა. აუმჯობესებთ ურთიერთობებს შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან და როგორც ხელმძღვანელი იქნებით კარგი.


მერწყული - შეძლებთ საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებას. შექმნით სახლისთვის ლამაზ დიზაინს. გააუმჯობესებთ ურთიერთობებს ნათესავებთან, შეიძლება მემკვიდრეობითი საკითხები გადაწყვიტოთ. შემდეგი კვირა ნაკლებად პერსპექტიული გაქვთ, ამიტომ ამ კვირაში მოასწარით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.


თევზები - თავს გრძნობთ კარგად. ენერგოტონუსი მოიმატებს, განწყობა გაუმჯობესდება. თქვენ ცხოვრებას დაასტაბილურებთ, გახდებით უფრო შემოქმედი. მოლაპარაკებების, შეხვედრების, ახალი ინფორმაციისა და სწავლის პერიოდი გაქვთ. ეს არის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს შუამავლის ფუნქციის შესრულებას, რაც გაზრდის თქვენს ავტორიტეტს. შესაძლებლობა იდეების რეალიზაციისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მოგეცემათ.


image

1
221
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
221
  
2023, 25 აპრილი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1