x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (VI ნაწილი)

ბრიტანელმა სამხედროებმა ადოლფ ჰიტლერის ლიკვიდაციის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ოპერაცია – «ფოქსლის» სახელით არის ცნობილი. მაგრამ, მისი განხორციელება გადაიფიქრეს, რადგან ჰიტლერს ძალიან ცუდი სამხედრო სტრატეგი იყო და შეეშინდათ, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში, მის ადგილს უფრო ძლიერი მხედართმთავარი დაიკავებდა.

image



აშშ-ს ქაღალდის ფულის ისტორიაში, იყო დრო როდესაც მასზე ქალის სურათები იბეჭდებოდა. ასეთი ქალი კი მხოლოდ ერთი იყო — ჯორჯ ვაშინგტონის მეუღლე, მარტა ვაშინგტონი.imageimage



ამაზონის ვიქტორია (Victoria amazonica) – ყველაზე დიდი წყლის მცენარეა დედამიწაზე. აქვს დიდი ზომის ფოთლები. რომლის დიამეტრი, შეიძლება, 2 მ-მდე გაიზარდოს. ფოთოლს ქვემოდან მსხვილი ღერო აქვს და მას 50 კგ-მდე ტვირთის გაძლება შეუძლია.image



როგორც ცნობილია, ნებისმიერი მატერია ატომებისგან, ხოლო ატომი ცარიელი სივრცისგან შედგება. ყველა ადამიანის შემადგენელი ატომებიდან ცარიელი სივრცის გამორიცხვის შემთხვევაში, დედამიწის მთელი მოსახლეობა, ერთი ვაშლის ხელა სფეროში ჩაეტეოდა.image



ერთხელ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს (1977—1981) ჯიმი კარტერს, ბირთვული თავდასხმის კოდი პიჯაკის ჯიბეში დარჩა, რომელიც ქიმწმენდაში გაგზავნეს.image



ჭადრაკის განუმეორებელი პარტიების რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე ატომების რაოდენობა სამყაროში. ეს რიცხვი, გასული საუკუნის შუა წლებში, ამერიკელმა მათემატიკოსმა კლოდ შენონმა (1916-2001) გამოთვალა და ამიტომ, მას «შენონის რიცხვი» უწოდეს, რომელიც 10-ის 118-ე ხარისხის ტოლია.image



ლეღვი, ხშირ შემთხვევაში, მკვდარი კრაზანის ნარჩენებს შეიცავს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ კრაზანები, ამ უგემრიელეს ხილში, კვერცხის დასადებად ძვრებიან და შიგვე იხოცებიან. ხოლო, მათი სხეულის ნაწილების გადამუშავება ლეღვის ფერმენტების მიერ ხდება.image



ოქსფორდი და კემბრიჯის უნივერსიტეტები უფრო ძველია, ვიდრე აცტეკების ყოფილი იმპერია.
image



ვარდისფერი ფლამინგოები, ბუნებრივად, ამ ფერისები არ არიან. მათი ბუმბულის «გაფერადების» მიზეზი, წყალმცენარეებში შემავალი კაროტინოიდებია, რომელსაც მათი საკვები – წყალმცენარეები შეიცავს.image



«პინგ-პონგი» («Ping Pong») – იმ კომპანიის სახელია, რომელიც ჩოგბურთის ინვენტარს აწარმოებს, ხოლო თავად თამაშს «მაგიდის ჩოგბურთი» ჰქვია.image



ჩაის ყველა ტიპი და ყველა ხარისხი, ჩაის ფოთლის დამუშავებაზე არის დამოკიდებული და ეს ფოთოლი ყოველთვის ერთი და იგივე მცენარეს – ჩინურ კამელიას (ლათ. Caméllia sinénsis), იგივე ჩინურ ჩაის ეკუთვნის.image



მარგალიტი – ერთადერთი ძვირფასი მინერალია, რომელსაც დამუშავება არ ესაჭიროება. ბუნებაში მარგალიტის 8 კონფიგურაცია არსებობს: ჭიკარტი, წვეთი, მსხალი, ოვალი, ნახევარწრე, წრე, არასწორი ფორმა და სფერო.image


image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (V ნაწილი)

* როგორ დაამტკიცეს მეცნიერებმა, ღმერთის არსებობის ფაქტი

* რეინკარნაცია: ნიკოლი (ნამდვილი ამბავი)

* კაცობრიობა ფაეტონიდან მოვიდა? კატასტროფა მზის სისტემაში


0
415
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0