x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ჰონგ-კონგში ადამიანები გალიებში ცხოვრობენ
image

ამჟამად ჰონგ -კონგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქალაქად მსოფლიოში. არის შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, ბევრი გამწვანება, ქალაქში არის ბევრი ძვირადღირებული პენტჰაუზი და და ცხოვრობს ბევრი მდიდარი ადამიანი, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ამ ქალაქში არსებობს ასევე მკვეთრი კონტრასტი ბინა -გალიები, სადაც უბრალო შრომისმოყვარე მუშები ცხოვრობენ.

image

დიახ, დიახ, ამ შემთხვევაში, "გალია" არის არა ერთგვარი მეტაფორა, არამედ ყველაზე ზუსტი აღწერა იმ პირობებისა, რომელშიც ცხოვრობენ ეს ადამიანები. ასე რომ, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, რეალურ გალიებში თითქმის 500 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დიახ, დიახ, თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს რკინის გალიაში, რომლის ფართობი 180/60 სანტიმეტრია!


image

მათ არ აქვთ პირადი სივრცე, არ აქვთ წვდომა ცხელ წყალზე ან თუნდაც ელემენტარულ კომფორტზე. ისინი, როგორც ზოგიერთი სახის ცხოველი, იძულებულნი არიან თავის გადასარჩენად იცხოვრონ მართლაც ამ არაადამიანურ პირობებში.

image

ასე რომ, საცხოვრებელი სახლების მფლობელები ერთ ოთახში 20-მდე ასეთ გალიას ათავსებენ და თითოეულ მათგანს თვეში 150-200 დოლარად აქირავებენ. ეს ბევრად იაფია, ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე პატარა და უპრეტენზიო ბინა.


ამ გალიებში ცხოვრობენ ფულის საშოვნელად სხვა პროვინციებიდან ჰონგ კონგში ჩასული მშრომელები, სტუდენტები და ხანდაზმულებიც კი, რომლებიც სიბერეში ფულის გარეშე დარჩნენ და იძულებულნი არიან აქ იცხოვრონ. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი აქ წლების განმავლობაში რჩება.

image

ითვლება, რომ ასეთი მომგებიანი "ბინები" დაავადებებისა და კრიმინალის გამავრცელებელია, მაგრამ მათი აღოფხვრა შეუძლებელია. დახურავენ ერთს და მის ადგილას მეორე ჩნდება.


ბოლოს და ბოლოს, სანამ არის მოთხოვნა, იქნება მიწოდება. ჰონგ კონგში საცხოვრებლის პრობლემების მოგვარება უახლოეს მომავალში ნამდვილად ვერ მოხდება, რადგან ქალაქის ტერიტორია გარკვეულად შემოსაზღვრულია მდინარეებითა და არხებით, ამიტომ მისი გაფართოვება აღარ ხდება.

რაც შეეხება ხალხს... ისინი სხვა ქვეყნებიდან და პროვინციებიდან ჩამოდიან უკეთესი ცხოვრების იმედით, მაგრამ ყველასთვის საკმარისი ადგილი არ არის.

1
135
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
135
  
2023, 23 აპრილი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1