x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ყოველ ჩვენგანს ჰყავს ორეული- საინტერესო ფაქტები ,,დოპელგენგერების" შესახებ

image
მეცნიერები და ბიოლოგიური სტატისტიკა მთელს მსოფლიოში ამტკიცებენ, რომ ყველას ჰყავს მინიმუმ 7 ორეული დედამიწაზე და რომელთანაც შეხვედრა, შესაძლოა ვერასოდეს მოვახერხოთ. ამ ფენომენს დოპელგანგერი ჰქვია, რაც ტყუპი უცხო ადამიანების არსებობას ნიშნავს.

თავად სიტყვა “დოპელგენგერი" ("doppelgänger" ) გერმანული წარმოშობისაა სწორედ რომანტიზმის ეპოქის გერმანელმა მწერლებმა პირველებმა აღწერეს ერთეულების არსებობა ფიზიკურ დონეზე.image

რამდენიმე წლის წინ პრაღაში სასიკვდილო ავარია მოხდა. მამაკაცი ტრამვაის რელსებში ჩავარდა. მისი ვინაობის დადგენა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა და როდესაც ცხედარი იდენტიფიცირდა, აღმოჩნდა, რომ, მონაცემებით, ის ცოცხალთა სიაში იყო შეყვანილი. სინამდვილეში, ეს კაცი აღმოჩნდა ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის ზუსტი ასლი, ჩვეულებრივი საშუალო მუშა, რომელმაც არაფერი იცოდა თავისი ორეულის შესახებ. გარდაცვლილს არ ჰქონდა რაიმე საბუთი ან სხვა პირადობის დამადასტურებელი ნივთი, რაც მისი ვინაობის დადგენაში დახმარებოდათ.image
ანომალიური ფენომენების გულშემატკივრები ამტკიცებენ, რომ ისინი ჩვენი პროტოტიპები არიან, რომლებიც დროებით სივრცეებში დაეხეტებიან. რაღაც გააქტიურებული ასტრალური სხეულების მსგავსი, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ადგილას არსებობს. თუ ნანახი გაქვთ ფილმი მეთიუ მაკკონაჰის მონაწილეობით "Interstellar", მაშინ აუცილებლად მიხვდებით რაზეა საუბარი.image
რა თქმა უნდა, ჩვენს იდეებსა და ვირტუალურ სამყაროებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, მაგრამ მეცნიერება, მოგეხსენებათ, უდავო ფაქტებსა და დადასტურებებს მოითხოვს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ისინი არსებობს. მედიცინის ისტორიაში დაფიქსირდა ორეულების აღმოჩენის 4 შემთხვევა, რაც ბევრად მეტს ემთხვეოდა, ვიდრე უბრალოდ გარეგან ნიშნებს.

სრულიად უცნობ ადამიანებს ოჯახური კავშირების გარეშე ჰქონდათ ხალების და ნაწიბურების ერთნაირი განლაგება. მათ იგივე დაავადებებიც კი აწუხებდათ.

image
კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც დაკავშირებულია ორეულის არსებობასთან, ესაა გარდაუვალი სიკვდილის წინაპირობა. ამბობენ, რომ საკუთარ თავთან შეჯახება სწორედ ასეთ ფატალურ შედეგს მოასწავებს. image
ცნობილი ადამიანების ორეულების დევნის და შევიწროების არაერთი შემთხვევაც დაფიქსირებულა. მაგალითად, პოლ მაკარტნის მსგავსი სკოლის მოსწავლე თაყვანისმცემლების ბრბომ გააწამა მუდმივი დევნით, ხოლო ახალგაზრდა ინგლისელ ქალს პაპარაცები ერთი წლის განმავლობაში დასდევდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის იყო ნამდვილი ელიზაბეტ ტეილორი.image
რა თქმა უნდა, ანომალიურ მოვლენებს სულ უფრო და უფრო სერიოზულად აღიქვამენ. თანამედროვე აუდიტორია შედგება 80% სკეპტიკოსებისგან, 15% ათეისტებისაგან. 5% არ არის საკმარისი მეტაფიზიკური თეორიის გასაძლიერებლად. მიუხედავად ამისა, ეს ფენომენი მხოლოდ ზრდის მის გამოვლინებებს, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს სამყარო არც ისე უბრალო და მარტივია.





0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0