x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქააბას იდუმალი წარსული: საიდან გაჩნდა იდუმალი შავი ქვა

image


მიუხედავად იმისა, რომ ყველა მორწმუნემ ეს საკუთარი თვალით უნდა ნახოს, საკურთხევლის კარს მიღმა თითქმის ვერავინ აღწევს. წმინდა შენობა მრავალი საიდუმლოებით არის გარშემორტყმული, საკურთხევლის კედელში ჩადგმული იდუმალი შავი ქვის ირგვლივ კი ვნებათაღელვა დღემდე არ წყდება.




image


მთელ დედამიწაზე მრავალი მნიშვნელოვანი ადგილი და ღირსშესანიშნაობა არსებობს, რომელთაც დიდი ისტორია გააჩნია. ისლამში განსაკუთრებული მნიშვნელობა წმინდა ქალაქს - მექას ენიჭება, რომელსაც მუსლიმების აზრით, ყოვლისშემძლე ალაჰი მფარველობს, ვინაიდან სწორედ აქ დაიბადა წინასწარმეტყველი მუჰამედი.


image


სწორედ აქ იკრიბება ოთხ მილიონზე მეტი მომლოცველი ყოველწლიურად და ყოველი მუსლიმი სწორედ აქ ოცნებობს ღვთის სახლის მონახულებასა და უფალთან პირდაპირი კავშირის დამყარებაზე. ერთ-ერთი სასწაულმოქმედი სიწმინდე კი შავი ქვაა, რომელიც ქააბას წმინდა მიწაზე მდებარეობს.


image

როდესაც მუსლიმი ლოცულობს, ის ყოველთვის ისლამის წმინდა ქალაქის, მექას მხრისკენ ბრუნდება. ეს ამ რელიგიის ყველაზე წმინდა ადგილია. ქააბა ისლამის წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა. მასზე პირველი ცნობები ჯერ კიდევ ძვ.წ მე-3 საუკუნეში ჩნდება. ის მუსლიმური რწმენის მიხედვით, ყველა არაბთა წინაპრის, აბრაამისა და მისი ვაჟის ისმაელის მიერ აშენდა, თუმცა, საკურთხევლის კედლებზე სანსკრიტული წარწერები მიუთითებს, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედის (570-632) დაბადებამდე საკურთხეველი ინდუისტურ ღვთაებებს, სავარაუდოდ ღმერთ შივას ემსახურებოდა.

image

თუმცა ამის დადასტურება შეუძლებელია, რადგან ქააბასთან მიუწვდომლობის გამო წარწერების შესწავლის უფლება არავის აქვს. მხოლოდ მუსლიმებს აქვთ სალოცავთან მიახლოების უფლება ისიც მხოლოდ მკაცრად რელიგიური მიზნებისთვის. საკურთხევლის შიდა მხარე ადამიანთა მასებისგან მასიური 300 კილოგრამიანი კარით რის გამოყოფილი, რომელსაც მცველები საგანგებოდ იცავენ.

image


შიგნით შესვლის უფლება მხოლოდ წინასწარმეტყველის ნებით არჩეულ ადმინისტრატორებს აქვთ. გასაღების მცველები, რომელთა ფუნქციაც გარდაცვალების შემდეგ ოჯახის უფროსს წევრს გადაეცემა, ქააბაში მარმარილოს კედლებზე ზეთის საცხებლად მაღალი კიბით შედიან, ვინაიდან კარები მიწიდან ორი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. რატომ ასეთი სიფრთხილის ზომები?





შავი ქვის საიდუმლო


image



ჩვენ ცოტა რამ ვიცით კუბური ფორმის მუსლიმური სიწმინდის - ქააბას წარმოშობის შესახებ, თუმცა კიდევ უფრო იდუმალია შავი ქვის წარმოშობის ისტორია, რომელიც ვერცხლის რგოლში, მიწიდან დაახლოებით მეტრ- ნახევრის სიმაღლეზე მდებარეობს.


image



მომლოცველები ქააბას გარს იმ იმედით უვლიან რომ წმინდა ქვასთან შეხებას ან მასზე მთხვევას შეძლებენ. ლეგენდის თანახმად, "ის ზეციდან ედემის ბაღში ჩავარდა". არსებობს ასევე ვარაუდი, რომ ის თითქოს მეტეორიტია. ის ასევე შესაძლებელია საუდის არაბეთის უდაბნოდან მოპოვებული მინერალებიდან იყოს წარმოქმნილი, რომელიც მეტეორიტის დაცემისას მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად დადნა და აგლომერდა.


image


ქვა იმდენად მნიშვნელოვანია მორწმუნეებისთვის, რომ მთლიანად ფანტავს ყურადღებას იმ საიდუმლოსგან, რომელიც საკურთხევლის კედლებს მიღმა იმალება.





ნიშნები და რელიკვიები


image


კუბური ფორმის მუსლიმური სიწმინდის იატაკი მარმარილოსგან არის დამზადებული, ხოლო კედლების ზედა ნახევარი მწვანე ქსოვილით არის დაფარული, რომელსაც ოქროთი ამოქარგული ყურანის სურები ამშვენებს. კედლის ქვედა ნახევარი მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელზეც წმინდა წერილის ფრაზებია ამოტვიფრული. ჭერი ერთ რიგად მდგარ ოქროთი მოპირკეთებულ სამ სვეტს ეყრდნობა, ორს შორის კი საკურთხეველი მდებარეობს.

image


მაშ, რატომ იმალება ის მორწმუნეთა თვალისგან? არსებობს მინიშნება, რომ საკურთხევლის შიგნით დიდი ისტორიული ღირებულების რამდენიმე იშვიათი სიწმინდე ინახება.


image



ქააბას შავი ქვა - განასახიერებს ერთიანობას, პატიებასა და რწმენის ძალას. ლეგენდის თანახმად, მას შეუძლია დაავადებისგან განკურნება და სამოთხეში მარადიული სიცოცხლის უზრუნველყოფა. ქვის ირგვლივ არსებული ისტორიები და ლეგენდები მას მისტიურობას კიდევ უფრო მატებს, ხოლო მისი მნიშვნელობა მსოფლიოს მუსლიმებისთვის არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს.



image





პ.ს. საინტერესეო ფაქტები ქააბას შესახებ:


image


დღესდღობით, ქააბა შავი ფერის ქსოვილით არის წარმოდგენილი, რომელიც ოქროს ორნამენტებითა და წმინდა ყურანის სურებით არის გაფორმებული, თუმცა ქააბას შავი ქსოვილით შემოსვა აბასიდების დროს დაიწყო, მანამდე კუბური ფორმის მუსლიმური სიწმინდის შემოსვა - თეთრი, მწვანე და წითელი ფერის ქსოვილით ხდებოდა.





ქააბას ერთი ფანჯარა და ორი კარი ჰქონდა

image

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ქააბას ფანჯარა ჰქონდა, ასევე ჰქონდა ორი კარიც, ერთი - შესასვლელად მეორე გამოსასვლელად, თუმცა ახლა შენობას ფანჯარა აღარ აქვს, და ორიდან მხოლოდ ერთი კარიღაა შემორჩენილი.






ქააბა კვირაში მხოლოდ ორჯერ იხსნებოდა


image


დღესდღეობით ქააბა წელიწადში მხოლოდ ორჯერ იხსნება, და შიგნით შესვლა მხოლოდ წარჩინებულებსა და საპატიო სტუმრებს შეუძლიათ, მაგრამ ადრე როცა ამდენი მომლოცველი არ იყო, ქააბა კვირაში ორჯერ იხსნებოდა და შიგნით ლოცვა ნებისმიერს შეეძლო.






ქააბას გასაღები ერთი ოჯახის ხელშია


image



როდესაც ღვთის მოციქულმა მექა წარმართების ძალაუფლებისგან გაათავისუფლა, მას ქააბას გასაღები გადაეცა, მაგრამ წინასწარმეტყველმა ის არა თუ თავისთვის დაიტოვა, არამედ ბანი შაიბას გვარიდან უსმან იბნ ტალჰას დაუბრუნა, რომლის ოჯახიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ქააბას გასაღებების მცველი იყო.





ქააბა ხუთჯერ იქნა რეკონსტრუირებული


image





შავი ქვა რამდენიმე ნაწილისგან შედგება


image


დღეს შავ ქვას, რომელიც ქააბას ერთ-ერთ კუთხეში მდებარეობს, ვერცხლის ჩარჩო აქვს, თუმცა ადრე ის არ არსებობდა, რადგან ქვა მთელი იყო და მის დასაჭერად ჩარჩო საჭირო არ იყო. შავი ქვა შუა საუკუნეებში კურმუტიდების(კარმატების) სექტის წარმომადგენლებმა გატეხეს, რომლებმაც ჰაჯი ცრურწმენის აქტად გამოაცხადეს. მათ ათიათასობით მომლოცველი მოკლეს, რომელთა ცხედრებიც ზამზამის წყაროში ჩაყარეს. მათ მიერ 22 წლის განმავლობაში მოპარული შავი ქვის დაბრუნება ვერავინ შეძლო, როდესაც სექტანტებმა ქვა უკან თავად დააბრუნეს, ის უკვე დანაწევრებული იყო.






ქააბა ადრე კუბური ფორმის არ იყო


image


დღეს ქააბას ყველა კუბური ფორმით იცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ წინასწარმეტყველმა იბრაჰიმმა ის თავდაპირველად მართკუთხედის ფორმის ააგო. ამ წინასწარმეტყველის მიერ აშენებული ქააბა, ყურეიშების მიერ მის განადგურებამდე იყო შემონახული, შემდეგ ის კვლავ აღადგინეს. ყურეიშები შეთანხმდნენ, რომ ქააბას მხოლოდ კანონიერი, პატიოსანი გზით მიღებული სახსრებით ააშენებდნენ, თუმცა იმის გამო რომ ფინანსები საკმარისი არ იყო, საჭირო გახდა შენობის ზომის შეზღუდვა, მისი ზომა ერთ მხარეს სამი მეტრით შემცირდა. ახლა ამ ადგილს ჰიჯრა ისმაილს უწოდებენ.










0
568
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
568