x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
10 ფაქტი, რომელიც სისულელედ მოგეჩვენებათ, თუმცა სრული სიმართლეა

image


ზოგჯერ მოზარდობაშიც კი ვაწყდებით ისეთ ფაქტებს, რომლებიც თავიდან სრულ უაზრობად გვეჩვენება, ამ დროს უმრავლესობა მათგანი სრული სიმართლეა. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთი შემთხვევების შესახებ ვისაუბრებთ. წარმოგიდგენთ 10 ფაქტს, რომელთა დაჯერება მართალია რთულია, თუმცა ისინი სრული სიმართლეა.



საუდის არაბეთში რა უნდა აქლემებს?


image


ისინი, ქვიშასთან ერთად, ათასობით კილომეტრიდან.... ავსტრალიიდან ჩამოჰყავთ. ზუსტად არავინ იცის, როდის და რატომ დაიწყეს ამის გაკეთება, თუმცა ბოლო 100 წელია იმპორტი ერთი თვითაც არ შეწყვეტილა.



რატომ არის აფთრებში გამეფებული მატრიარქატი?


image


მეცნიერები ვერ ხსნიან, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ ყველაზე სულელი, ავადმყოფი და ყველაზე დაბალი რანგის მდედრიც კი სტატუსით ჯოგში უფრო მაღლა დგას, ვიდრე ყველაზე ძლიერი მამრი. დომინირების უფლება მას მხოლოდ შეჯვარების დროს აქვს.




როგორ დაამტკიცოთ მარსის ფლობა სასამართლოში?


image


"NASA"-ს ორგანიზაციას იემენის სამმა მოქალაქემ უჩივლა. ისინი მარსზე არალეგალური ვიზიტისთვის სოლიდურ კომპენსაციას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პლანეტა მათ წინაპრებისგან ერგოთ და რომ ის კერძო ტერიტორიაა.




როგორ შეიძლება მელასამ ადამიანი მოკლას?


image


1919 წელს ქალაქ ბოსტონში წყალსაცავი აფეთქდა, რომელიც შვიდ მილიონ ლიტრზე მეტ მელასას შეიცავდა, შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, ბევრმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.



აქვს თუ არა პინგვინს მუხლები?


image


დიახ, აქვს, ისინი უბრალოდ კანქვეშა ცხიმის სქელი ფენის გამო თვალისგან უხილავია, თუმცა მათი არსებობა რენტგენის სურათზე ნათლად ჩანს: აღმოჩნდა, რომ ამ ფრინველების ფეხები სხეულის დანარჩენ ნაწილებთან შედარებით გაცილებით გრძელია.





რამდენი თქვენი თანატოლია ცოცხალი?


image


თუ თქვენ 25 წელზე მეტის ხართ, მაშინ ყოველი მესამე, ვინც თქვენთან ერთად იმავე წელს დაიბადა, ცოცხალთა შორის აღარ არის. ადრეული სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი - უბედური შემთხვევა, მავნე ჩვევა, თვითმკვლელობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია.





მართალია, რომ ადამიანები მუმიებს ჭამდნენ?


image


დიახ, შუა საუკუნეებში მუმია მრავალი დაავადებისგან განკურნების შესანიშნავ საშუალებად ითვლებოდა: მუმიების სხეულის ნაწილებს ფხვნილად აქცევდნენ და წამალს უმატებდნენ.




შეიძლება თუ არა საზოგადოებრივი ტუალეტი მომაკვდინებელი იყოს?


image


ძალინ მარტივად. სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი ტუალეტის სარგებლობასთან დაკავშირებით მხოლოდ შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ორმოცდაათი ათასი უბედური შემთხვევა ფიქსირდება, რომლის მეხუთედიც ლეტალურად სრულდება.




რამდენია ადამიანის კოსმოსში ყოფნის რეკორდი?


image


2000 წლის 31 ოქტომბრიდან ადამიანები მუდმივად იმყოფებიან ორბიტაზე - ის არასდროს რჩება უყურადღებოდ.




შეიძლება თუ არა ყვავილი მწერებით იკვებებოდეს?


image


რა თქმა უნდა! მეტიც, ზოგიერთი განსაკუთრებით "ღორმუცელა" ყვავილი დიდი მონდომებით მიირთმევს ფრინველებსა და პატარა ძუძუმწოვრებს, რომლებსაც მზაკვრულად იმწყვდევს საკუთარ ხაფანგში, საიდანაც საბრალონი თავის დაღწევას ვეღარ ახერხებენ და წებოვან მჟავას ხსნარში იღუპებიან.









0
616
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
616