x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ისტორიად ქცეული 12 ფოტოკადრი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

image


ფოტოს ისტორია - არის ის, რისი გადაწერაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ფოტოს წყალობით შეგვიძლია საუკუნეების წინ მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს სწორედ დღეს ვეზიაროთ. ზოგიერთი მოვლენა შესაძლოა ისეთ დროს უკავშირდებოდეს როცა ჩვენ საერთოდ არ ვიყავით, და სწორედ მსგავსი კადრების დათვალიერებისას ამიტომაც ვგძნობთ იმ ფოტოგრაფის მიმართ მადლირების გრძნობას ვინც ამა თუ იმ მოვლენის ფოტოფირზე გადაღება შეძლო. თქვენ წინაშეა 12 ისტორიული ფოტო, რომელიც დროებით წარსულში დაგაბრუნებთ და ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგიხელთ თვალს.



image



სანამ 2 სიმბარათიან ტელეფონებს გამოიგონებდნენ, ადამიანებს ძალიან უჭირდათ, თუმცა მდიდარი ფანტაზიის მქონენი (ისევე როგორც აი, ეს გოგონა) სიტუაციიდან გამოსავალს ყოველთვის პოულობდნენ.


image

"Empire State Building"-ის თავზე, 1942 წელი, ქარი ყველაზე შეუფერებელ მომენტში ამოვარდა, ამიტომ გოგონას ფლირტის ნაცვლად, ქვედაბოლოზე ფოკუსირება მოუწია.


image


მონიკა ბელუჩი, 1995 წელი, ამ ფოტოს შარი მხოლოდ იტალიელებს შეუძლიათ რომ მოსდონ: რატომ ამატებს მსახიობი პასტას კეტჩუპს? ეს ხომ დანაშაულის ტოლფასია!



image



ბოდიბილდერი რელნა ბრიუერი საკუთარი ძალის დემონსტრირებისას, რომლის დროსაც სპორტსმენმა სქელტანიანი სატელეფონო ცნობარი ნაკუწებად აქცია, 1938 წელი



image



ყველა ადამიანს აქვს თავისებური ნიჭი, და თუ ასე არ ფიქრობთ ძალიანაც შემცდარხართ. მაგალითად, ამ ქალბატონს, თავისი შთამბეჭდავი ბიუსტით ყოველგვარი სირთულის გარეშე უჭირავს ორი ჩაის წყვილი.



image

ახალგაზრდა დიანა სპენსერი თავის საყვარელ ზღვის გოჭთან - "არაქისთან" ერთად, 1972 წელი, შემდეგ ეს გოგონა გაიზრდება და "ადამიანთა გულების დედოფალი" გახდება.



image


80-იანი წლების ყველაზე ლამაზი ქალბატონები - კრისტი ბრინკლი და ბრუკ შილდსი კამერის წინ ოხუნჯობენ, 1987 წელი.



image

ჟურნალ" Playboy"-ის "მეგობარი გოგონები", ლონდონი, 1965 წელი, ისინი თანამედროვე ჟურნალების გარეკანის გმირებს საერთოდაც არ ჰგვანან: არც ერთი წვეთი ხელოვნურობის, მხოლოდ ბუნებრივი სილამაზე.


image


უამინდობისგან დამცავი საბავშვო ეტლი, რომელიც 1913 წლის დედებისთვისთვის იდეალური აქსესუარი იყო. დიახ, იმ მომენტამდე მსგავსი საბავშვო ტრანსპორტი არ იყიდებოდა: ბავშებს ადრე ყოველგვარი ეკიპირების გარეშე ატარებდნენ.



image

ახალგაზრდა ამერიკელი ქალბატონები წინდებით აღფრთოვანებულები იყვნენ - 1940 წელს კი მისი შოვნა მოგეხსენებათ რომ ძალიან რთული იყო. ეს დღეს არის სხვადასხვა ფერისა და დიზაინის კოლგოტების შეძენა უპრობლემო და ყველა ქალს შეუძლია თავს მისი ყიდვის უფლება მისცეს.

image


როგორც აღმოჩნდა "კარლსონისა" და "პეპი გრძელწინდას" შემქმნელი - შვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენიც კარგი ცელქი ბავშვი ყოფილა. თუ ამ ფოტოს მიხედვით ვიმსჯელებთ ნათელია რომ ანცობას ის საკმაოდ მოწიფულ ასაკშიც განაგრძობდა, არაერთი საბავშო წიგნის ავტორს ხეზე აბობღებულს ხედავთ.



image

ვიკი დუგანმა მსოფლიოში სახელი გაითქვა როგორც "ფლეიბოის" მოდელმა და ვარსკვლავმა. სწორედ მან შთააგონა მხატვრები ფილმში "ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი" ჯესიკა რებიტის პერსონაჟის შესაქმნელად.









0
868
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
868