x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"მაგრად არ ევასებათ შიგნით, მაგრად ურტყამენ... ყველაფერს მაგას აბრალებენ"- ვისზე საუბრობს მანანა მანჯგალაძე

image


ჟურნალისტი და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი, მანანა მანჯგალაძე საკუთარი დაკვირვების საფუძველზე, დედაქალქის მერის, კახა კალაძის მიმართ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს:


"ე.ი მე ხომ მიყვარს დაკვირვება და დავაკვირდი, ქოცები რომლებიც ცდილობენ რომ ვითომ კრიტიკულები იყვნენ, ვითომ მაინც სადღაც ობიექტურობენ და აი, ბატონო თუ არ ვამბობთ. როგორ იქცევიან იცით? დაწერენ პოსტებს თბილისის საცობებზე ყოველდღე მიუძღვნიან თითო ტექსტს, რა ბასლაინები და რა ველოგზების ხარჯზე სავალი ნაწილის შემცირება, რა დახაზვა, რა ახალი შუქნიშანი…


თბილისს მაგრად მიჩექმავენ, სინამდვილეში კალაძეს ურტყამენ, მაგრამ სამაგიეროდ ერთს არ დაწერენ და არ იტყვიან ” გლახას” რიკოთზე….შუაზე რომ.გაჭრეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო, სტრატეგიული მაგისტრალი.. ცენტრალურ ხელისუფლებას აპა აპა არ ეხებიან, წმინდააა… თან ვითომ კრიტიკულები არიან. არადა რა ხდება?


ამ ჩემი პროფესიის გამო სადაც არ მივედი, მიუხედავად იმისა რომ არანაირ პოლიტიკურ რეპირტაჟებს აღარ ვაკეთებ ასეთი დიალოგებია, მაგალითად არქიტექტორთან ვარ და იწყებს ამის გაკეთება შეიძლება, მინდა მაგრამ კალაძე გაჭედავს, კალაძე არ აძლევს უფლებას, მერია ხომ იცით. … ვინ გითხრათ ვეკითხები და რომელიღაც სამინიატროს ასახელებს ხან ეკონომიკაში მითხრეს ხან გარემოს დაცვაში….


მიხვალ მეორეგან და მეწარმეს რაღაცის აშენება უნდა თბილისის განაპირას და მეუბნება ეკონომიკამ კიო მაგრამ აი მერია ხომ იცი არ მომცემს ნებართვას, დამტანჯავს .. ჩვენ კი ბატონო მაგრამ აგერ კალაძე…. მიხვალ სამედიცინო სექტორში და იქაც რაღაც მაგდაგვარს გეტყვიან….

ანუ ეს კალაძე მაგრად არ ევასებათ შიგნით, მაგრად ურტყამენ. მაგან თუ ერათი სხვაგან გააპარა თვალი ცოცხლად შეჭამენ, გამზადებული კი არიან ერთი რას უნდათ ეგ არის…მე კალაძის დამცავად არ გამოვდგები მაგრამ რატომ იკლავს თავს მაგათ გამო ვერ ვხვდები. ყველაფერს მაგას აბრალებენ მაინც …"- ვკითხულობთ მანანა მანჯგალაძის ფეისბუქპოსტში.








0
869
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
869