x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
20 ყველაზე დაუჯერებელი და კურიოზული ფაქტი, რომელიც სამყაროს ახლებურად დაგანახებს
ადამიანები საოცრებებს ხშირად ზღაპრებსა და მითებში ეძებენ, არადა ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველგვარ ზღაპარსა თუ მითზე უფრო საოცარია. ამაში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დარწმუნდებით, რაც ამ სტატიას ბოლომდე წაიკითხავთ:


1. ფიქრობთ, რომ ხეები პლანეტის ჟანგბადის უდიდეს ნაწილს გამოიმუშავებენ? მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ ცდებით. დედამიწაზე ჟანგბადის მინიმუმ 50 %-ს ოკეანეებში არსებული ფიტოპლანქტონი გამოიმუშავებს. სამწუხაროდ გლობალური დათბობის შედეგად ფიტოპლანქტონი სულ უფრო სწრაფად ნადგურდება.


2. ნარკოტიკ LSD-ს მიღების შემდეგ ოპტიკური ჰალუცინაციები ბრმებსაც ემართებათ. ოღონდ აქ მხოლოდ ის ბრმები იგულისხმებიან, რომლებმაც მხედველობა ცხოვრების მანძილზე დაკარგეს.


3. სანამ “ნეტფლიქსის” სტრიმინგ სერვისი ამოქმედდებოდა, კომპანია საკუთარ მომხმარებლებს ფილმებს და სერიალებს ფოსტით, DVD დისკების მეშვეობით უგზავნიდა. ფილმების, სერიალების და მომხმარებლების რაოდენობის გათვალისწინებით ერთი პერიოდი “ნეტფლიქსი” ამერიკული ფოსტის ყველაზე სერიოზულ დამკვეთს წარმოადგენდა.



ვიკი


4. ამერიკელმა სტივენ პრუიტმა 2019 წლის ივნისამდე “ვიკიპედიაზე” 30 ათას სტატიაზე მეტი დაწერა და 1 მილიონზე მეტი სტატია გააუმჯობესა. ეს რიცხვი ინგლისურ ენაზე ონლაინ ენციკლოპედიაში არსებული სტატიების დაახლოებით ნახევარს შეესატყვისება. სწორედ ამიტომ 2017 წელს ჟურნალმა “თაიმმა” პრუიტი ინტერნეტში მოღვაწე პლანეტის 25 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა დონალდ ტრამპის, ჯოან როულინგის და კიმ კარდაშიანის გვერდით.


5. ვებგვერდი www.nissan.com ეკუთვნის ამერიკელ უზი ნისანს, რომელმაც ინტერნეტში აღნიშნული დომენი 1994 წელს იყიდა. უზის წლების მანძილზე აქვს სასამართლო დავა კომპანია “ნისანთან, ” რომელსაც ამერიკელი საკუთარ დომენს არანაირ ფასად არ უთმობს.


6. კომპანია “სამსუნგი” სამხრეთ კორეის მთლიანი შიდა პროდუქტის 20 %-ს აწარმოებს.


7. როცა არნოლდ შვარცნეგერმა კალიფორნიის გუბერნატორის რანგში საკუთარი პირველი ვეტო გამოიყენა, აღმოაჩინეს, რომ მის მიერ შტატის კრებისთვის გაგზავნილი ტექსტის თითოეულ სტრიქონში საწყისი ასოების შეჯერების შედეგად სიტყვა Fuck You მიიღებოდა. შვარცნეგერმა მაშინ ეს უბრალო დამთხვევით ახსნა, თუმცა მოგვიანებით, საკუთარ ბიოგრაფიაში ჩაწერა, რომ ეს შეფარული შეტყობინება გამიზნულად ჩამოაყალიბა.


8. დანიელ რედკლიფმა “ჰარი პოტერში” შესრულებული როლისთვის 74 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო. მსახიობს ამ თანხიდან ჯერ ერთი პენსიც კი არ დაუხარჯავს.


9. სამხრეთ კორეული “სამსუნგი” საკუთარ ქვეყანაში რაღაც უფრო მეტია, ვიდრე ტექნოლოგიური კომპანია. რიგითი სამხრეთკორეელი შეიძლება დაიბადოს “სამსუნგის” სამშობიარო სახლში. შემდეგ მან შეიძლება იცხოვროს “სამსუნგის” ბინაში, დაამთავროს “სამსუნგის” უნივერსიტეტი და მოგვიანებით ის შეიძლება დაიმარხოს “სამსუნგის” დამკრძალავი ბიუროს მიერ.


მონაკო


10. მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა მონაკოა. აქ ერთ კვადრატულ კილომეტრზე 18, 960 ადამიანი ცხოვრობს.


11. ქალები, რომლებიც ჰიპერლაქტაციის სინდრომით იტანჯებიან, დღეში 6 ლიტრ რძეს გამოყოფენ. შედარებისთვის, ქალი დღეში საშუალოდ ერთ ლიტრზე ნაკლებ რძეს გამოყოფს.


12. საფრანგეთის სახელმწიფო ტერიტორიის 20 %-ზე მეტი ევროპის ფარგლებს მიღმა მდებარეობს.


13. 2012 წლამდე იტალიელების 37 %-ზე მეტს ცხოვრებაში ინტერნეტი თვალით ნანახი არ ჰქონდა.


14. ადამიანის ნაყოფს პირველი ერექცია ჯერ კიდევ დედის მუცელში აქვს.


ვომბატი


15. ავსტრალიაში მცხოვრები ვომბატი პატრიკი 32 წლის ასაკში საკუთარი სახეობის ყველაზე ხანდაზმულ ცხოველად იქცა. საკუთარ სიკვდილამდე მან ვერ შეძლო მდედრობითი სქესის პარტნიორის პოვნა, რის გამოც მისმა მომვლელებმა პატრიკს “თინდერზე” საკუთარი პროფილი გაუკეთეს.


16. ქალებისთვის გამიზნული სასჯელის ერთ-ერთი სახეობა შუა საუკუნეების საფრანგეთში იყო ქათმის დაჭერა ქალაქის ცენტრში, რა დროსაც მსჯავრდებული სრულიად შიშველი უნდა ყოფილიყო.


ალმასები


17. დედამიწის ზედაპირიდან 145-241 კილომეტრის სიღრმეზე 10 ტრილიონი ტონა ალმასი ინახება.


18. გენური დეფექტი, რომელსაც “კონგენიტალური ანალგეზია” ეწოდება, განაპირობებს იმას, რომ მისი მატარებელი ადამიანები ტკივილს სრულებით ვერ გრძნობენ. 2006 წელს აღნიშნული დეფექტის მატარებელი ერთ-ერთი 14 წლის მოზარდი სახურავიდანაც კი გადმოხტა, რათა თანატოლებისთვის დაემტკიცებინა, რომ მისთვის მიწაზე დაცემა სრულიად უმტკივნეულო იყო. მოზარდი დაცემისას წარმოქმნილი შინაგანი სისხლდენით დაიღუპა.


19. მალარია თავდაპირველად სიფილისის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. 1917 წელს ავსტრიელმა ექიმმა, იულიუს ვაგნერ-იაურეგმა სიფილისით ავადმყოფს მალარიის ინიექცია გაუკეთა, რათა თანმხლებ ცხელებას სიფილისის ბაქტერიები დაეხოცა. მკურნალობის ეს მეთოდი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ იულიუს ვაგნერ-იაურეგი 1927 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. თუმცა პენიცილინის აღმოჩენის შემდეგ კაცობრიობამ მკურნალობის ამ მეთოდზე უარი თქვა.


20. “მაკდონალდსი” რომ სახელმწიფო ყოფილიყო, მსოფლიო ინდექსში ეკონომიკის მოცულობით 90-ე ადგილს დაიკავებდა.

4
490
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
490
  
2023, 20 აპრილი, 23:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 18 აპრილი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 14 აპრილი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 11 აპრილი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4