x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ზღვის უდიდეს სიღრმეში მეცნიერებმა უცნაური თევზი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა იაპონიის სანაპიროსთან, 8336 მეტრის სიღრმეში ლოკოკინთევზა აღმოაჩინეს, რაც მალევე იქცა მსოფლიო სამეცნიერო სენსაციად, რადგან აქამდე ასეთ ღრმა წყლებში თევზი არ დაუფიქსირებია არცერთი კამერის ობიექტივს. აქამდე ყველაზე ღრმაწყლოვანი თევზი მხოლოდ მარიანის ღრმულში იყო აღმოჩენილი და ისიც მხოლოდ 8178 მეტრის ოდნავ ქვემოთ.


მეცნიერებმა კამერა ავტომატური ვარდნის რეჟიმში ჩაუშვეს იცუ-ოგასავარას ღრმულში. დაშვებისას კამერამ ლოკოკინთევზა იმ ზღვართან მაქსიმალურად ახლოს დააფიქსირა, სადამდეც თევზს შეუძლია არსებობა.


როგორც დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის პროფესორი ალან ჯემისონი აცხადებს, თუ ოდესმე ეს რეკორდი გაუმჯობესდება, მხოლოდ უმნიშვნელოდ, რადგან 8336 მეტრი თევზების ფიზიკური არსებობის ქვედა ზღვართან ძალიან ახლოსაა.


8336 მეტრზე რასაკვირველია სრული წყვდიადი სუფევს და ვერავითარი მზის სხივი აქამდე ვერ აღწევს. უცნაური და თითქოს დაუჯერებელია, თუ რანაირად შეუძლია ლოკოკინთევზას გაუძლოს იმგვარი წნევის ზემოქმედებას, რომელსაც ყველაზე მტკიცე მასალისგან დამზადებული წყალქვეშა ნავის ტაბაკივით გაბრტყელება შეუძლია.



აღსანიშნავია, რომ წყალი იცუ-ოგასავარას ღრმულში შედარებით თბილია. ამიტომ მეცნიერები ლოკოკინთევზას არსებობას აქ დიდი ხნის წინათ ვარაუდობდნენ. მაგრამ ერთია, როცა რაღაცას ვარაუდობ და მეორე, როცა შენი ვარაუდი დადასტურდება. ამიტომ მკვლევარებს ასეთ ღრმა წყლებში ლოკოკინთევზას აღმოჩენამ უდიდესი სიხარული მოჰგვარა.


8336 მეტრის სიღრმეზე იმაზე 800-ჯერ და მეტჯერ უფრო მაღალია წნევა, ვიდრე ზღვის დონიდან 0 მეტრის სიმაღლეზე. ასეთ სიღრმეზე თევზის კანის თითოეულ სანტიმეტრზე 833, 6 კილოგრამი წონა მოდის. ამიტომ ასეთ სიღრმეზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობა ევოლუციის ნამდვილ სასწაულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.


უცხო

1
548
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
548
  
2023, 11 აპრილი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1