x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კვლევა: უცხოპლანეტელები შესაძლოა სხვა ციურ სამყაროთა “ტერმინატორულ ზონებში” ბინადრობდნენ

როგორც Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთი უახლესი კვლევა ამტკიცებს, არამიწიერ ცივილიზაციათა წარმომადგენლები შესაძლოა უცხო პლანეტათა ტერმინატორულ ზონებში ცხოვრობდნენ, ანუ ზუსტად იმ ბუფერულ არეალებში, რომლებიც რომელიმე ციური სხეულის მარადიული დღის მხარეს მარადიული ღამის მხარისგან ჰყოფს.


საქმე იმაშია, რომ ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავთა 70 %-ზე მეტი წითელი ჯუჯაა. თითოეულ ასეთ კოსმოსურ ობიექტს მცირე გრავიტაცია და მქრქალი ნათება აქვს, რის გამოც მათ ირგვლივ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ზონები ძალიან არის დავიწროებული, რაც პლანეტას შესაძლებლობას არ უქმნის, იმოძრაოს საკუთარი ღერძის გარშემო. ასეთი პლანეტები ისევე უძრავად არიან დაფიქსირებულები დედა ვარსკვლავების მიერ, როგორც მთვარეა დაფიქსირებული დედამიწის მიერ. ამიტომ მსგავს პლანეტათა ერთი მხარე მეტისმეტად არის გაცხელებული, რადგან მას გამუდმებით დაჰნათის საკუთარი დედა ვარსკვლავი, ხოლო მეორე მხარე მუდმივად წყვდიადშია ჩაძირული, სადაც საშინელი ყინვა ბატონობს. სიცოცხლე კი შესაძლებელია მხოლოდ იმ არეალებში, რომლებიც დღის და ღამის მონაკვეთებს შორის მდებარეობს.


მეცნიერები აპირებენ, სამომავლოდ მაქსიმალური ყურადღებით გამოიკვლიონ წითელ ჯუჯათა ირგვლივ არსებული პლანეტების ტერმინატორული ზონები. ისინი აღნიშნული მიზნით გამოიყენებენ როგორც ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს, ასევე სამომავლოდ გათვალისწინებულ “დასახლებულ სამყაროთა ობსერვატორიასაც, ” რომელიც ეგზოპლანეტებზე სიცოცხლის ნიშნების ძიების მიზნით კოსმოსში 2040 წლისთვის უნდა გაიგზავნოს.


უცხო

0
181
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0