x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ გამოიყურებიან დღეს 90-იანი წლების მთავარი ლამაზმანები

image


თითქმის ოცი წლის წინ მათზე მილიონობით თაყვნისმცემელი გიჟდებოდა. ეს სუპერმოდელები ნამდვილი სილამაზის სტანდარტად ითვლებოდნენ, თუმცა დრო არავის ინდობს. დღეს, მათ გზა თავიანთ უმცროსს კოლეგებს დაუთმეს, რომლებიც ჟურნალების გარეკანზე მთელი თავისი სიდიადით ბრწყინავენ და სარეკლამო ვიდეო რგოლებშიც მონაწილეობენ, ერთი სიტყვით ნამდვილი ვარსკვლავები გახდნენ. მოდით, ვნახოთ როგორ გამოიყურებიან დღეს 90-იანი წლების მთავარი ლამაზმანები.




კრისტი ტარლინგტონი


image


ახალგაზრდობაში გოგონა ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა შენიშნა, რომელმაც მას სამოდელო ბიზნესში ჩართვა ურჩია. კრისტი ახალგაზრდობაში სპორტით აქტიურად იყო დაკავებული, განსაკუთრებით კი მას საცხენოსნო სპორტი იტაცებდა. გოგონამ მოდის სფეროში სახელი მალევე გაითქვა, ის არაერთი ცნობილი ბრენდის სახე გახდა, დღესდღეობით ტარლინგტონი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და იოგათია გატაცებული. 90-იანების სუპერმოდელი არაბუნებრივი სილამაზის მოწინააღმდეგეა.



ნაომი ქემბელი


image


"შავმა პანტერამ" კარიერა თხუთმეტი წლის ასაკში დაიწყო. გოგონას სამოდელო მომავალი ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელთან პარკში შემთხვევითმა შეხვედრამ განაპირობა. 90-იანი წლების სუპერმოდელი 52 წლის ასაკში შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. ნაომი პაპარაცების ობიექტივში დღემდე ხვდება.




კლაუდია შიფერი


image


მიუხედავად იმისა რომ 90-იანი წლების ლამაზმანს გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები აწუხებდა, მასთან კონტრაქტის გაფორმება თითქმის ყველა მოდის სახლს სურდა. დღეს კლაუდია მოკრძალებული ცხოვრების წესს მისდევს და ჟურნალების გარეკანზეც იშვიათად ხვდება. მოდელი მეუღლესთან, მეთიუ ვონთან ერთად შვილების აღზრდით არის დაკავებული.




სინდი კროუფორდი


image


სინდი სამოდელო ბიზნესში შემთხვევით მოხვდა, გოგონა თავისი ცხოვრების ამ სფეროსთან დაკავშირებას საერთოდ არ გეგმავდა. მომავალი ვარსკვლავი ძირითადად სიმინდის შეგროვებით იყო დაკავებული, როცა ის ფოტოგრაფმა შემთხვევით შენიშნა, სწორედ ამ ფოტოების წყალობით მიიღო მან სამსახური ერთ - ერთ სამოდელო სააგენტოში. დღეს მოდელი მეუღლესთან, რენდი გერბერთან ბედნიერ ქორწინებაშია. 90 - იანი წლების ერთ - ერთი გამორჩეული მოდელი დღემდე ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს.




ლინდა ევანგელისტა


image


ლინდა სანამ მოდელი გახდებოდა დიდი ხნის განმავლობაში ტანსაცმლის მაღაზიების კატალოგებისთვის პოზირებდა, თუმცა გოგონა ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოდის სახლის ერთ-ერთმა დირექტორმა შენიშნა, რის შემდეგაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დღესდღეობით, მოდელი მოკრძალებულ ცხოვრების წესს ეწევა და საზოგადოებაშიც სულ უფრო იშვიათად ჩნდება.









0
893
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
893