სხვა შუმახერის ჩაფხუტი ტანკს უძლებდა - რა მასალით იყო ის დამზადებული? 9 აპრილი, 13:22 ![]() 2004 წელს მიხაელ შუმახერისთვის Schuberth RF 1.5 ჩაფხუტი გაკეთდა. ის იმდენად მკვრივი იყო, რომ ტანკმა გადაუარა და ვერაფერი დააკლო. იმ დროისთვის ჩაფხუტი 20 000 დოლარი ღირდა. ტექნოლოგებმა გადაწყვიტეს ანალოგიური ჩაფხუტების დამზადება და არა უშედეგოდ! სწორედ ამ ნახშირბადის ფენის ტექნოლოგიამ გადაარჩინა ცნობილი ბრაზილიელი ავტომრბოლელი ფელიპე მასა უნგრეთში 2009 წელს. სხვა მანქანას ზამბარა მოწყდა, მასას "ფერარი" იმ მომენტში 260 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. წარმოგიდგენიათ რა ძლიერი იქნებოდა თავში მოხვედრილი ზამბარა? თუმცა, ჩაფხუტმა გაუძლო და დარტყმის შედეგად დალილავება ადვილად განიკურნა. ფელიპე მასა საავადმყოფოდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოწერეს. ჩაფხუტი შედგება T 1000 ნახშირბადის ბოჭკოს 18 ფენისგან.შედარებისთვის, ჩვეულებრივი მოტოციკლეტის ჩაფხუტი დაფარულია სამი ფენით. ![]() ![]() ბუნებრივია, ასეთი მასალა გამოიყენება არა მხოლოდ ჩაფხუტებში. ის ძალიან სასარგებლოა აეროკოსმოსური და საავტომობილო მრეწველობაში, ასე გამოიყენება მშნებლობაში, რადიოტექნიკაში, სპორტულ ინვენტარებში და სხვა. აქ საჭიროა არა მხოლოდ სიმკვრივე, არამედ წონის დაკლება. როგორც წესი, ის ორჯერ მსუბუქია ალუმინზე. თან ეს მასალა ნელ-ნელა „იღლება“ – უძლებს მრავალ ციკლურ დატვირთვას. 355 3-ს მოსწონს |
თავად ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალა რომ ზემტკიცეა ამაში დასტური და სტატიას მოწონება.